მოგზაურობა ბიბერი-ულამაზესი ზღაპრული სოფელი ინგლისში 2020, 16 სექტემბერი, 20:40
გლოსტერშირის საგრაფოში, კოტსუოლდსის ულამაზეს გორაკებს შორის მდებარეობს ინგლისში ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია - ბიბერი. მე -19 საუკუნის პოეტმა და მხატვარმა უილიამ მორისმა, როდესაც ეს ადგილები მოინახულა, მას ყველაზე ლამაზი ინგლისური სოფელს უწოდა. ბევრი დღემდე ეთანხმება ამ მოსაზრებას. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ბრიტანული პასპორტის გარეკანის მარცხენა მხარეს, ბიბერის ერთ-ერთის ქუჩის გამოსახულებაა დაბეჭდილი.
სოფელში დაახლოებით 40 სახლი, ორი ეკლესია, სკოლა და მზის საათიც კი არის.
ეს შენობები ინგლისში უძველესად ითვლება. სოფელ ბიბერში დაახლოებით 600 ადამიანი ცხოვრობს და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის, განსაკუთრებით ხშირად სტუმრობენს სოფელ იაპონელები, რადგან იმპერატორი ჰიროჰიტო სწორედ ამ სოფელში გაჩერდა ევროპული ტურნეს დროს . ხალხმრვლობის მიუხედავად მიუხედავად, სოფელმა შეძლო პირვანდელი თვითმყოფადობის შენარჩუნება სოფელში შენობები დამზადებულია ოოლითის ქვებისგან. XVII საუკუნეში კირქვისგან არის აგებულ ულამაზეს კოტეჯებში, ერთ დროს ფეიქრები ცხოვრობდნენ. სოფლიდან ახლოს მდებარეობს Wildfowl Reserve, სადაც ბინადრობენ წყლის მოყვარული მცენარეები და ფრინველები. თვალწარმტაც სოფელში გაედინება მდინარე კოლნი, ტემზის შენაკადი. 1902 წელს დაარსებულმა ადგილობრივმა მეურნეობამ ცისარტყელა კალმახი გამოიყვანა. კალმახის მეურნეობა ყოველწლიურად 6 მილიონამდე თევზს აწარმოებს . საფეხმავლო ხიდი აერთიანებს ორივე მხარეს (არლინგტონი და ბიბერი), შემდეგ კი სხვადასხვა საფეხმავლო ბილიკები სხვადასხვა მხარეს იშლება. აყვავებული მინდვრები და ბაღები, არხებშში მოცურავე გედები - საოცარ იდილიას ქმნის. სოფელ ბიბერში გადაიღეს დეტექტური სერიალი მის მარპლის შესახებ და კომედია "ბრიჯიტ ჯონსის დღიური" . ნახე მსგავს თემაზე: გინახავთ სამოთხე დედამიწაზე? -გიტჰორნი ულამაზესი ჰოლანდიური სოფელი მსოფლიოს ულამაზესი სოფლები 395 7-ს მოსწონს
|