x
image
არჩილ ვერულიძე
ძველი ეგვიპტის საუკეთესო გამოგონებები და აღმოჩენები
image

ეგვიპტეში ცივილიზაცია წარმოიშვა ჩვენს ერამდე დაახლოებით 3000 წელს. მან ჩვენი წელთაღრიცხვის 30-იან წლებამდე იარსება და რომის იმპერიის ნაწილი გახდა. თავისი არსებობის განმავლობაში, ეგვიპტე ყოველივე აუცილებელით იყო უზრუნველყოფილი. მას ჰქონდა შესანიშნავი ბუნებრივი გარემო, მათ შორის წყალი, რომელშიც მრავლად იყო თევზი. ნაყოფიერი ნიადაგი სამეურნეო მცენარეების კარგ ზრდას უზრუნველყოფდა.


ეგვიპტეს სახელი გაუთქვა მისმა არქიტექტურამ. პირამიდების ასაშენებლად საჭირო იყო ზუსტი მათემატიკური გაზომვები და გამძლე მასალები. ალბათ ბევრს სმენია კლეოპატრას სიალამაზესა და ტუტანხამონის ნიღბის შესახებ. გასაოცარია ეგვიპტური დამწერლობა და იეროგლიფები. ისინი ამოკვეთილი და დახატულია მრავალ ზედაპირზე: პაპირუსზე, ქვის ფილებზე, ხის ფირფიტებზე. ათასწლეულების განმავლობაში ეგვიპტე ყვაოდა. ძველი ეგვიპტის მრავალი გამოგონება ჩვენს დროშიც დიდ ინტერესს იწვევს ადამიანთა შორის. ზოგიერთ მათგანზე ამ სტატიაში ვისაუბრებთ.


მათემატიკა



ზოგიერთი ისტორიკოსი ძველ ბერძნებს მათემატიკის გამომგონებლებად თვლის. ბერძნებმა ასტრონომიაში ბევრს მიაღწიეს, მაგრამ მათ ამის შესახებ თავდაპირველი ცოდნა ძველი ეგვიპტელებისგან მიიღეს. ეგვიპტელები იყენებდნენ პრაქტიკულ გეომეტრიას ქვების ჭრისას, პირამიდების ასაშენებლად.



მათემატიკა ძველ ეგვიპტეში პრაქტიკული მეცნიერება იყო. სკოლებში პატარა ეგვიპტელებს ასწავლიდნენ წერასა და მათემატიკას. დიდი ყურადღება ექცეოდა სპორტულ ვარჯიშებსაც. მრავალი მეცნიერის აზრით, ციფრების ძირითადი ათობითი სისტემა გამოიგონეს ძველ ეგვიპტეში, ჯერ კიდევ 2700 წელს ჩვენს ერამდე. პაპირუსზე დაწერილი უძველესი მათემატიკური ტექსტი თარიღდება ძვ.წ. 2000 წლით. ძველი ბერძნები კი ამ ცოდნას აუნჯობესებდნენ.


კალენდარი და საათი



ძველ ეგვიპტელებს დრო სამ ნაწილად ჰქონდათ დაყოფილი: ახეთ - წყალდიდობის სეზონი, პერიტი - სასოფლო-სამეურნეო მცენარეების დარგვა და მოყვანა, შემუ - მოსავლის აღება. ამ სამი სეზონიდან თითოეული შედგებოდა 120 დღისგან. ერთად ისინი შეადგენდნენ ერთ წელიწადს. ახალი წელი ძაღლის ვარსკვლავის ამოსვლით იწყებოდა, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალით იყო შესაძლებელი. ეგვიპტელებმა პირველებმა დაყვეს დღე ნაწილებად. ამისთვის ისინი ობელისკებს იყენებდნენ. ასეთი მზის საათი ეგვიპტეში გამოჩნდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3500 წელს. ობელისკის ჩრდილი ყოფდა დღეს ნაწილებად. ეგვიპტელებმა ასევე გამოიგონეს პირველი პორტატული მზის საათი. მათ საათის ყველგან თან ტარება შეეძლოთ. ღერძის ჩრდილი აჩვენებდა რომელი საათია. ეგვიპტელებმა შეძლეს ჩანაწერების შემონახვა, სადაც თითოეული ფარაონის მმართველობის დროა მითითებული.


