x
image
მაკა ნიკვაშვილი
"ეჰჰ, უსუფ, ჭკვიანი კაცი მეგონე.. მწარედ შემშლია... ზოგი პროგრესირებს, ზოგი დეგრადირდება "- მანჩო გიორგობიანი

image

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერისა და პარლამენტის ყოფილთავმჯდომარის დავით უსუფაშვილის "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც უსუფაშვილმა დედაქალაქის მერზე კახა კალაძეზე განაცხადა, რომ კარგად ახსოვს, თუ როგორ სთხოვდა მას ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი კახა კალაძე საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაზე რაიმე სახელმძღვანელოს რათა ქვეყნიდან შორს მყოფს (კახა კალაძე მაშინ "ჯენოაში" თამაშობდა) შიდაპოლიტიკურ პროცესებთან უფრო მეტი წვდომა ჰქონოდა. უსუფაშვილის თქმით, მან საკუთარი თვალით ნახა თუ როგორ მოინდომა დედაქალაქის მერმა და როგორ ისწავლა ბევრი რამ მაგალითად ენერგეტიკაში, თუნდაც ის რომ გაზი და ნავთი სხვადასხვაა: "ეჰჰ, უსუფ, შენ და შენ თანამეცხედრესაც რომ კალაძისთვის მიგებაძათ უახლესი პოლიტიკური ისტორიის კითხვაში (დასკვნებშიც), ერთგულებაში და შრომისმოყვარეობაში, იქნებ თქვენც, მასავით ბევრად წინ წასულიყავით და არა უკან, იგივე ჭაობში, სადაც და საიდანაც გამოიჩეკეთ... ჭკვიანი კაცი მეგონე.. მწარედ შემშლია... სამწუხაროდ, ზოგი პროგრესირებს, ზოგი დეგრადირდება (ისეთებიც, ვისგანაც არ ველოდი) ... დავით უსუფაშვილი: "კალაძე ჯერ ფეხბურთს თამაშობდა როცა მთხოვა, რომ მისთვის წიგნები მერჩია პოლიტიკაზე, ამ კაცმა მოინდომა/..." p.s. კიდევ ერთ აბზაცს დავამატებ უსუფას დაფრქვეულს, თორემ ზოგი ვერ მიხვდა რა მქონდა მხედველობაში... "ბევრ რამეს არასწორად აკეთებს, მაგრამ ვნახე, რომ მოინდომა. ვნახე როგორ ისწავლა ენერგეტიკაში რაღაცები. გაზი, რომ ნავთი სხვადასხვაა, შეიძლება ესეც კარგად არ იცოდა პროფესიონალურად"- დაწერა მანჩო გიორგობიანმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.




0
789
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
789