x
image
ირინა მ.
უცნაური მეთოდები, რომლითაც ადამიანები მიცვალებულების საფლავებს იცავდნენ
image

ყველა დროში, სხვადასხვა კულტურის ხალხები განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდნენ სამარხებს. როგორც ვიცით, შუასაუკუნეებში უბრალო ხალხისთვის არ იყო დალხინებული ცხოვრება. სიხარბე, მედიცინის და ეთიკური ნორმების არცოდნა ზოგიერთებს უბიძგებდა ხელი მოეკიდათ ისეთი საქმიანობისთვის, როგორიცაა გვამების მოპარვა. მიცვალებულების დაკრძალვის ადგილები ვანდალებისგან რომ დაეცვათ, ადამიანები ყველაზე უჩვეულო რადიკალურ ზომებს მიმართავდნენ.

1. სამმაგი კუბო

image

1800-იან წლებში, გაერთიანებულ სამეფოში, გვამების გამტაცებლები ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდნენ. 1828 წელს, მკვლელებმა, უილიამ ბერკმა და უილიამ ჰერმა, 17 ადამიანი მოკლეს, რათა მათი გვამები ექიმ რობერტ ნოქსისთვის მიეყიდა. ნოქსი "ახალი" გვამების შესწავლით იყო დაინტერესებული, ამასთან გვამები სიკვდილის მომენტისთვის ჯანმრთელები უნდა ყოფილიყო. იმავე წელს, ვინმე დოულინგს, მშობიარობის დროს მეუღლე და შვილი გარდაეცვალა. იმისთვის, რომ მათი გვამები არ ამოეთხარათ, იგი რამდენიმე კვირის განმავლობაში სახლში ინახავდა მიცვალებულებს, სანამ გახრწნის პროცესი არ დაიწყო. ამის შემდეგ გვამები ჯერ ტყვიის კუბოში მოათავსა, შემდეგ ხის კუბოში და ბოლოს ხის ყუთში, რომლის შემდეგაც დაასაფლავა.

2. წყევლა

image

უილიამ შექსპირმა, იმის შიშით, რომ მისი ნეშტი გამტაცებლებს არ მოეპარათ ან სტუდენტ-მედიკოსების ხელში არ მოხვედრილიყო, ისტორიას თუ დავუჯერებთ, წინასწარ დაწყევლა ყველა, ვინც მისი საფლავის გათხრას შეეცდებოდა. შექსპირის საფლავი ინგლისში, წმინდა სამების ეკლესიაშია და საინტერესოა ის, რომ წყევლამ იმუშავა, რამდენადაც მისი საფლავი არასოდეს არავის არ გაუთხრია.

3. " სასაფლაოს იარაღი"

image

დრეკსელ ჰილის (პენსილვანიის შტატი) სამგლოვიარო ხელოვნების მუზეუმში ინახება იარაღი, რომელსაც იყენებდნენ სასაფლაოს მძარცველებისგან მიცვალებულების დასაცავად. ეს მოწყობილობა გამოგონებული იქნა 1700 წელს და უბრალოდ "სასაფლაოს იარაღს" ეძახდნენ. იარაღი მაგრდებოდა 360 გრადუსიან მოძრავ სადგამზე, ხოლო მართავდა მას სასაფლაოს დარაჯი. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ მიცვალებული დაეცვათ იმ ხნის განმავლობაში, სანამ გახრწნის გამო უვარგისი გახდებოდა სამედიცინო სკოლისთვის. "სასაფლაოს იარაღს", როგორც წესი ქირაობდნენ ერთი კვირით და ძალიან ძვირი ღირდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამის ფუფუნება მხოლოდ მდიდრებს ჰქონდათ, დაბალი კლასის ადამიანებს კი ძველებურად ისევ წყნარად იპარავდნენ.

4. კუბო–ტორპედო


image

1878 წელს ე.წ. "კუბო–ტორპედო" დაპატენტებული იქნა ფილიპ კლოვერის მიერ. თავის პატენტში, იგი თავის გამოგონებას აღწერს, როგორც "საშუალებას, რომელმაც წარმატებით უნდა აღმოფხვრას მიცვალებულის არასანქცირებული ამოთხრა". ეს ტორპედო მაგრდებოდა კუბოზე და ფეთქდებოდა მაშინ, თუ ვინმე შეეცდებოდა საფლავის გაქურდვას. მინიმუმ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა 1881 წელს, როცა ასეთმა მოწყობილობამ საფლავის ერთი მძარცველი მოკლა.

