x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა

image

.

მრავალწლიანი კომაში ყოფნის შემდეგ მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა. ბოჯგუას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მომღერლის დედა, მანანა გვასალია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
.
„ამ დღის სულ მეშინოდა..... ჯაბა აღარ მყავს... შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი დედი. სიცოცხლე შენს გამო მინდოდა. ჯაბა ჩემო ერთადერთო“, - წერს მანანა გვასალია.
.
შეგახსენებთ, ჯაბა 12 წლის წინ დააპატიმრეს და გულის შეტ​ევა ციხეში მოუვიდა, კომაში ჩავარდა და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვეღარ მოხერხდა. მას შემდეგ საზოგადოების თანადგომით მანანა გვასალია შვილის მოვლას საკუთარ სახლში ახერხებდა და ხშირად ითხოვდა საზოგადოების თანადგომას.
.
ფინანსური პრობლემების გამო ოჯახმა ჯაბას საავადმყოფოში დარჩენა ვეღარ მოახერხა და ბინაზე მკურნალობდნენ, თუმცა მათ ბინის პრობლემაც ჰქონდათ. რის გამოც, პერიოდულად ხშირად ვრცელდებოდა მომღერლის დედის განცხადებები.
1
407
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
407
  
2020, 17 სექტემბერი, 14:58
როგორ სჯეროდა დედამისს, რომ გამოჯანმრთელდებოდა(( ვწუხვარ და ვუსამძიმრებ((
0 1 1