x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ არის დავით ფურცხვანიძე,რომელმაც ბაჩალიაშვილის ადვოკატს სატელიტიდან გადაღებული სურათები მიაწოდა?
image

2013 წლიდან დავით ფურცხვანიძე არის (ESLG)Georgia- ს დირექტორი დავით ასევე არის ანალიტიკური სააგენტო "უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელი. დავით ფურცხვანიძის სახელზე ბიზნეს რეესტრში რეგისტრირებულია "სპუტნიკ ტვ", ასე რომ 100% -იანი წილის მფლობელი თავადაა.


დავით ფურცხვანიძის დოსიეში წერია, რომ "რუსულ ენას ფლობს სრულყოფილად", ხოლო "ქართული არის მისი მეორე მშობლური ენა"

სწორედ დავით ფურცხვანაძის ორგანიზაცია (ESLG)Georgia-ს გამოცემულია წიგნი ვლადიმერ პუტინის შესახებ — „ვლადიმერ პუტინი – თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი“.


image

სხვადასხვა ინტერვიუების დროს, დავით ფურცხვანაძე რუსეთში მოღვაწე ექსპერტად არის მოხსენიებული, მასთან არის ასოცირებული აშკარად პრორუსული გამოცემა News Front Georgia, ფურცხვანიძეს 2014 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული კრემლთან დაკავშირებული „ევრაზიული კვლევის ინსტიტუტის“ და გორჩაკოვის ფონდის გამართულ მრგვალ მაგიდაში.ადრეთვე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ "დასავლეთი საქართველოს პატრიარქის მცდელობებს ბლოკავს, რაც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ისახავს მიზნად"



შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგის შემდეგ, ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გადაღებული ვიდეოები აჩვენა, რის შემდეგაც თამარის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მედიას მიაწოდა ინფორმაცია იმ პირის ვინაობის შესახებ, ვინც მისი ინფორმაციით, სატელიტის ფოტოები გადასცა. მისი თქმით, ეს არის დავით ფურცხვანიძე.


მიხეილ რამიშვილი ტელეფონით დაუკავშირდა დავით ფურცხვანიძეს და ტელეკამერების წინ შეკითხვა დაუსვა, არის თუ არა ის მზად, რომ გამოძიების შეკითხვებზე პასუხი გასცეს.


პროკურატურამ გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რის მიხედვითაც მიხეილ რამიშვილის მიერ წარდგენილი სატელიტიდან გადაღებული ფოტოები ყალბია.


1
913
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
913
  
2020, 19 სექტემბერი, 2:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1