მთავრობა



ძველ ეგვიპტეს მართავდა კანონი და ერთი ადამიანი, ფარაონი - ცოცხალი ღმერთი. ფარაონებს მმართველობის ღვთიური უფლება ჰქონდათ. კორონაციის დროს ისინი ღმერთის განსახიერება ხდებოდნენ. ფარაონები ფლობდნენ მთელ მიწასა და ხალხს, მაგრამ ისინი ასევე ემორჩილებოდნენ წესრიგის ქალღმერთ მაატს. ფარაონი ვალდებული იყო შეენარჩუნებინა წესრიგი და ჰარმონია სახელმწიფოში. ეგვიპტე არ იყო ზედმეტად მეომარი სახელმწიფო სხვა ანტიკურ ცივილიზაციებს შორის. გეოგრაფიულად იგი კარგად იყო დაცული და უზრუნველყოფილი საკვებით. დიდი ხნის განმავლობაში ქვეყანას პროფესიონალური არმიაც კი არ ჰყავდა. ფარაონები ყველაფერში ლიდერობდნენ, განსაკუთრებით რელიგიაში. ხალხი მათ მიჰყვებოდა როგორც პოლიტიკაში, ასევე რელიგიაში, და ცდილობდნენ უკეთესი ადგილი მიეღოთ შემდგომ ცხოვრებაში. (იგულისხმება ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ) სიკვდილის შემდეგ ფარაონი ხდებოდა ღმერთი შემდგომ ცხოვრებაში.


ბიბლიოთეკა



ყველაზე ცნობილი ძველ-ეგვიპტური ბიბლიოთეკა ალექსანდრიაში მდებარეობდა. ის იყო ყველაზე დიდი ანტიკურ სამყაროში. იგი მიუძღვნეს მუზებს - ხელოვნების ქალღმერთებს. ალექსანდრიის ბიბლიოთეკას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ანტიკური სამყაროსთვის, იგი შეიცავდა ანტიკურ ცოდნას. დაარსდა ბიბლიოთეკა პტოლემეოს I სოტერის მიერ ძვ.წ. 300 წელს. მას სურდა ისეთი ცენტრის შექმნა, სადაც ერთ ადგილზე მიიღებდნენ სხვადასხვა ცოდნას. ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში იყო მილიონზე მეტი გრაგნილი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას ლიტერატურის, ისტორიის, სამართლის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების შესახებ.


ღვინო



ძველი ეგვიპტის ხალხს ძალიან უყვარდა ღვინო, რომელიც, ალბათ, მათვე მოიგონეს. ( საკამათო ფაქტია) ჩვენს დრომდე შემორჩა ნახატები, რომლებიც ასახავს ღვინის დაყენების პროცესს. ეგვიპტელებმა ისწავლეს ვაზის მოყვანა.ისინი მას ხის საყრდენებით ამაგრებდნენ. ყურძნის მტევნებს დიდ კალათებში აგროვებდნენ და შემდეგ წურავდნენ წვენის მისაღებად. ეგვიპტის მკვიდრნი ღვინოს დიდ თიხის ჭურჭელში ინახავდნენ, რომლებიც სპეციალურ მარნებში იყო მოთავსებული. მიცვალებულთა სამარხებში აუცილებლად ტოვებდნენ ღვინით სავსე ჭურჭელს. ითვლებოდა, რომ გარდაცვლილი სხეული მისით იკვებებოდა. ღვინის ჭურჭელი ალექსანდრიიდან სხვა ქვეყნებში გაჰოქნდათ, ნილოსზე მოგზაურობის დროს.


image


კოსმეტიკა



იმისთვის, რათა ყველას დაენახა, თუ რომელ საზოგადოებრივ ფენას მიეკუთვნებოდა ადამიანი, მიღებული იყო ამის გარეგნულად ასახვა.

ძველი ეგვიპტელები საკმაოდ დიდ დროს ხარჯავდნენ საკუთარ თავზე ზრუნვაში. მათ გამოიგონეს პარიკები, რომლებსაც ატარებდნენ არა მხოლოდ დეკორაციად, არამედ მშრალი ქარისა და მწველი მზისგან დასაცავად. პირველი სუნამოები და საპარსები ეგვიპტელებმა გამოიგონეს. როგორც მამაკაცები, ასევე ქალები იყენებდნენ მაკიაჟს და ატარებდნენ პარიკს.

