x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468033
კვებითი დარღვევები

image


დღესდღეობით, საზოგადოებაში, კვებითი დარღვევები ძალიან აქტუალურ, მნიშვნელოვან და სერიოზულ თემად ითვლება, რადგან ბოლო დროის განმავლობაში, კვლევებმა და სტატისტიკურმა მაჩვენებელმა დააფიქსირა, რომ კვებითი დარღვევებით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. (Hudson, J. I., Hiripi, E., Pope, H. G., & Kessler, R. C. (2007). კვებითი აშლილობა სერიოზული სამედიცინო დაავადებაა, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ჩნდება კვების დარღვევის სახით. გამუდმებით საკვების ძიება (ხშირ შემთხვევაში
ესაა აკვიატებული საკვები), სხეულის წონის შემოწმება, ფორმის შენარჩუნების მცდელობა - ეს ყოველივე პირდაპირ კავშირშია კვებით აშლილობასთან. ამ დარღვევამ ადამიანის ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობა შესაძლოა სასწორზე დააყენოს დააყენოს, რადგან ხშირ შემთხვევაში, ადამიანი იმ ცვლილებებს, რაც მის გარშემო ხდება არ აკვირდება, რამაც მისი ჯანმრთელობა იმდენად შეიძლება დაასუსტოს, რომ ეს ყოველივე ლეტალური შედეგით დასრულდეს. მიუხედავად იმისა, რომ კვებითი აშლილობა საკმაოდ ვერაგი და საშიში დაავადებაა, თუ მას უკეთ გავიცნობთ, მოვიძიებთ მასზე ინფორმაციას და მაქსიმალურად შევეცდებით მის გაკონტროლებას შესაძლოა ამ დარღვევების მკურალობა. ეს დაავადება შესაძლოა, როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის წარმომადგენელს აღმოაჩნდეს, მაგრამ კვებითი აშლილობა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში ჭარბობს, ასაკი კი 12-დან 25წლამდე მერყეობს. (https://www.nimh.nih.gov/health/publications/eating-disorders/eatingdisorders_148810.pdf. Accessed January 31, 2018. 179 ) .

ხშირას ჩნდება შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა იწვევს კვებით აშლილობას და როგორ ჩნდება ეს დაავადება ადამიანის ცხოვრებაში?
კვებითი დარღვევები, როგორც წესი, ხასიათდება საკვების ინტენსიური უკმაყოფილებით. საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელსაც კვების დარღვევა აღენიშნება ასევე უკმაყოფილებას გამოხატავს თავისი სხეულის ხატის (გამოსახულების) გამო (https://www.healthline.com/health/eating-disorders/anorexia-vs-bulimia#signs-and-symptoms). ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კვებითი დარღვევებით დაავადებული ადამიანი არა მხოლოდ საკუთარი სხეულის გამო გამოხატავს უკმაყოფილებას, არამედ ეს უკმაყოფილება ვრცელდება საკვებზე, თავისი წონისა და ფორმის დაცვასა და ასევე ეგოს (მე-ს) დეფიციტზე. (T., Piscitelli, S., Grothe, D., VanderHam, E., et al. 1998.)

ბევრ სამედიცინო ექსპერტს მიაჩნია, რომ კვებითი აშლილობა შესაძლოა გამოწვეული იყოს რთული ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და გარემო ფაქტორების ერთობლიობით. სწორედ ამიტომ, გამოყოფენ სამ ფაქტორს, რაც შესაძლოა განვიხილოთ და განვმარტოთ, როგორც კვებითი აშლილობის გამომწვევი ფაქტორები.


ეს სამი ფაქტორია:

  • გენეტიკა. 2011 წლის კვლევის (MRC Social Genetic and Developmental Psychiatry Centre, Institute of Psychiatry) თანახმად, უფრო დიდია ალბათობა, რომ თქვენ ორგანიზმში კვებითი აშლილობა განვითარდეს, თუ თქვენს ოჯახის წევრს აქვს ეს დაავადება. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს იმ გენეტიკური მიდრეკილებით, რომელიც ორგანიზმს კვების დარღვევასთან დაკავშირებული ქცევითა და თვისებებით უჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული კვლევა სანდო წყაროდ ითვლება, საჭიროა უფრო მეტი კვლევს ჩატარება იმის დასადგენად, რომ მართლა არსებობს კვებით დარღვევასა და გენეტიკას შორის კავშირი;
  • ემოციური მდგომარეობა. ადამიანებმა, რომლებმაც ტრამვა განიცადეს, ან ფსიქიკური ჯამრთელობა აქვთ ცუდ მდგომარეობაში (მაგ: შფოთვა, ან დეპრესია) უფრო დიდია ალბათობა, რომ კვევის დარღვევა განვითარდეს. სტრესმა და საკუთარ თავზე დაბალმა თვითშეფასებამ შესაძლოა გამოიწვიოს კვებითი აშლილობა;
  • საზოგადოებრივი ზეწოლა. დღესდღეობით საზოგადოებამ შექმნა სხეულის ხატის (გამოსახურების) ე.წ. “იდეალი’’, რომელიც მაღალი თვითშეფასებით, წარმატებითა და სხეულის სიმსუბუქით შემოიფარგლება. თუ ადამიანს ეს სამი კომპონენტი გააჩნია, იგი საზოგადოებისაგან (სოციუმისაგან) მიიღებს მოწონებას, ამ მოწონებამ და დაფასებამ კი შესაძლოა ადამიანის სოციალურად აქტიური გახადოს და ასევე გაუჩინოს სურვილი, რომ ჩაებას სხვადასხვა სახის საქმიანობაში (აქტივობაში), მაგრამ ამასთანავე დიდია ალბათობა იმისა, რომ სწორედ მედიისა და კოლეგების (ანუ სოციუმის) მხრიდან ზეწოლის შედეგად განვითარდეს კვებითი დარღვევები. თუ ადამიანს საზოგადოება ისეთს ვერ მიიღებს როგორიც ის რეალურად არის მას შესაძლოა ისეთი ქცევებისაკენ გაუჩნდეს მიდრეკილება, რაც კვებით აშლილობას ახასიათებს.
გარდა გამომწვევი მიზეზისა, საინტერესო და მნიშვნელოვანი განსახილველია ის, თუ როგორ უსვამენ ადამიანს დიაგნოზს, რომ იგი კვებითი აშლილობითაა დაავადებული. პირველადი დიაგნოზი უნდა დაინიშნოს კომპეტენტური სამედიცინო პერსონალის მიერ, რადგან, როგორც ამბობენ: “სამედიცინო ისტორია ყველაზე ძლიერი იარაღია კვების დარღვევების დიაგნოზისათვის’’ (Pritts SD, Susman J (January 2003). თუ ექიმი ეჭვობს, რომ თავის პაციენტს აქვს კვების დარღვევა, იგი სავარაუდოდ ჩაატარებს გარკვეულ პროცედურებს და გამოიტანს ტესტებს დიაგნოზის დასადგენად. დიაგნოსტირებისათვის ადამიანს შეუძლია დაუკავშირდეს თავის მკურნალ ექიმს და ასევე ფსიქიატრს (სპეციალისტს/ ფსიქოთერაპევტს).

შეფასებები და ტესტები ზოგადად შედგება (მოიცავს) :

  • ფიზიკური გამოცდა. ამ დროს ექიმი პაციენტს იკვლევს (სინჯავს), რადგან გამორიცხოს სხვა სამედიცინო დაავადებები და 100%-90% დარწმუნებული იყოს, რომ თავისი პაციენტი კვებითი აშლილობითაა დაავადებული. გარდა ამისა, ექიმმა პაციენტს შესაძლოა სისხლის ანალიზიც აუღოს;
  • ფსიქოლოგიური შეფასება. ექიმი, ან უფრო ხშირად თერაპევტი, რომელსაც მიღებული აქვს ფსიქოლოგიური განათლება, პაციენტს უსვამს კითხვებს მისი აზრების, გრძნობებისა და კვების ჩვევების შესახებ. ასევე შესაძლოა ფსიქოლოგიური თვითშეფასების კითხვარის შევსებაც გახდეს საჭირო;
  • სხვა კვლევები. შესაძლოა გახდეს საჭირო დამატებითი ტესტების გაკეთება, რათა შემოწმდეს კვების დარღვევებთან დაკავშირებული ნებისმიერი გართულებები.
(https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/eating-disorders/diagnosis-treatment/drc-20353609 McEwen, M., & Wills, E. (2011).

