x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსი ქალების 6%-ს არ ახსოვთ, რამდენი სექს-პარტნიორი ჰყავდათ ქორწილამდე

image

რუსეთში, ბოლო წლების განმავლობაში, იზრდება იმ ქალების რიცხვი, რომლებსაც ქორწინებამდე დიდი რაოდენობით სექს-პარტნიორები ჰყავდათ. ეს გარკვეულწილად განპირობებულია გვიანდელ ქორწინებით და ასაკის მატებასთან ერთად მოჭარბებულ სექსუალური აქსელერაციით.


ინდიკატორების ცვლილებაზე გავლენას ახდენს ის ფაქტიც, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლების მხრიდან ბოლო წლებში შეიცვალა სიტუაცია ინტიმურ საკითხებთან დაკავშირებით. ამის შესახებ NEWS.ru- სთან საუბრისას კლინიკურმა ფსიქოლოგმა და სექსოლოგმა ვალენტინ დენისოვ-მელნიკოვმა განაცხადა.



"განსხვავება ბოლო ათწლეულის განმავლობაშიც კი აშკარაა. როგორც სექსოლოგი, შემიძლია ვთქვა, რომ მანამდე ქალები მხოლოდ წელიწადში ერთხელ ინტერესდებოდნენ, თუ რა პროცედურები არსებობს სექსუალური მგრძნობელობის განვითარებისათვის. დღეს ამ კითხვას თვეში რამდენჯერმე სვამენ, " - განაცხადა დენისოვ-მელნიკოვმა.



მიუხედავად ამისა, გამოკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ რუსი ქალების 11% გათხოვდა ქალწული, ერთი ან ორი სექს-პარტნიორი ჰყავდათ ქორწილამდე 28%-ს.სამიდან-ხუთი კაცამდე გამოიცვალა გამოკითხულთა 22%-მა, ხოლო 16%-ს ჰყავდა ექვსიდან ათი პარტნიორი, 12%-მა აღიარა, რომ თერთმეტიდან ოც კაცამდე ჰყავდა, 5%-მა თქვა, რომ გათხოვებამდე 21-დან 50-მდე მამაკაცი გამოიცვალა, ხოლო 6%-ს საერთოდ თვლა აერია და ზუსტად ვერც გაიხსენა რამდენ კაცთან იწვა.

1
544
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
544
  
2020, 19 სექტემბერი, 2:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1