წამწამების შესაღებად გამოიყენებოდა საღებავის სამი სახეობა. ესენი იყო: შავი კაიალი, მწვანე მალაქიტი და ნაცრისფერი გალენიტი. ეგვიპტელები იცხებდნენ ფერუმარილს ლოყებზე, ტუჩის საცხს კი იღებდნენ ოხრისა და ზეთის შერევით.

ფარაონი კლეოპატრა ითვლება მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად. მის ბევრ საიდუმლოებას თანამედროვე ქალები იყენებენ ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.


დედოფალი იყენებდა ვაშლის ძმარს ტონიკის სახით, ალოე ვერა კი ატენიანებდა კანს. გაახალგაზრდავების მიზნით კლეოპატრა იღებდა თაფლისა და რძის აბაზანებს. ნუშის ზეთით იზეთავდა თმებს, მათი ბზინვარებისთვის. პირველი კბილის პასტა ეგვიპტელებმა გამოიგონეს. ისნი მას კვერცხის ნაჭუჭისა და პიტნისგან ამზადებდნენ.


ძველი ეგვიპტის მცხოვრებლებს ძალიან უყვარდათ ძვირფასეულობა. მათ ისინი იყენენდნენ, როგორც ჯადოსნურ ამულეტებს. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძვირფასეულობის დიდი კოლექციები, რომელთა შესადარი არსად არის.


მუმიფიკაცია



ძველ ეგვიპტეში ძალიან ძლიერი იყო რწმენა სიკვდილის შემდგომი ცხოვრებისა და ღმერთებისადმი. ისინი ცდილობდნენ სხეული შეენარჩუნებინათ, რომ სული იქ დაბრუნებულიყო. ამისათვის მათ შექმნეს მუმიფიკაციის პროცესი, ხრწნის შესანელებლად ან საერთოდ შესაჩერებლად. ქურუმები ფრითხილად იღებდნენ სხეულიდან შინაგან ორგანოების და მათ ოთხ ჭურჭელში აწყობდნენ. ერთში ინახებოდა კუჭი, მეორეში - ნაწლავები, მესამეში - ფილთვები, მეოთხეში - ღვიძლი.

image ეგვიპტელები ამ ორგანოებს ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ. ყურადღებიანი დამუშავების შემდეგ ორგანოებს ისევ სხეულში ათავსებდნენ. ჭურჭლები იქვე იყო მოთავსებული. სხეულს უტარდებოდა ბალზამირება, მას სპეციალუირი სახვევებით ფარავდნენ. მუმიასთან ერთად სამარხში ათავსებდნენ ამულეტებს, გარდაცვლილის დაცვის მიზნით. სამარხების კედლებზე იწერებოდა წყევლას მძარცველთა შესაშინებლად.


მედიცინა



სამედიცინო გრაგნილი დაიწერა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1600 წელს. ის შეიცავდა იმფორმაციას ქირურგიის შესახებ. ეს გაკეთდა ჰიპოკრატეზე 1000 წლით ადრე. გრაგნილში აღწერილია თავის, კისრის და მკერდის ტრავმები. იქ ასევე ჩამოთვლიალია ქირურგიული ინსტრუმენტები. ზოგიერთი მათგანი არგეოლოგებმა "კარის" სამარხში აღმოაჩინეს - ფარაონის მკურნალი და საიდუმლოების შემნახველი. ნეირობიოლიგიის პირველი ჩანასახები სწორედ ეგვიპტეში გაჩნდა. ძველი ეგვიპტელების მედიცინა იყო მაგიისა და სამკურნალო პრაქტიკის ნაზავი. ეგვიპტელი მკურნალები ასევე იყენებდნენ მკურნალობის მეცნიერულ მეთოდებს. მათი ცოდნა ანატომიაზე დაფუძნებული იყო მუმიფიკაციაზე.


