x
მეტი
  • 24.10.2020
  • სტატია:104323
  • ვიდეო:348106
  • სურათი:468923
სკანდალები, რომლებიც ტელეფონის გამოგონებას უკავშირდება
image

ცოტამ თუ იცის, რომ ტელეფონის გამოგონება მრავალ სკანდალთანაა დაკავშირებული. ისტორიულად, „მოლაპარაკე ტელეგრაფის“ მოწყობილობაზე გაცემული პირველი პატენტის მფლობელი 1876 წელს, ამერიკელი ალექსანდრე ბელი გახდა. მაგრამ, იყო თუ არა ის პირველი ადამიანი, რომელსაც შორ მანძილზე ხმის გადაცემის იდეა ეწვია?



image

imageალექსანდერ გრეიამ ბელი — ტელეფონის ერთ-ერთი გამომგონებელი. წარმოშობით შოტლანდიელი. დაამთავრა ედინბურგის და ლონდონის უნივერსიტეტები. ბაბუამისის ხელმძღვანელობით სწავლობდა რიტორიკას. 16 წლის ასაკში ვესტონ-ჰაუსის აკადემიაში გახდა რიტორიკისა და მუსიკის მასწავლებელი. Wikipedia

გარდაიცვალა: 2 აგვისტო, 1922, Beinn Bhreagh


1860 წელს, ბელამდე 16 წლით ადრე, ნიუ-იორკის გაზეთში ინჟინერმა ანტონიო მეუჩიმ ელექტრონული სიგნალის დახმარებით სადენებში ხმის გადაცემის პრინციპი აღწერა. მას თავისი გამოგონების დაპატენტებაც სურდა, მაგრამ ვერ შეძლო ფინანსური პრობლემების გამო.



image

(1808 - 1889)



1861 წელს გერმანელმა ფიზიკოსმა იოჰან ფილიპ რეისმა მოახდინა დემონსტრირება მოწყობილობისა, რომლითაც დიდი დამახინჯებით, მაგრამ მაინც შეძლო სადენებით გადაეცა ხმა და მუსიკა. სწორედ მან მისცა თავის გამოგონებას სახელწოდება „ტელეფონი“.




image




საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბელთან ერთად (ზუსტად იმავე დღეს) პატენტზე განაცხადი შეიტანა ინჟინერმა ელიშა გრეიმ. მაგრამ, გაურკვეველი მიზეზების გამო, გრეიმ განაცხადი გააუქმა.



image

დაბადების თარიღი: 2 აგვისტო, 1835
გარდაიცვალა: 21 იანვარი, 1901



იმ დროს შეტყობინებების გადასაცემად ფართოდ გამოიყენებოდა სატელეგრაფო ხაზები და მთელს მსოფლიოში უმრავი იყო გაყვანილი. მაგრამ, ტელეგრაფით მხოლოდ ტექსტური შეტყობინების გადაცემა იყო შესაძლებელი, ხოლო ბელის მიერ შემოთავაზებულ ტექნოლოგიას არ შეეძლო გამოეყენებია კომუნიკაციის არსებული ხაზები.




აშკარა უპირატესობის მიუხედავად, სატელეფონო კავშირი ძალიან ნელი ტემპით ვრცელდებოდა იმდენად, რამდენადაც მოითხოვდა ახალი ხაზების დამონტაჟებას, ეს კი ძვირი და ხანგრძლივი საქმე იყო. მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ, რუსმა სამხედრო მოკავშირემ, გრიგორი იგნატიევმა გამოიგონა სიგნალის გადაცემის მეთოდი უკვე არსებულ სატელეგრაფო ხაზებით და სატელეფონო კავშირი შესაძლებელი გახდა პლანეტის ყველა მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტს შორის.


image

1846-1898




2002 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ტელეფონის გამოგონებლად ანტონიო მეუჩი აღიარა, მაგრამ ალექსანდრე ბელი რჩება პირველ ადამიანად, რომელმაც შეიმუშავა არა მხოლოდ თეორიული მოდელი, არამედ შექმნა მოქმედი მოწყობილობა.




იხილეთ ასევე:


პროგრესი ერთ ადგილზე არ ჩერდება. თვალის დახამხამება ვერ ვასწარით და გარშემორტყმული აღმოვჩნდით ყველანაირი ტექნიკით, დაწყებული სმარტფონებით და დამთავრებული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით. რა თქმა უნდა ეს ურთიერთობა ყოველთვის არა ნორმალური და მოულოდნელ შედეგებამდეც მივყავართ. იმიტომ, რომ



ფიჭური კავშირი საკმაოდ მჭიდროდ შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მობილური ტელეფონის კვების წყაროს წარმოადგენს დასატენი ელემენტი. ჩვეულებრივ, მისი მუხტი მაქსიმუმ ორი-სამი დღე ჰყოფნის ტელეფონს ნორმალური მუშაობისთვის, რის შემდეგაც ბატარეის დატენვა დამტენი მოწყობილობიდან ხდება. დატენვის დასრულების შემდეგ


ხშირად, თქვენი ყველაზე მარტივი ქცევის მანერაც კი გადმოგვცემს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი ადამიანი ხართ, როგორ უმკლავდებით პრობლემებს ან როგორ აგვარებთ ურთიერთობებს. არ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენს პატარა ჩვევებს, რომლებსაც ბევრი რამის ახსნა შეუძლიათ ჩვენი ტვინის მუშაობაზე და საკუთარ პიროვნებაზე. მაგალითად, როგორ გიკავიათ...


საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 400 გვერდიანი ანგარიში მოამზადა ადამიანის თვალებზე და ორგანიზმზე დიოდური ნათურების მოქმედების საშიშროებაზე. ისინი მოუწოდებენ თანამდებობის პირებს გადახედონ მაქსიმალურ ზღვარს იმ დიოდური ნათურების ზემოქმედებისა, რომლებიც ასხივებენ მეტ ცისფერ სინათლეს, ვიდრე განა...


არაჩვეულებრივი ექსპერიმენტი. სამი სუპერმანქანა: ბოლიდი ფორმულა 1, კერძო რეაქტიული თვითმფრინავი და გამანადგურებელი შეეჯიბრა ერთმანეთს ტექნიკის ფესტივალზე სტამბულში. ხუთი მძღოლი მიქროდა ერთმანეთის გვერდიგვერდ 400 მეტრიან ასაფრენ ზოლზე, წერს пишет Daily Mail. ...


0
192
6-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0