კვებითი აშლილობა ორი რადიკალურად გასხვავებული ნორმით ვლინდება, ესენია:

  • ნერვული ანორექსია და 2.ნერვული ბულემია. ორივე მათგანი კვებით აშლილობას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ მსგავსი დამახასიათებელი თვისება აქვთ, როგორიცაა -სხეულის დამახინჯებული ხატი (გამოსახულება - სიგამხდრე, რომელიც ყველანაირ ნორმებს ცდება), მაგრამ მიუხედავად მსგავსი თვისებისა, ანორექსიასიითა და ბულემიით დაავადებულ ადამიანებს ერთმანეთისაგან სრულებით განსხვავებული ქცევები ახასიათებთ, რაც საკვებთანაა დაკავშირებული.
  • კვებითი აშლილობის ორივე ფორმა მოზარდობის ასაკის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რაც მძიმე შედეგებით, ხოლო ანორექსიის დროს კი სიკვდილითაც შეიძლება დასრულდეს.

    ნერვული ანორექსია (AN- Anorexia nervosa) და ნერვული ბულემია (BN- Bulemia nervosa) არის უცობი დაავადება, რომელიც ეტიოლოგიის დარღვევებთანაა დაკავშირებული და ის ყველაზე ხშირად მოზარდობის პერიოდში ვლინდება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში. ამ დაავადებას აქვს უნიკალური და ამასთანავე დამაბრკოლებელი სიმპტომები, როგორიცაა შეზღუდული, ან პირიქით გადაჭარბებული რაოდენობით საკვების მიღება და სხეულის ხატის (გამოსახულების) დამახინჯებულად აღქმა. გარდა ამისა, ადამიანი ეწინააღმდეგება იმის აღიარებას, რომ ძალაგამოცლილია და ცუდად გრძნობს თავს და ასევე უარს ამბობს მკურნალობაზე. ეს ყოველივე ქრონიკულ და რელაქსაციურ დარღვევებად არის განხილული.

    ხშირად ადამიანი შესაძლოა დაავადებული იყოს ერთდროულად, როგორც ნერვული ანორექსიით, ასევე ნერვული ბულემიითაც. (https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S0031938407004635).

    ნერვული ანორექსია (ბერძ. -უმადობა) -არის კვებითი აშლილობა, რომელიც საკვების შეზღუდვით ხასიათდება. ადამიანი, რომელიც ანორექსიითაა დაავადებული აქვს წონაში მატების ირაციონალური შიში, ამასთანავე საკუთარ სხეულის ხატს (გამოსახულებას) არასწორად აღიქვამს. ანორექსია, როგორც წესი, ვითარდება მოზარდობის ასაკში (10-16 წელი). ამ დროს, მოზარდები ზღუდავენ საკვების მიღებას და ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში შიმშილობენ, რადგან წონაში მატების ეშინიათ, მაგრამ მიუხედავად მათი ასეთი ქცევებისა, ისინი მადას სულაც არ კარგავენ, ამიტომ ასეთი ტიპის ზეწოლამ (ძალით დიეტამ და საკვების შეზღუდვამ შიმშილის მიუხედავად) შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური გართულებები.

    არსებობს დამახასიათებელი ფაქტორები, რომლებიც ნერვული ანორექსიით დაავადებულ ადამიანებს ახასიათებთ, ეს ფაქტორებია:

    • თვალშისაცემი სიგამხდრე;
    • წონის მატების შიში;
    • კანის სიმშრალე, სიყვითლე და სხეულზე თმის საფარველის მომატება;
    • სისხლის დაბალი წნევა, სუნთქვისა და პულსის სიხშირის საგრძნობლად შემცირება, სხეულის ტემპერატურის კლება;
    • გატაცება ფიზიკური ვარჯიშით;
    • მენსტრუაციულ ციკლთან დაკავშირებული პრობლემები;
    • დეპრესია და ძილის დარღვევა;
    • გუნება-განწყობილების სერიოზული დაქვეითება, ჰიპერაქტიულობა იცვლება მოდუნებით (ადამიანი ხშირადაა მოდუნებული და არაფრის კეთება არ უხარია, ყველაფერი ეზარება). ასევე ახასიათებთ დაბალი თვითშეფასება.
    ნერვული ბულემია (ბერძ. - “ხარივით მშიერი’’ ) არის კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება თავდაპირველად საკვების გადაჭარბებული რაოდენობის მიღებით, ხოლო შემდგომ ხელოვნური გულისრევით. ანორექსიის მსგავსად, ბულემიითაც ყველაზე ხშირად მოზარდები (10-16 წელი ) ავადდებიან. ეს დაავადება ნაკლებად საშიშია, ვიდრე ანორექსია, თუმცა უფრო მეტადაა გავრცელებული.

