x
image
დავითი ჩუთლაშვილი
10 სამწუხარო ფაქტი შიმშილის და კლიმატის ცვლილების შესახებ
კლიმატის ცვლილება პლანეტას არამარტო გადახურებით ემუქრება, არამედ შიმშილითაც. წყალდიდობები, ქარიშხლები და გვალვები - ეს ის ბუნებრივი კატასტროფებია, რაც ადამიანებს არსებობის უკანასკნელ სახსარს ართმევს. ქვემოთ აღწერილი 10 ფაქტი სწორედ იმას გვიჩვენებს, თუ როგორ უარყოფითად ზემოქმედებს გლობალური დათბობა პლანეტის ეკონომიკაზე.


1. იმ ადამიანების 80 %, რომელიც შიმშილობს, ცხოვრობს ქვეყნებში, რომლებსაც ყველაზე ხშირად ემუქრება ბუნებრივი კატასტროფები.


2. ექსპერტები ფიქრობენ, რომ კლიმატის ცვლილების გამო მოშიმშილეთა რაოდენობა 2050 წლისთვის დედამიწაზე 20 %-ით გაიზრდება.


3. თუ გლობალური დათბობის შეჩერება ვერ მოხერხდა, 2050 წლამდე კიდევ 24 მილიონი ბავშვი გახდება შიმშილის მსხვერპლი.



4. მხოლოდ 1995-2005 წლებში ბუნებრივ კატასტროფათა რაოდენობა გაორმაგდა და წელიწადში 335 შეადგინა.


5. ექსპერტების აზრით, 2025 წლამდე ამჟამად გამოყენებული სათესი ფართობების 2/3 გამოუსადეგარი გახდება.


6. 2030 წლისთვის დღევანდელზე 5-30 %-ით ნაკლები მოსავალი მოვა, რაც საკვებზე ფასების ზრდას გამოიწვევს.


7. 2050 წლამდე მსოფლიოში 100 მილიონი ადამიანი გაღარიბდება.


8. “ოქსფამის” კვლევით სურსათზე ფასები 2030 წლამდე 50-90 %-ით მოიმატებს.


9. ყოველწლიურად ბუნებრივი კატასტროფების შედეგად 90 ათასი ადამიანი კვდება, ხოლო წყალდიდობები, ქარიშხალი და სხვა კატაკლიზმები 160 მილიონი ადამიანის ცხოვრებაზე ზემოქმედებს.


10. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ გაწეული ღონისძიებების ნახევარზე მეტი კლიმატის ცვლილებით იყო განპირობებული. 23 მილიარდი დოლარი - ასეთია ის ხარჯები, რაც პროგრამამ ამ დროის მანძილზე გაიღო.

კლიმატი
1
387
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
387
  
2020, 19 სექტემბერი, 2:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1