x
მეტი
  • 29.10.2020
  • სტატია:104469
  • ვიდეო:348224
  • სურათი:469179
როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას? ყველასათვის სასარგებლო და მარტივი ხრიკები
თმის ცვენა კაცობრიობის ურთულეს პრობლემას წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით უამრავი მეთოდი არსებობს სიმელოტის თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა მაგალითად- თმის გადანერგვა, თუმცა მოცემული პროცედურა რაღათქმაუნდა დიდ ხარჯებთან ასოცირდება, რის გამოც იგი საზოგადოების მხოლოდ გარკვეული ფენისთვისაა ხელმისაწვდომი.image

თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები უამრავია: არასწორი მოვლა, ასაკი, არასწორად შერჩეული შამპუნი, გენეტიკა, სისხლის მიმოქცევის მოშლა, ნერვული სისტემის დარღვევები, დაძაბულობა, უხარისხო საღებავებით ხშირი ღებვა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ხშირი და უხეში ვარცხნა, სიცივე, არასწორი კვება და მრავალი სხვა, რომლის შესახებ შესაძლოა არც გვსმენია.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეში სამოციდან ას ღერამდე თმის დაკარგვა ჩვეულებრივი პროცესია და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თმის ცვენის რისკის ქვეშ იმყოფებით.image

და თუ მაინც, შევამჩნევთ, რომ თმის ცვენა გახშირდა და მოცემული პროცესი მეტად გაღელვებთ, გასწავლით მარტივ ხრიკებს, რომლებიც თავიდან აგაცილებთ თმის ღერების ყოველდღიურ და დიდი რაოდენობით დაკარგვას.


იხილეთ სახლის პირობებში, უმარტივესად მოსამზადებელი რეცეპტები:

კვერცხის გული: აურიეთ 1 მწიფე ავოკადოს პიურე და 1 კვერცხის გული. დაიდეთ თმის მთელ სიგრძეზე და გაიჩერეთ 30-40 წთ.

ხახვი: 2 საშუალო ხახვი ბლენდერში დაამუშავეთ, დაუმატეთ 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი და რამდენიმე წვეთი ეთერული ზეთი არასასიამოვნო სუნის გაქრობისათვის. ეს შეიძლება იყოს გვირილის, მანდარინის, დარიჩინის, კედარის და აშ. დაიმასაჟეთ ნიღბით თავის კანი და დაიტოვეთ 1-2 საათით. შემდეგ ჩამოიბანეთ. გაითვალისწინეთ, რომ გამოყენების შემდეგ თმაზე სურნელი შეიძლება დიდხანს დარჩეს.image

თაფლი: აურიეთ 1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. რომი, 1 კვერცხის გული, 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი და ვიტამინი A და E-ს კაფსულები. თამამად წაისვით ძირებზე, თმაზე ნაკლებად. გაიჩერეთ მინიმუმ 1 საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ. image

მდოგვის ფქვილი: აურიეთ 1 ს.კ. მდოგვის ფქვილი, 2-3 ს.კ. ცხელი წყალი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 1 კვერცხი. დაიდეთ მასა თმის ძირებზე და თავის კანზე. ნიღაბი ეფექტურობას გამოავლენს 3-5 წუთის შემდეგ და უკვე შეგეძლებათ მისი ჩამობანვა.

ჭინჭარი - 100 გრამ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 0, 5 ლიტრი წყალი და 0, 5 ლიტრი ღვინის ძმარი. ხარშეთ ნახევარი საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ამ ნახარშით ძილის წინ დაიბანეთ თავი, საპნის გარეშე.image

მუხის ქერქი და ხახვი- მუხის ქერქისა და ხახვის ფურცლების თანაბარ რაოდენობას დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ 1 საათით, ძალიან დაბალ ცეცხლზე. გააცივეთ და გადაწურეთ. მიღებული ნაყენით დაისველეთ თმა. 2 საათის შემდეგ, თავი დაიბანეთ თბილი წყლით.

ხნა და კეფირი- გახსენით უფერო ხნა შემთბარ კეფირში და ნიღაბი თავის კანსა და თმებზე გადაინაწილეთ. ჩამოიბანეთ 30 წუთის შემდეგ. პროცედურა რამდენიმე თვის განმავლობაში ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ.


1
167
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
167
  
19 სექტემბერი, 2:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1