x
image
Yoona
Mediator image
მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალები აირჩიეს და აი, გამარჯვებულები
გასართობმა პორტალმა Starmometer გადაწყვიტა გაეგო, ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალი 2020 წელს და ამისთვის მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში 13 მლნ–ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამ ხალხმა თავის ფავორიტებს ხმა მისცეს. საბოლოოდ მიღებულმა სიამ ბევრი გააოცა.


ვაღიარებთ, ვერ გამოვიცანით, ვინ იქნებოდა 1–ელ ადგილზე.

image

20. ემა უოტსონი


ემა ბრიტანელი მსახიობია, რომელიც ჰარი პოტერის ფილმებში ჰერმიონის როლის შესრულებით პოპულარული გახდა. ის შეგიძლიათ ნახოთ ისეთ ლენტებში, როგორიცაა „ნოე“, „მზეთუნახავი და ურჩხული“, „პატარა ქალები“.


19. ნადინ ლიუსტრი

ფილიპინელი ნადინ ლიუსტრი ცნობილია „მახინჯის დღიურების“ და სერიალ „ბაგეტის“ რემეიკით ეკრანიზაციებით.

image

18. მიუი მინა

23 წლის მიუი მინა გოგონათა ჯგუფის Twice სოლისტია. ჯგუფი აზიის ქვეყნებში ძალიან პოპულარულია.


17. სელენა გომესი

სელენა ამერიკელი მსახიობი და მომღერალია, რომლის პროფილს სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე 190 მლნ–ზე მეტი ადამიანი თვალს ადევნებს.

image

16. გალ გადოტი

გალ გადოტი ებრაელი მსახიობი და მოდელია. ცნობილია სუპერგმირული ფილმიდან „ქალი–საოცრება“. ასევე ამ ლამაზმანის ნახვა შეგიძლიათ ისეთ ფილმებში, როგორიცაა „სამართლიანობის ლიგა“, „ჯაშუში მეზობლად“ და „ფორსაჟი“.


15. მარგო რობი

ავსტრალიელი მსახიობი მარგო რობი შეგიძლიათ იხილოთ ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ტონია ყველას წინააღმდეგ“, „თვითმკვლელთა რაზმი“, „უოლ–სტრიტის მგელი“ და ბევრი სხვა.

image

14. საბინა იდალგო

საბინა მექსიკელი მომღერალი და მოცეკვავეა. ეს გოგონა ცნობილია, როგორც პოპ ჯგუფის Now United მონაწილე.


13. პრიანკა ჩოპრა

2000 წელს პრიანკა ჩოპრამ გაიმარჯვა კონკურსში „მის სამყარო“, შემდეგ მოდელის კარიერა გააგრძელა, ასევე საკუთარი თავი კინოსა და მუსიკაშიც გამოსცადა.

image

12. პრიანკა მაზუმდარი

23 წლის პრიანკა მაზუმდარი ჯგუფ Z-Girls-ის წევრია. მას უწოდებენ პირველ ინდოელ გოგონას, რომელმაც კორეულ პოპ–ვარსკვლავად გახდომა შეძლო.


11. სანა მინატოზაკი

ჯგუფ Twice-ს კიდევ ერთი მოცეკვავე და მომღერალი 2020 წლის ყველაზე ლამაზი ქალების სიაში. კორეაში სანა ლამაზი იმიჯის და ტკბილი ხმის გამო უყვართ.

image

10. სინა დეინერტი

სინა ცნობილია როგორც მოდელი, ასევე როგორც TikTok-ის ვარსკვლავი.


9. ლიზა სობერანო

ლიზა მომღერალი და მსახიობია ფილიპინებიდან. მას ერთ–ერთ ყველაზე ლამაზ ქალად მიიჩნევენ მის ქვეყანაში.


გაგრძელება ნახეთ ვიდეოში:


ასევე დაგაინტერესებთ:

ნახეთ, ვინ იყო ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი მსახიობი, როცა თქვენ დაიბადეთ

image

რამდენიმე ფაქტი ნიკოლ პელტცის შესახებ – გოგონა, რომელმაც ბექჰემების შვილის გული მოიგო

image

სახეზე მშვენიერი, მაგრამ საშინელი ხასიათით: ჰოლივუდის ცნობილი ჭირვეულები

image

საჭირო დროს საჭირო ადგილას: როგორ გახდნენ ცნობილები შარლიზ ტერონი, ჯონი დეპი და სხვა ვარსკვლავები

image

ისე, როგორც უბრალო მოკვდავები: საინტერესო ფაქტები ცნობილების შესახებ, რაც შეიძლება არ იცოდეთ

image

0
4570
4-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
4570