x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105201
  • ვიდეო:348771
  • სურათი:470564
ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ეროტიკული შოუების პირველი მოცეკვავეები

image


მსოფლიოში პირველი სტრიპტიზი 1893 წლის 9 თებერვალს კაბარე "მულენ რუჟის" სცენაზე, პარიზელი სტუდენტების მიერ მოწყობილ წვეულებაზე შესრულდა, როდესაც იმპროვიზირებული სილამაზის კონკურსის დროს მოდელი სასცენო ფსევდონიმით მონა მოულოდნელად გაშიშვლდა და კაბარეს სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო, რისთვისაც გოგონა დააპატიმრეს და 100 ფრანკითაც დააჯარიმეს. მის ცეცხლოვან გამოსვლას არნახული წარმატება ხვდა, ხოლო ზამთრის ის სუსხიანი დღე ოფიციალურად სტრიპტიზის დაბადების დღედ მოინათლა. მონას მსუბუქი ხელით ჯენტლმენები როგორც იქნა თეატრალურ ეროტიკულ შოუს ეზიარნენ, რომლის წყალობითაც მისი პოპულარობა წლიდან წლამდე მთელ მსოფლიოში კალეიდოსკოპური სიჩქარით სულ უფრო იზრდება. იმავე 1893 წელს სტრიპტიზი უკვე ჩიკაგოშიც გაჩნდა, სადაც ამჯერად, კაბარეს პროფესიონალი მოცეკვავე სრულიად გაშიშვლდა.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




















0
1166
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1166