იეროგლიფები


ძველი ეგვიპტის იეროგლიფები წერის უძველესი ფორმაა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3300 წლით თარიღდება. მესოპოტამიის ხალხის მსგავსად, ეგვიპტელებმა პირველებმა გადაინატეს სალაპარაკო ენა მწერლობაში. პირველი ჩანაწერები პატარა ნახატებს წარმოადგენდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი განვითარდა. ეგვიპტელები პაპირუსის ფურცლებზე წერდნენ, ქაღალდის წარმომშობელზე. მის გარდა, ეგვიპტეში ხალხი წერდა ხეზე და ქვაზე. საწერ მელანს ამზადებდნენ მცენარეული წვენისა და ცვილის ნარევისგან. რომის და ბიზანტიის იმპერიები მარაგდებოდა ეგვიპტური პაპირუსით.


პირამიდები



ძველი ეგვიპტელების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა პირამიდებია. ამ მყარ ნაგებოებს აქვთ მკაფიო გეომეტრიული ფორმა, რომლის საფუძველშიც დევს კვადრატი. მათ აშენებდნენ, როგორც ფარაონთა სამარხებსა და რელიგიურ ტაძრებს. ისინი მდებარეობდნენ დიდი დასახლებებიდან შორს. ეგვიპტელები მათ ათწლეულების განმავლობაში აშენებდნენ. ხეოფსის პირამიდა აშენდა გიზას მიდამოებში დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2600 წელს. ის ყველაზე დიდია ცნობილ პირამიდათა შორის.

7
519
8-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
519
  
2020, 20 სექტემბერი, 17:58
სტატიაში მითითებულია, რომ ფაქტი ღვინის შესახებ შეიძლება საკამათო იყოს. მაგრამ არსებობს სხვადასხვა თეორიები და მოსაზრებები, რომელთაც ასევე აქვთ არსებობის უფლება.
2020, 20 სექტემბერი, 17:48
მთელ მსოფლიოშია ცნობილი,რომ ღვინო ქართველებისაა!!!!!!
2020, 18 სექტემბერი, 23:53
გეთანხმებით. ღვინის დამზადების სფეროში შეიძლება იყოს რაღაც შეუსაბამობა. ჩვენ, ქართველებს დიდი ისტორია გვაქვს. მაგრამ უდაო, რომ ეგვიპტე დიდი ცივილიზაციის აკვანია. სტატიაში წარმოდგენლია ფაქტები, რომლებიც უშუალოდ ეხება ძველ ეგვიპტეს, თუ თქვენ გაქვთ პრეტენზია, გამოთქვით.
2020, 18 სექტემბერი, 22:23
არ ჩავუღრმავდები - განიხილეთ კოლხეთის გავლენა ეგვიპტეზე. ამით ზოგიერთი აქ მოყვანილი ფაქტი გადასახედი გახდება. როცა ასეთი მცირე მოცულობის ინფორმაციას ავრცელებთ უზარმაზარ საკითხებზე, ისტორიული სიზუსტე აუცილებელია
2020, 18 სექტემბერი, 22:21
მართლა ძალიან საინტერესო სტატიები გაქვთ და ვკითხულობ ბოლომდე, სულ რამდენიმე ავტორია ვისი სტატიებიც მუდამ ინფორმაციული, სასარგებლო და შემეცნებითია, ერთერთი თქვენ ხართ არჩილ!!!
2020, 18 სექტემბერი, 21:03
გმადლობ. ძალიან მიხარია, რომ ჩემი სტატიები მოგწონთ.
2020, 18 სექტემბერი, 21:01
ხელში ჩამივარდა ძველი ჟურნალი რადიომოყვარულებისათვის, სადაც დაწვრილებით იყო ახსნილი როგორ გაგვეკეთებინა სქელი საკანცელარიო ქაღალდისაგან პირამიდა, როგორ გაგვეკეთებინა პიკის ცენტრის ზუსტად გაკეთება, აღნიშნული "პირამიდის" შიგნით იდებოდა ცენტრში ასევე სქელი ქაღალდისგან გაკეთენული კვადრატი, რომელზეც იდებოდა "ბრიტვა", 12 საათი იყო საკმარისი დაბლაგვებული საპარსი საშუალება იდეალურად ალესილიყო მაგნიტური ველის წყალობით.
ასე, რომ პირამიდები უზარმაზარი თემაა, სტატიას კი ბევრი მოწონება.
0 1 7