x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გოგონამ ტვერკი იცეკვა გარდაცვლილის კუბოზე (ვიდეო)
image

ვიდეო, რომელშიც ქალი კუბოს სახურავზე ცეკვავს, გახდა ვირუსული - მას 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.



24 წამიან ვიდეოში ჩანს, რომ ქალი ცეკვავს ხის კუბოზე, რომელიც ორი მოტოციკლზეა გადებული.


ვიდეოში შავ ზედა ტოპში და ჯინსებში გამოწყობილი ქალი ცეცხლოვან ცეკვას ასრულებს კუბოს სახურავზე, სიმღერა "Ella Quiere Hmm..Haa..Hmm" ფონზე.დაკრძალვაზე მყოფილი ადამიანები მხიარულად ამხნევებენ მას. გარდა ამისა, ტვერკის ცეკვის დროს გოგონა იხრება და კოცნის შუშას, სადაც მის მიღმა მისი საყვარელი ასვენია.



ეკვადორული გაზეთის El Universo- ს ინფორმაციით, ასეთი უჩვეულო დაკრძალვა მოხდა ქალაქ მანტაში, (ეკვადორი), 35 წლის ვაჭრის, მარლონ მერო ქუიჯიჯის(Marlon Mero Quijije) დაკრძალვის დროს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ცნობილ კრიმინალურ უბანში.რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა, "Siete puñaladas" უწოდებს("შვიდჯერ დანით დაჭრილი")და რომელიც მდებარეობს სან ხოსეს მახლობლად.


ვიდეო, რომელმაც 93 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა, "ტვიტერის" მომხმარებელმა გამოაქვეყნა შემდეგი სათაურით: ”თუ შენი გოგონა არ გააკეთებს ამას შენს დაკრძალვაზე, ნამდვილად არის შენი შეყვარებული”.

ინტერნეტის მომხმარებლების აზრი ამ უცნაურ ვიდეოზე რამდენიმე ნაწილად გაიყო, უმეტესობამ დაგმო დაკრძალვაზე ქალის ასეთი უპატივცემულო საქციელი, ზოგმა პირიქით, მხარიც დაუჭირა. ზოგი ვარაუდობს, რომ კუბოზე ცეკვა, შესაძლოა თავად გარდაცვლილის სურვილი ან ანდერძი იყო.თქვენ Რას ფიქრობთ?



1
735
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
735
  
2020, 1 ოქტომბერი, 11:55
ალბათ სიცოცხლეში ვერ მოასწრო ტ,,,,
0 1 1