x
image
Lerato
Mediator image
რატომ უნდა მივიღოთ ვიტამინი B კომპლექსი – დეფიციტის სიმპტომები და სასარგებლო თვისებები

ვიტამინ B კომპლექსის ადეკვატური მარაგი ორგანიზმში ძალიან მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის.


რა არის ვიტამინი B კომპლექსი?


ვიტამინი B კომპლექსი აზოტოვანი ნივთიერებების ერთობლიობაა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის. ვიტამინ B კომპლექსს ხშირად იღებენ როგორც დანამატს, განსაკუთრებით ვეგეტარიანელები და ვეგანები. თუ მას რეკომენდაციის გათვალისწინებით მივიღებთ, მაშინ ის სრულიად უსაფრთხო იქნება და დიდ სარგებელს მოუტანს ჯანმრთელობას. ვიტამინი B კომპლექსი წყალში ხსნადი ვიტამინთა ჯგუფია და ნებისმიერი ნაერთი, რომელიც თქვენს ორგანიზმს არ სჭირდება ბუნებრივი გზით გამოიდევნება.


image


B ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები:


  • თავბრუსხვევა
  • წონასწორობისა და კოორდინაციის ნაკლებობა
  • დაღლილობა
  • სისუსტე
  • ქშინვა
  • გლუვი და წიტელი ფერის ენა
  • ჩხვლეტის შეგრძნებები და დაბუჟება კიდურებში
  • ფერმკრთალი კანი
  • მგრძნობელობა სინათლის მიმართ ან ბუნდოვანი მხედველობა
  • დაბნეულობა და გაღიზიანება
  • ხასიათის ცვლილება
  • მეხსიერების დაკარგვა

ექიმები გვირჩევენ ვიტამინ B რეგულარულ მიღებას ოპტიმალური ენერგიის დონის შესანარჩუნებლად.


სასარგებლო თვისებები


ვიტამინი B კომპლექსი მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. ერთად, ყველა ამ ნაერთს, ბევრი სარგებელი მოაქვს, მათ შორისაა:


  • ჯანმრთელი ზრდა
  • ქოლესტერინის რეგულირება
  • წონაში კლება


ვიტამინი B კომპლექსი – სახეობა და საკვები


ვიტამინი B კომპლექსი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა: თიამინი, რიბოფლავინი, ნიაცინი, პანტოთენიური მჟავა, პირიდოქსინი, ბიოტინი, ფოლატი და კობალამინი. მოდი უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი.


image


  • B1 (თიამინი): აღნიშნული ნაერთი ნახშირწყლებსა და ცხიმებს სასარგებლო ენერგიად გარდაქმნის, აქვს ნევროლოგიური სარგებელი, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. მას შეიცავს: მარცვლეული, მწვანე ბოსტნეული, როგორიცაა კომბოსტო (კალე), კაკალი, რძე და კვერცხი.

  • B2 (რიბოფლავინი): მსგავსად B1, აღნიშნული მკვებავი ნივთიერება საჭიროა მეტაბოლიზმისთვის (ნივთიერებათა ცვლა), ამასთან, მნიშვნელოვანია მხედველობის ფუნქციისთვის და კანის ჯანმრთელობისთვის. ის შედის იგივე პროდუქტებში, როგორც ვიტამინი B1: მარცვლეული, რძის პროდუქტები, კაკალი, კვერცხი.

  • B3 (ნიაცინი): B3 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაერთია, რომელიც ახდენს ცილებისა და ცხიმების სინთეზს და წარმოადგენს საწვავს უჯრედებისთვის. ამასთან, ის ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას. მას აღმოაჩენთ წითელ ხორცში, ქათამში, მარცვლეულში, თევზსა და მიწისთხილში.

  • B5 (კალციუმის პანტოტენანტი): B5 ვიტამინი ასევე მნიშვნელოვანია ენერგიის და ჰორმონების გამომუშავებისთვის, რომელიც ორგანიზმში ბალანსს ინარჩუნებს. მას შეიცავს მარწყვი, გრეიფრუტი, მზესუმზირა, ხორცი, იოგურტი და კვერცხი.

  • B6 (პიროდოქსინი): B6 ვიტამინი ანადგურებს ორგანიზმში დაგროვილ გლუკოზას, მონაწილეობას იღებს ჰემოგლობინის სინთეზში და ანტი სხეულების წარმოქმნაში. ის გვხვდება მუხუდოში, თინუსში, მარცვლეულში, საქონლის ხორცში, ქათამში, საზამთროში, ორაგულსა და ისპანახში.

