x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105201
  • ვიდეო:348771
  • სურათი:470569
მკაცრმა "გერმანელმა პატარა ქალიშვილი იპოვა
image

იმისათვის, რომ ძაღლი ფორმაში იყოს, ჩვენ ყოველდღე გამოვდივართ მოედანზე, სადაც შეგვიძლია ძაღლების წვრთნა. და არა აქვს მნიშვნელობა რა ამინდია - სიცზე თუ ძლიერი წვიმა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს რთულია თორის იქედან გამოყვანა: ამ ძაღლს ძალიან დიდი ენერგია აქვს.


მაგრამ არა ამჯერად. ჩემმა კოლეგამ და პარტნიორმა ცოტა გაისეირნა, ათი წუთი და უცებ სახლისკენ გასწია. მაშინ გამიჩნდა კითხვა: რა მოუვიდა? გარბის ჩემგან და უკან არ ბრუნდება, სირბილიდან გალოპზე გადადის. თითქოს რაღაც მნიშნელოვანის გადარჩენას ჩქარობდა. თავიდანვე, როცა უცნაურად იქცეოდა, მის პირში რაღაც დავინახე, მაგრამ ვერ ამოვიცანი.


image


მომიხდა დიდხანს მედევნა თორისთვის, რათა ეს რაღაც მისი კბილებიდან გამომერთმია. და ეს რაღაც კატის კნუტი აღმოჩნდა - პატარა, სუსტი ჭუჭყიანი და ვიღაცისგან უპასუხისმგებლოდ მივიწყებული. პატარა ძაღლს პირიდან ამოვართვი, ჯიბეში ჩავისვი და სახლში წავიყვანე. თორი ჩემს გარშემო ტრიალებდა მთელი გზა.


image

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კნუტს ვაჭამეთ. ვფიქრობ, თორთან რომ არ აღმოვჩენილიყავი, ნაკლებად სავარაუდოა, პატარა მხეცი გადარჩენილიყო. მას ლოკვაც კი არ შეეძლო, მაგრამ ისეთი ცხოველური ვნებით ცდილობდა ამის გაკეთებას. ძველი მეთოდის გამოყენებას მომიხდა - კნუტს რძეში დრუნჩი ჩავაყოფინე, რათა მას გაეგო, თუ როგორ უნდა აელოკა სითხე. შემდეგ კნუტი დავბანეთ. ყველა პროცედურას თვალს ადევნებდა თორი, ფხიზელი შეფის მსგავსად, აკვირდებოდა ყოველ მკვეთრ მოძრაობას, და პროცესში მონაწოლეობას ითხოვდა. მაგრამ მე არ ვაძლევდი ამის უფლებას: კნუტის დათვალიერება მინდოდა. მაგრამ ვერაფერი ვიპოვე, გარდა იმისა რომ ის მდედრია. მართალია, ეს რაიმე სახის ჭრილობაზე უარესიც კი არის: სად წავიყვან მის ნაშიერებს? ბოლოს ყველაფერი დავამთავრე და, მშრალი კნუტი დივანზე დავსვი. თორი კი მივიდა და ფარულად გადაიყვანა პატარა თავის საწოლზე. ძაღლი კნუტს შემოეხვია და გაჩუმდა, როდესაც ჩაეძინა.


image

შემდეგ მათ გაიღვიძეს. კნუტი იატაკზე დაცოცავდა, თორიც მასთან ერთად. იმ დროისტვის მე მოვასწარი საყელოს და სხვა ნივთების ყიდვა კნუტისთვის. სანამ ლიფტში ვიყავი ინტერნეტში აღმოვაჩინე, რომ თორს ჰყავდა ქალიშვილი " მოდი" ასე დავარქვი კნუტსაც.


image

და "მოდიმ" წაართვა თორი დანარჩენ სამყაროს. კნუტი ყოველთვის თან მიგვყავს, რადგან ნაგაზი მის გარეშე სამსახურში არ მიდის. თორი არ უშვებს "მოდისთან" უცხოებს და ჩემზეც კი ეჭვიანობს.


"მოდის" პოვნის მომენტიდან გავიდა ორ წელზე მეტი. იგი გაიზარდა, მაგრამ ნაგაზის ფონზე პატარად გამოიყურება. ისეც ხდება, რომ ძაღლები ვეღარაფერს გრძნობენ კატების მიმართ, როდესაც ისინი იზრდებიან. მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის. ჩემი სასტიკი თორი გულჩვილი გახდა ერთი პატარა არსების გამო, რომლის მიმართ წესით სიძულვილს უნდა განიცდიდეს.

3
358
10-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
358
  
16 სექტემბერი, 19:32
აშკარად ეგრე იყოოო :-)
16 სექტემბერი, 19:29
ალბათ ამტომაც შეუყვარდა ამ ძაღლს.
16 სექტემბერი, 19:24
რა საყვერელი ფისოააააა...
0 1 3