x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105203
  • ვიდეო:348776
  • სურათი:470587
ათწლეულის აღმოჩენა. ეგვიპტეში მუმიფიცირებული ზოოპარკი აღმოაჩინეს
image

ეგვიპტის ხელისუფლება იტყობინება Daily Mail- ის თანახმად, ათეულობით მუმიფიცირებული წმინდა ცხოველის უპრეცედენტო აღმოჩენის შესახებ, ქურუმთა სამარხების გათხრის დროს.


ეგვიპტის სიძველეთა მინისტრმა ხალედ ელ-ენანმა განაცხადა, რომ აღმოჩენა ძვ.წ. VII საუკუნით თარიღდება და ცალკე მუზეუმს იმსახურებს.


image


ნაპოვნ არტეფაქტებს შორის იყო: 25 ძირძველი კიდობანი, იეროგლიფებით გაფორმებული და კატების მუმიებით სავსე, 75 ყუთი სავსე კატების ქანდაკებებით, ხის და ბრინჯაოს კობრებისა და ნიანგების კანდაკებები.


image

ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა გამოავლინა მეტ-ნაკლებად მნიშველოვანი აღმოჩენები - ხუთი მუმიფუცურებული დიდი კატა. თავდაპირველმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ლომის ბოკვერებია.


imageმუმიფიცირებული ნიანგის ქანდაკება.



სამარხში ასევე ნაპოვნია: ქვისგან დამზადებული სკარაბის ხოჭო, ხისგან და ქვიშაქვისგან დამზადებული ორი პატარა სკარაბი, ნიანგის სამი ფიგურა, რომელთა შიგნით ნამდვილი ქვეწარმავლებია და ძველი ეგვიპტის ღვთაებების ათეული ქანდაკება (მაგალითად, ოსირისის).


ყოველივე ზემოთქმული ათასობით წლის განმავლობაში ინახებოდა საკარას ნეკროპოლში, კაიროს სამხრეთით, გიზას პირამიდებთან.


image

სპეციალისტების აზრით, სამარხის ასაკი დაახლოებით 4000 წელია. მასში დაკრძალეს მეხუთე დინასტიის ფარაონის ქურუმი.


0
146
8-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0