  • B7 (ბიოტინი): B7 ვიტამინი მონაწილეობს ცხიმების, ცილების და ნხშირწყლების მეტაბოლიზმში. ბიოტინი არის კარგი დამხმარე კანის ჯანმრთელობისა და ელასტიურობის შენარჩუნებაში. ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავების გამომუშავებას, რომელიც უჯრედების ჯანმრთელობას ინარჩუნებს.

  • B9 (ფოლიუმის მჟავა): B9 ვიტამინი ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ზრდას და ასევე ორგანიზმში სეროტონინის გამომუშავებას, რომელიც, თავის მხრივ, ჩვენი პოზიტიური განწყობის განმსაზღვრელია. ჩვეულებრივ მას ფეხმძიმე ქალები იღებენ დაბადების დეფექტების რისკის შესამცირებლად. ის გვხვდება ბურღულეულში, მარცვლეულში, ციტრუსებში, მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში, ხორცში, თევზსა და ჭარხალში.

  • B12 (კობალამინი): ვიტამინი B12 ეხმარება სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას და დნმ-ის სითეზს და ნერვული სისტემის სწორედ ფუნქციონირებას. ამასთან, ის ხელს უშლის ანემიის განვითარებას. B12 ძირითადი წყარო ცხოველური წარმოშობის პროდუქტები წარმოადგენს – ხორცი, თევზი, კვერცხი.

დოზირება


მნიშვნელოვანია ვიტამინ B კომპლექსის მიღება ბრენდის მიერ რეკომენდირებული რაოდენობით. გაცილებით უკეთესი იქნება, თუ ექიმს მიმართავთ რჩევით. ზოგიერთი პროდუქტი შესაძლოა სხვადასხვა B ვიტამინს განსხვავებული კონცენტრაციით შეიცავდეს, ამიტომ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა გაქვთ, გირჩევთ სპეციალისტს მიმართოთ.


უკუჩვენებები


ვიტამინ B კომპლექსის მოხმარების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია კუჭის სპაზმები და დიარეა. რაც შეეხება სხვა უკუჩვენებებს, ეს არის:


  • ნერვის დაზიანება
  • ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში
  • წითელი კანი

B ვიტამინის რეკომენდირებული დოზის გადაჭარბებულ მიღებას ხანგრძლივი დროის მანძილზე შეუძლია გამოიწვიოს შემდეგი სახის პრობლემები:


  • შაქრის მაღალი შემცველობა სისხლში
  • ბუნდოვანი მხედველობა
  • კანის პრობლემები
  • გულის დაავადებები
  • ღვიძლის დაავადებები

რეკომენდირებულია B ვიტამინის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია, თუ ზემოთ აღნისნული სიმპტომები გამოვლინდება. დაუკავშირდით რჩევისთვის პროფესიონალ მედიკოსს, თუ მიღებამდე უკვე გაქვთ ეს სიმპტომები და დანიშნული გაქვთ ისეთ მედიკამენტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს B ვიტამინის კომპლექსზე.


ასევე დაგაინტერესებთ:



ვიტამინი В8 (ინოზიტოლი) – უძილობის, თმის ცვენის და სიგამხდრის დროს


მინერალები, რომელიც აძლიერებს ჩვენს ჯანმრთელობას და იმუნიტეტს. რომელი საკვები უნდა მივიღოთ ამისთვის?


რომელი პროდუქტები შეიცავს ახალგაზრდობის ჰორმონს?


თუ ამ 9 ელემენტიდან რომელიმეს ნაკლებობას განიცდით, შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ


12 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავლიოთ ლუდი ნორმის ფარგლებში


მოცვი – კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს


თუ ამ 9 ელემენტიდან რომელიმეს ნაკლებობას განიცდით, შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ


1
179
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
179
  
24 სექტემბერი, 13:46
როგორც ყოველთვის საინტერესო და სასარგებლოც.
მცირე დამატება, შემოდგომაა და ვირუსების რაოდენობა იმატებს, ამიტომ მიიღეთ D ვიტამინიც, ორგანიზმი უფრო ეფექტურად გაუმკლავდება ვირუსებს.
0 1 1