x
მეტი
  • 23.10.2020
  • სტატია:104298
  • ვიდეო:348095
  • სურათი:468883
რატომ არის აკრძალული ორქიდეის სახლში მომრავლება
image

ადრე ითვლებოდა, რომ ორქიდეის სახლში გაზრდის უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ ხალხს ჰქონდა. თუ შეყვარებულს ულამაზეს ორქიდეას მიართმევდნენ, ეს იმას ნიშნავდა, რომ რჩეულის სილამაზეს ეთაყვანებოდნენ. დღეს ეს მცენარე ერთ–ერთ სასიამოვნო საჩუქრების სიაში შედის. მაგრამ რატომ არ არის მიზანშეწონილი მისი სახლში გაზრდა?

არის მტკიცებულებები?

ორქიდეა ეპიფანტი მცენარეა. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლია მთელი ცხოვრება იზრდებოდეს სხვა მცენარეზე, ნიადაგთან კავშირის გარეშე. ეპიფანტი მცენარეები სხვა მცენარეებს იყენებენ, როგორც საყრდენს და საშუალებას, იმისთვის, რომ მზის სხივებამდე მიაღწიონ.

image

ბოლო დროს მუსირებს აზრი, რომ ორქიდეა "იკვებება" ადამიანების და ცხოველების ენერგიით. რასთან არის ეს დაკავშირებული? მცენარე სახიფათო ხდება მაშინ, როცა ის ყვავის. თუ ყვავილის მტვერი სასუნთქ გზებში მოხვდა, ძილიანობას და დაღლილობას იწვევს, უარეს შემთხვევაში–ალერგიულ რეაქციებს.

არომატის შედეგები

ორქიდეას ნუ განათავსებთ საძინებელში, რადგან ადამიანის გაღიზიანებას და აფორიაქებას იწვევს (თუ დიდხანს სუნთქავს მისი არომატით). ზოგჯერ შეიძლება თავის ტკივილები და დეპრესიაც გამოიწვიოს, აგრეთვე გულისრევა, სურდო და ხველება. ორქიდეის ზოგიერთი ჯიში კი შეიძლება კიბოს უჯრედების განვითარების მიზეზიც გახდეს.. არ შეიძლება ამ მცენარის ტროპიკული ჯიშების სახლში შენახვა, ჰიბრიდული ჯიშები კი არავითარ ზიანს არ მიაყენებს ჩვენს ორგანიზმს.

image

სად უნდა განვათავსოთ?

მეცნიერები თვლიან, რომ ორქიდეის განთავსება შეიძლება შემოსასვლელში, სასტუმრო ოთახში ან სამზარეულოში, ე.ი. ოთახებში, სადაც მეტი სივრცეა. აქ ის თვალს გაახარებს და საფრთხეც არ დაგვემუქრება.

image

ე.ი. ორქიდეა არ არის შხამიანი მცენარე?

ამაზე პასუხია: არა. მეცნიერული თვალსაზრისით, იგი არ ითვლება შხამიან მცენარედ. ჩვენ მას საკვებშიც ვხმარობთ. მაგალითად, ლელიას ჯიშის ორქიდეას, რომელიც მექსიკაში იზრდება, ნაყინის წარმოებაში იყენებენ. მცენარის ფესვები კი ხალხურ მედიცინაში გულსისხლძარღვთა სისტემის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.

imageორქიდეა ლელია

სასარგებლოა?

მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი მინუსები აქვს, სარგებლობის მოტანაც შეუძლია: ორქიდეის ყვავილები გამოყოფენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ასუფთავებს ჰაერს და ანადგურებს ბაქტერიებს. აქედან გამომდინარე, თუ სწორად მოვუვლით მცენარეს და ბევრს არ მოვამრავლებთ, შეიძლება მასთან თანაცხოვრება. მთავარია, სწორად შეარჩიოთ უსაფრთხო ჯიში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე დავდგათ. ასეთ შემთხვევაში, იგი არა მარტო სახლის მშვენება იქნება, არამედ სახლის ყველა ბინადარს სარგებლობას მოუტანს.


image



1
197
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
197
  
19 სექტემბერი, 2:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1