x
მეტი
  • 23.10.2020
  • სტატია:104291
  • ვიდეო:348094
  • სურათი:468883
საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ლეგენდარული მომღერლის შესახებ
image


კითხვაზე «ყველა დროის ჯგუფებიდან, რომელია საუკეთესო», ალბათ, უმრავლესობა «ბითლზს» დაასახელებს... მართალია, ამ ჯგუფმა უამრავი კლასიკური ჰიტი შექმნა! მაგრამ... The Beatles არ ჰქონია ისეთი დრაივი და არ ჰყოლია ისეთი სოლისტი, როგორიც Queen-ს ჰყავდა. და დღესაც, ათობით წლის შემდეგ, ფრედი მერკური ისევ კერპად, XX საუკუნის სცენის ნამდვილ ლეგენდად რჩება...


imageჯგუფი Queen


აქ ლეგენდარული მომღერალზე 10 ფაქტს გთავაზობთ, რომლის შესახებ, შესაძლებელია, არც კი გსმენიათ!



1. ფრედმა თავისი გზა კლიფ რიჩარდის და ლიტლ რიჩარდის სიმღერით დაიწყო



როდესაც ფრედი (ნამდვილი სახდლი ფაროჰ ბულსარი) 8 წლის გახდა, ის სასწავლებლად პანჩგანის (ინდოეთი) ბრიტანულ სკოლაში გაგზავნეს. 12 წლის ასაკში, მან სკოლაში საკუთარი მუსიკალური ჯგუფი შექმნა და მას The Hectics დაარქვა. თავისი სიმღერები ბავშვებს არ ჰქონდათ და ამიტომ, ისინი ცნობილ ჰიტებს ასრულებდნე, ისეთებს, როგორიც კლიფ და ლიტლ რიჩარდების სიმღერები იყო.



2. ფრედი ერთადერთი იყო ჯგუფიდან, ვისაც სახელი «დედოფალი» მოსწონდა


როდესაც მერკური ბრაიან მეის და როჯერ ტეილორის ჯგუფს შეუერთდა, მას «Smile» (ღიმილი) ერქვა და ფრედმა მისთვის სახელის გადარქმევა გადაწყვიტა. მან ჩამწერი სტუდიების და თავად ჯგუფის წევრების უკმაყოფილების და წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯგუფს Queen-ი დაარქვა. «Queen» — ძალიან ძლიერი, უნივერსალური და გამორჩეული სახელია...» — ამბობდა ის.



3. მიკროფონის დამჭერით, მომღერლის «საფირმო» დგომა, სრულიად შემთხვევით შეიქმნა

ეს საკულტო დგომა, მართლაც რომ შემთხვევით შეიქმნა! და მისი წინაისტორია ასეთი იყო: Queen-ის ერთ-ერთი წინა გამოსვლის დროს, მერკურის მიკროფონის დამჭერი გატყდა! და იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ ახალი მოეძებნათ, მომღერალს ის, უბრალოდ, ხელით ეჭირა და ასე აგრძელებდა გამოსვლას.


image«საფირმო» დგომა მიკროფონის დამჭერით


4. ფრედი იყო ექატრავერტი სცენაზე და ინტროვერტი ცხოვრებაში...


ვინც ფრედს პირადად იცნობდა, მას ძალიან მორცხვ ადამიანად ახასიათებს. მაგრამ, მაყურებელთან გამოსვლის წინ, ის სრულიად ტრანფორმირდებოდა! ერთ-ერთ ინტვერვიუში მან თავადვე აღნიშნა: «როდესაც სცენაზე გამოვდივარ — ექსტრავერტი ვარ, მაგრამ ცსოვრებაში — სრულიად სხვა ადამიანი ვარ...».



5. Queen-ის ცნობილი გერბი ფრედი მერკურმა თავად შექმნა

ჯგუფის გერბი ისე გამოიყურება, თითქოს პროფესიონალი მხატვრის მიერ არის შექმნილი, მაგრამ რეალურად, მისი ავტორი თავად ფრედი მერკური არის... თუმცა, ეს გასაკვირი არც არის, რადგან ფრედი გრაფიკას და დიზაინს ილინგის სამხატვრო კოლეჯში სწავლობდა და დიპლომიც კი აიღო!


image Queen-ის გერბი


არანაკლებ საინტერესო ის ფაქტიც არის, რომ ფრედმა გერბი, Queen-ის წევრების ზოდიაქოს ნიშნების გამოყენებით შექმნა (მასზე 2 ლომი, კირჩხიბი და ორი ქალწულია).



