x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თაღლითი 5 კლასის განათლებით, ოთხი წელი მუშაობდა ექიმად
image
საკუთარი კარიერის მანძლზე, 23 წლის ინდოელმა ექიმმა ვირაგანდამ ტეჯამ მუშაობა მოასწრო 16 საავადმყოფოში, სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში და იმ პაციენტებთანაც
ურთიერობაც კი მოასწრო, რომლებიც კორონავირუსით იყვნენ დაავადებულები .


ასეთი სამსახურეობრივი გამოცდილება პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ არა ვირაგანდამის შემთხვევაში, რადგან აღმოჩნდა, რომ ყველა მისი პაციენტი დიდი საფრთხის ქვეშ იყო, იუწყება გამოცემა Oddity Central-ი.


ექიმის საათივით აწყობილი ცხოვრება კიდევ გაგრძელდებოდა, რომ არა ერთდროულად რამდენიმე შემთხვევა.


ექიმის ყოფილმა მეუღლემ ფსიქოლოგიური და ფიზიკური შევიწროების გამო პოლიციაში შემაკავებელი ორდერი აიღო.


ასევე ვირაგანდამმა ურჩია პოლიციას, რომელიც ხანდახან კონსულტანტის როლსაც ირგებდა, ერთი ნასამართლევი მოქალაქის დოსიეს ანულირება მოეხდინათ. თუმცა პოლიციამ შეამჩნია, რომ ავტომობილი, რომელსაც ექიმი საკუთრად ასაღებდა, სინამდვილეში სწორედ ამ მოქალაქის იყო.

image

ასეთმა საქციელმა სამართალდამცავებში ეჭვი გამოიწვია, ამიტომ მათ დაიწყეს გამოძიება. აღმოჩნდა, რომ ვირაგანდამს ჰქონდა რამდენიმე ფსევდონიმი(მხოლოდ ყოფილი ცოლისგან შეიტყვეს ნამდვილი სახელი) და არ ჰქონდა სამედიცინო განათლება. მან მეხუთე კლასიდან მიატოვა სკოლა და სახლიდან გაიქცა. ის ინდოეთის დიდ ქალაქებში მოგზაურობდა და მატარებლებში წყალს და საჭმელს ყიდდა.


ასე წანწალში გაიცნო ექიმი პურუშოტამ რედი, რომელმაც თანაგრძნობა გამოიჩინა ბიჭის მიმართ და დაეხმარა ცხოვრებისთვის აუცილებელი საბუთის აღებაში.


შემდეგ ვირაგანდამი მიხვდა, ფინანსურად როგორი მომგებიანი იყო ექიმის პროფესია, მან კეთილი ექიმის სახელის გამოყენებით, თავად იყიდა ატესტატი და სამედიცინო სკოლის დიპლომი.


ეს დოკუმენტები თაღლითს საავადმყოფოში სტაჟირების გავლაში დაეხმარა, შემდეგ კი მან შეძლო ოთხი წლის განმავლობაში ექიმად მუშაობა.



საინტერესოა, რომ ექიმად თავის გასაღება, ერთი შეხედვით რთულია, თუმცა სულაც არ არის იშვიათი. მაგალითად 2018 წელს მხოლოდ პირბადით და სტეტოსკოპით შეიარაღებულმა მოზარდმა მოახერხა ექიმის პოზიციაზე მუშაობა, ასევე იყო ცრუ დანტისტის შემთხვევა, რომელმაც საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკაც კი გახსნა და ასევე ფლორიდელი თინეიჯერი, რომელიც ექიმად ასაღებდა თავს და საკუთარი "სამედიცინო მეთოდებიც" კი გააჩნდა.

1
529
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
529
  
2020, 3 დეკემბერი, 23:34
დანიშნეთ ეს კაცი საქართველოს საგარეო მინისტრად...
0 1 1