x
image
თორ ნიკე
Mediator image
რამდენი წყალი არის 1 მოლი და რამდენი ატომია 1 მილილიტრ წყალში?
რამდენი წყალი არის 1 მოლი და რამდენი ატომია 1 მილილიტრ წყალში?


ერთი მოლი ნივთიერება არის რაიმე ნივთიერების ან ნივთიერებათა ნარევის ის რაოდენობა, რომელიც შეიცავს იმდენივე ატომს, რამდენსაც 12 გრამი ნახშირბადი. 1 მოლი უდრის 12 გრამ ნახშირბადს = 600 სექსტილიონ ატომს. მაგალითად, უკეთ რომ გავიგოთ, ერთი მოლი რაიმე, მაგალითად 1 მოლი ვაშლი არის 600 სექსტილიონი (ტრილიონჯერ მილიარდი) ვაშლი. 1 მოლ წყალსაც შესაბამისად აქვს 600 სექსტილიონი მოლეკულა.


როგორ გამოვთვალოთ თუ რამდენს იწონის ერთი მოლი წყალი ანუ წყლის რა რაოდენობა შეიცავს 600 ტრილიონჯერ მილიარდ მოლეკულას?

- წყლის თითოეული მოლეკულა (H20) შედგება წყალბადის 2 ატომისგან და ჟანგბადის 1 ატომისგან. გამოდის, რომ წყლის 1 მოლი იქნება 2 მოლ წყალბადის ატომებს დამატებული 1 მოლი ჟანგბადის ატომების რაოდენობა.



პერიოდულ სისტემაზე ჩვენ ვხედავთ, რომ წყალბადის ატომური მასა არის 1.0079, ხოლო ჟანგბადის ატომური მასა არის 15.9994 გრამი.


აქედან გამომდინარე 1 მოლი წყლის მასა იქნება:

1 მოლი წყლის წონა = 2(1.0079) გ. + 15.9994 გ.

1 მოლი წლის წონა = 2.0158 გ. + 15.9994 გ.

1 მოლი წყლის წონა = 18.0152 გ.


ამგვარად, 1 მოლი წყლის მასა არის 18 გრამი. ანუ 18 გრამი წყალი შეიცავს 600 სექსტილიონ მოლეკულას. ერთი მილილიტრი წყალი კი შეიცავს 33 სექსტილიონ მოლეკულას.

იგივე გამოთვლის კანონი ვრცელდება ნებისმიერ ნივთიერებასთან დაკავშირებით.


წყარო: thoughtco.com - How much water is a mole of water?


კრებულები:

1. პროტო-ქართული ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
241
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
241
  
2020, 19 სექტემბერი, 2:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 17 სექტემბერი, 1:32
ამგვარად, 1 მოლი წყლის მასა არის 18 გრამი. ანუ 18 გრამი წყალი შეიცავს 600 სექსტილიონ მოლეკულას. ერთი მილილიტრი წყალი კი შეიცავს 33 სექსტილიონ მოლეკულას. ხოლო თუ ატომების რაოდენობის გაგება გვინდა, ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ 3-ზე, ვინაიდან წყლის თითოეული მოლეულა შეიცავს 3 ატომს (ორ წყალბადის ატომს და ერთ ჟანგბადის ატომს).
იგივე გამოთვლის კანონი ვრცელდება ნებისმიერ ნივთიერებასთან დაკავშირებით.

თუ როგორც უკვე ზევით აღვნიშნეთ - წყლის 1 მოლი არის 2 მოლ წყალბადის ატომებს დამატებული 1 მოლი ჟანგბადის ატომების რაოდენობა, მაშინ თუ გვინდა ვიცოდეთ თუ რამდენი ატომისგან შედგება 1 მოლი წყალი და არა რამდენი მოლეკულისგან, მაშინ 3-ზე უნდა გავამრავლოთ 600 სექსტილიონი. ზევით გამოვთვალეთ, რომ 1 მოლი წყალი არის 18 გრამი (18 მილილიტრი), ესეიგი 1800 სექსტილიონი ატომისგან შედგება 18 გრამი წყალი. 1 გრამი წყალი კი შედგება - 100 სექსტილიონი ატომისგან.
0 1 2