5. მორტსეიფი

image

მე-19 საუკუნის დასაწყისში, შოტლანდიაში ხალხმა საფლავებზე რკინის გალიების (სახელწოდებით მორტსეიფი) დამონტაჟება დაიწყო. იდეაში, ეს გალია კუბოს გარშემო მაგრდებოდა და ნახევრად მიწაში იყო ჩამარხული. იგი ისეთი მძიმე იყო, რომ აწევა მხოლოდ სპეციალური მექანიზმის საშუალებით შეიძლებოდა. მაშინ ბევრმა ეკლესიამ შეიძინა მორტსეიფები, რომელსაც დღეში ერთ შილინგად იჯარით სთავაზობდნენ მიცვალებულების ოჯახებს. მისი დანიშნულება იმაში მდგომარეობდა, რომ საფლავზე იმდენი ხნის განმავლობაში გაეჩერებინათ, სანამ გვამი არ გაიხრწნებოდა და საინტერესო აღარ იქნებოდა გვამის გამტაცებლებისთვის. შემდეგ კუბოს ამოთხრიდნენ და ჩვეულებრივად ასაფლავებდნენ.

6. თხევადი ვერცხლისწყალი

image

ყველასთვის ცნობილია, ჩინეთის იმპერატორის, ცინ შიხუანდის ტერაკოტის არმიის-თაბაშირის მეომრების სტატუეტების შესახებ, რომლებიც იმპერატორის აკლდამის სადარაჯოდ იყო განთავსებული. მეომრების გარდა, შიხუანდის აკლდამა ამოვსებული იყო თხევადი ვერცხლისწყლით, რომელიც თავის დროზე ჩინეთში უკვდავების გასაღებად ითვლებოდა. ამ შხამიანი ნივთიერების დიდი რაოდენობის გამო, თანამედროვე არქეოლოგებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა მთლიანად გაეთხარათ იმპერატორის აკლდამა. მსგავსი შეიძლება მექსიკაშიც ნახოთ. ტეოტიუაკანში, მფრინავი გველის აკლდამაში, რომელიც იმპერატორს ეკუთვნის, 2016 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მიწისქვეშა კამერებამდე მისასვლელი გზები თხევადი ვერცხლისწყლით იყო ამოვსებული.

7. არმია

image

პალესტინაში რამდენიმე სამარხია, რომელშიც წმინდანების ნეშტებია. ამ წმინდა ადგილებს ხშირად სტუმრობენ ებრაელი და ქრისტიანი ტურისტები, აქედან გამომდინარე ისინი იდეალური სამიზნეები არიან ანტიებრაული აგრესორებისთვის (მიმდინარე ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ფონზე). 2000 წელს იოსების, იაკობის შვილის სამარხი ბომბებით იქნა დაზიანებული. იგი აღადგინეს, მაგრამ 2015 წელს ისევ დააზიანეს, ამიტომ ახლა მათ ისრაელის არმია იცავს.

8. სატელიტური გამოსახულება

image

ეგვიპტეში სამარხების მძარცველები დღესაც აგრძელებენ თავის საქმიანობას. ამასთან ისინი დინამიტით აფეთქებენ სამარხების დაფარულ შესასვლელებს და ანადგურებენ მრავალრიცხოვან ძვირფას არტეფაქტებს. 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს ძარცვების რაოდენობა გაიზარდა, ასევე მოიმატა ქურდობებმა 2011 წელს ეგვიპტის რევოლუციის დროს.

სარა პარკაკმა ახალი პროგრამა შექმნა, რომელიც შეძლებს აღმოფხვრას ასეთი ფაქტები. სატელიტური გამოსახულებების გამოყენებით, მას შეუძლია თვალი მიადევნოს, სად და როდის მოხდა ძარცვა. სარა პარკაკმა თანამგზავრის მეშვეობით აღმოაჩინა აგრეთვე აქამდე უცნობი პირამიდები.

0
409
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0