x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რეზუს უარყოფითი სისხლი უცხოპლანეტური წარმოშობის ნიშანია?
image


რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე ადამიანებს აქვთ უამრავი უცნაური თვისება და განსხვავება, ეს განცხადება გააკეთა ამერიკელმა მკვლევარმა ბრედ სტაიგერმა.



მეცნიერი ირწმუნება, რომ ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ განსაკუთრებული გენეტიკური ხაზის ჰომო საპიენსები ან უცხოპლანეტელების შთამომავლები.



გენეტიკური კანონების თანახმად, ადამიანები მემკვიდრეობით იღებენ იმ თვისებების უმეტესობას, რაც მათ წინაპრებს ჰქონდათ, მუტაციების გარდა. თუ კაცსა და მაიმუნს ერთი და იგივე წინაპარი ჰყავთ, მაშინ თეორიულად მათი სისხლი უნდა იყოს თავსებადი.




პარადოქსია ის, რომ აბსოლუტურად ყველა პრიმატს აქვს დადებითი რეზუს-ფაქტორი.



ამ კვლევაში ვარაუდობენ, რომ ასეთი ხალხი წარმოშობილია სხვა წინაპრებისგან. საინტერესოა, რომ რეზუს უარყოფითი სისხლის მატარებლების ყველაზე მაღალი პროცენტი (30%) გვხვდება ესპანელ ბასკებს შორის, რომელთა წარმოშობა ჯერ კიდევ უცნობია.


კვლევამ დაადასტურა, რომ ექსტრასენსების, მკურნალების, მედიუმებისა და უჩვეულო შესაძლებლობების მქონე ადამიანების უმეტესობას უარყოფითი რეზუსის სისხლი აქვთ.



არსებობს 4 სისხლის ჯგუფი, რომლებიც განსხვავდება შემადგენლობით, უფრო სწორად, უჯრედებში ცილების არსებობით. ცილები სხეულს სჭირდება ბაქტერიებთან საბრძოლველად. რეზუს დადებითი სისხლის ადამიანებს აქვთ ეს ცილები. რატომ არ აქვს ეს ზოგიერთს, ეს უცნობია.



მეცნიერთა აზრით, რეზუს უარყოფითი სისხლის ადამიანები 35 000 წლის წინ გამოჩნდნენ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორია ამბობს, რომ ისინი წარმოიშვნენ არამიწიერი არსებებისგან, უცხოპლანეტელებისგან.



ასეთი ადამიანებს ახასიათებთ შემდეგი თვისებები:



- მათი ინტელექტის დონე უფრო მაღალია, ვიდრე, პლანეტის საშუალო მოსახლეობის;



- როგორც წესი, მათი სხეულის ტემპერატურა უფრო დაბალია, ვიდრე სხვებისა;
ეს ხალხი ბევრად უფრო მდგრადია სტრესისა და სხვა ემოციური შეშფოთების მიმართ;



- ყველაზე ხშირად მათ აქვთ ლურჯი, მწვანე ან ღია ყავისფერი თვალები;



- თუ ორსულ ქალს რეზუს უარყოფითი სისხლი აქვს, მისი სხეულის იმუნური სისტემა თავს ესხმება ნაყოფს, აღიქვამს მას, როგორც უცხო სხეულს. არავინ იცის რატომ ხდება ეს, მაგრამ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა ამგვარი ადამიანების არაამქვეყნიური წარმოშობის თეორიისა.



სხვათა შორის, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი დიდი რაოდენობით უძველესი ხელოვნების ნიმუშები და ჩანაწერები ადასტურებენ, რომ ჩვენს პლანეტას უძველეს დროში უცნაური არსებები ეწვივნენ.

2
2426
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
2426
  
2020, 24 სექტემბერი, 1:35
სტუმარ-მასპინძლობა ქართული კულტურაა და ჩვენს პლანეტას უცხო პლანეტელები თუ ესტუმრნენ, ეს არ ნიშნავს, რომ აქ ცხოვრება არ მიმდინარეობდა, თუნდაც მილიონი წლის წინ.
დედამიწას აშკარად ეტყობა, რომ შვილებს ასწავლის, ზრდის მაღალგანვითარებულებად და თუკი აღარ დაუჯერებენ გაზრდილნი და გაამპარტავნდებიან, მაშინ დედა სჯის საკუთარ ურჩ შვილებს და თავიდან აწყებინებს ყველაფერს, ქვის ხანიდან ქვის ხანამდე.
გამოთლილი ვეებერთელა ლოდები პირდაპირ გვაუწყებენ წარსულის სიდიადეს, ხოლო ჩამონგრეული ხელთუქმნელი ძეგლები - კაცთ უმეცრებას.
ნებისმიერ პლანეტაზე ერთი კანონი მოქმედებს, - "სიმართლე სინათლეა, უსამართლობა - ბნელი!"
მხოლოდ სამართლიანობას შეუძლია აღმასვლა და უკიდეგანო წინსვლა, კეთილგონიერება და კეთილი სურვილების აღსრულება.
კაცობრიობამ თავი უნდა მოიწესრიგოს და აღფრთოვანდეს.
ვარ საკვალავი! - საკვლევი სხეული ცისა. ასე უწოდეს ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა შთამაგონებლად.
ეს ზღაპარიც დედამიწას ეძღვნება. იხ: http://macne77.blogspot.com/2017/02/blog-post.html
2020, 23 სექტემბერი, 10:05
მაშ მე მოვფრენილვარ ?!
0 1 2