x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ზემო მაჩხაანისა და მირზაანის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 3 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
image


გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 16 სექტემბერს ტენდერი გამოაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების - ზემო მაჩხაანისა და მირზაანის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე. საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ „დედოფლისწყაროს ტელევიზიას“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.


წყალმომარაგების კომპანიის პრესცენტრის ცნობით, ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენის ვადა 1 ოქტომბერს სრულდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 2, 5 მილიონ ლარზე მეტია. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა დაასრულოს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, წყლის დებიტის სიმცირის გამო, ორივე სოფლის მოსახლეობას წყალი სამ დღეში ერთხელ - 2 საათით მიეწოდება. ურთულეს პირობებზე საუბრობენ ადგილობრივები. უბნების დიდ ნაწილში მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ზაფხულის სეზონი გაუსაძლისია.


როგორც სატენდერო პირობებიდან დედოფლისწყაროს ტელევიზიამ გაარკვია, დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყლის ახალი სათავე ნაგებობები, ჭაბურღილი, სატუმბო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სატუმბო სადგურის და რეზერვუარს. ამავე პირობებით მასობრივად გამრიცხველიანდება მოსახლეობა. გამრიცხველიანების გარეშე დებეტის შენარჩუნება თითქმის წარმოუდგენელია.



წყალმომარაგების კომპანია განმარტავს, რომ დაგეგმილი სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე სოფლის მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და 4 700 ადამიანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.


გასულ წლებში ქართული ოცნების ხელისუფლებამ რამდენჯერმე სცადა პატარა რეზერვუარის ნაცვლად სოფელს დიდი რეზერვუარი ჰქონოდა. სოფლის ბოლოს, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათწლეულების წინ გაუქმებული რეზერვუარის აღდგენა და ახალი სატუმბი სადგურის მოწყობა დაიგეგმა, თუმცა რეზერვუარი წყალს არ იკავებდა. ამ დროისთვის ეს პრობლემაც გადაჭრილია.

0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0