6. საწინააღმდეგოს მტკიცების მიუხედავად, ფრედს ოთხოქტავიანი დიაპაზონის ხმა არა ჰქონიდა

2016 წელს მკვლევართა ჯგუფმა Queen - ის სიმღერების შესწავლის საფუძველზე, დაადასტურა რომ მერკურის ვოკალური დიაპაზონი F2-დან — G5-მდე იცვლებოდა, რაც 3 ოქტავაზე ცოტა მეტს შეესაბამება.



7. ფრედს «Santa Claus: The Movie» საუნდტრეკი უნდა შეესრულებინა

«Santa Claus: The Movie» — მაყურებლების უსაყვარლესი საშობაო ფილმია! და სავარაუდოდ, ბევრად უფრო პოპულარული იქნებოდა, მისი საუნდტრეკი ფრედს რომ შეესრულებინა!




სიმღერა «It's Christmas (All Over The World)» სპეციალურად მისთვის იყო დაწერილი! მაგრამ, როგორც ჩანს, თავადვე თქვა მასზე უარი, რადგან Queen-ს უკვე ჰქონდა აღებული Highlander-ის («მთიელი», 1986 წ) საუნდტრეკის შესრულების ვალდებულება.



8. ორი ლეგენდა

80-იანი წლების დასაწყისში, ფრედი მერკურმა მაიკლა ჯექსონი გაიცნო და მასთან ერთად, 1981-1983 წლებში, რამდენიმე სიმღერა ჩაწერა. მათ შორის: «State of Shoc», «Victory» და «There Must Be More to Life Than This»!




9. ბევრი თანამედროვე როკ-მომღერალი ფრედი მერკურს, როკის არსებობის ისტორიის მანძილზე, ყველაზე უდიდეს მომღერლად თვლის!


«ყველა როკ-ჯგუფმა უნდა შეისწავლოს Queen-ის გამოსვლა Live Aid-ზე! ის შთაგონებას გვაძლევს, რადგან ერთგვარი მაგიაა... ვთვლი, რომ ფრედი ყველა დროის, ყველაზე დიდი ფრონტმენია (ჯგუფის ვოკალისტი)» — განაცხადა Foo Fighters-ის ჯგუფის ვოკალისტმა და Nirvana-ს ექს-დრამერმა დეივ გროლმა.




10. ფრედმა თავისი სახლი მერი ოსტინს დაუტოვა და არა ჯიმ ჰატონს


მიუხედავად იმისა, რომ მერკური და ჰატონი ერთად მომღერლის სიცოცხლის უკანასნელი 6 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ, ლონდონის ფეშენებელური სახლი ფრედმა თავის პირბელ სიყვარულს — მერი ოსტინს დაუტოვა.

ფრედი და მერი ერთმანეთს, მისი კარიერის დასაწყისში შეხვდნენ, შეუყვარდათ და 7 წელი სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდნე. ხოლო, დაშორების შემდეგ, მეგობრებად დარჩნენ და ერთმანეთზე ყოველთვის ზრუნავდნენ. ფრედმა, საკუთარი სახლის მახლობლად, მერის ბინა უყოდა, რომ მასთან ახლოს ყოფილიყო. ხოლო, მერი მასზე მას შემდეგ ზრუნავდა, რაც მომღერალს შიდსის დიაგნოზი დაუდგინეს...


image


«ყველაფერი სხვაგვარად რომ ყოფილიყო, შენ ჩემი მეუღლე იქნებოდი და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სახლი შენი შენი იქნებოდა», — დაწერა მან თავის ანდერძში.


და კიდევ, მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვის დაუტოვა ფრედმა საკუთარი სახლი და ქონება, ან როგორი ვოკალური მონაცემები ჰქონდა მას... მერკური სამუდამოდ დარჩება ლეგენდად, — ადამიანად, რომელიც მუსიკოსების ახალ თაობებს შთააგონებს... რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე მუსიკას განვითარების პოტენციალი გააჩნია!

imageimageimage* თითო სიმღერით ნაშოვნი მილიონები – 12 ყველაზე რეიტინგული სიმღერა შოუბიზნესის ისტორიაში
* ყველაზე მდიდარი მუსიკოსები (Forbes-ის 2019 წლის მონაცემებით)
თანამედროვე შოუ-ბიზნესის 30 რეკორდი!

* მ. ჯექსონი: «მირჩევნია ვენები გადავიჭრა, ვიდრე ბავშვს მივაყენო ტკივილი». რატომ გადაუხადა მან მოსარჩელეს 18 მლნ. $

* ნაკლებად ცნობილი ფაქტები მაიკლ ჯექსონის ცხოვრებიდან

* სულის მელოდია! მოუსმინეთ და ისიამოვნეთ!

0
168
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0