    არსებობს დამახასიათებელი ფაქტორები, რომლებიც ნერვული ბულემიით დაავადებულ ადამიანებს ახასიათებთ, ეს ფაქტორებია :

    • ჭამის შემდეგ სუფრის სწრაფი მიტოვება და საპირფარეშოს ხშირი სტუმრობა;
    • დეჰიდრატაცია (სითხის მუდმივი ნაკლებობა), რაც გამოწვეულია ხშირი ღებინების გამო;
    • პირის ღრუს დაზიანება და თირკმლის პრობლემები;
    • კბილების ეროზია, რომელიც კუჭის მჟავას კბილებთან ურთიერთქმედებითაა გამოწვეული;
    • უჭირთ “დარდის’’ და შიმშილის გრძნობის ერთმანეთისაგან გარჩევა;
    • პროდუქტების მომარაგება;
    • დაბალი თვითშეფასება, მუდმივი დეპრესია დანაშაულის გრძნობა და საკუთარი თავის სიძულვილი;
    • მკაცრი თვითკრიტიკა;
    • პერფექციონიზმი (სრულყოფისაკენ სწრაფვა);
    • განცდა, რომ მუდმივად შექებას ვერ მიიღებს და არ შეუძლია საკუთარი თავის კონტროლი (თვითკონტროლი).
    (https://www.medicalnewstoday.com/articles/267432#living-with-anorexia-nervosa)

    მიუხედავად იმისა, რომ კვებითი დარღვევა საკმაოდ საშიში დაავადებაა, შესაძლებელია ამ დაავადების კონტროლი და ცხოვრების ჩვეულ სტილში გაგრძელება. ამ დაავადების მკურნალობა, ზოგადად მოიცავს გუნდურ გვერდში დგომას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გუნდი, როგორც წესი, პირველად სამედიცინო დახმარების მიმწოდებლებს, ფსიქოთერაპევტებს და დიეტოლოგებს წარმოადგენს, რადგან მათ გააჩნიათ გამოცდილება ამ სფეროში. კვებითი აშლილობისგან სწრაფი განკურნებისათვის კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, მაგრამ არსებობს უამრავი მკურნალობა, როგორც ანორექსიის, ასევე ბულემიის შემთხვევაში. ექიმს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს სასაუბრო თერაპიების კომბინაციას, დანიშულებისამებრ მედიკამენტებს და რეაბილიტაციას (რა თქმა უნდა თუ საჭიროება მოითხოვს).

    ზოგადად მკურნალობა დამოკიდებულია ადამიანის კვების სპეციფიკურ ტიპზე, რომელიც ჩვეულებრივ მოიცავს ცოდნას ჯანსაღი კვების შესახებ, ფსიქოთერაპიასა და მედიკამენტებს. თუ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, შესაძლოს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციაც კი გახდეს საჭირო. ეს დაავადება საჭიროებს ხანგრძლივ და ინტენსიურ მკურნალობას ფსიქიატრთან და ფიქოთერაპევტთან. ხშირად ორივე სახის (ანორექსია/ბულემია) კვებითი აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენებენ ანტიდეპრესანტებს, ვინაიდან დეპრესია წინ უსწრებს ან თან ახლავს კვებით აშლილობებს.

    უფრო ადვილი სამკურნალოა ნერვული ბულემია, რადგან ნერვული ანორექსიით დავადებულებს ხშირად აღენიშნებათ რეციდივი (ავადმყოფობის შებრუნება), ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგაც კი. არსებობს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ადამიანები ამ დაავადებას:

    • ნერვული ანორექსიით, ბულემიითა და გადაჭარბებული კვებითი დარღვევის მქონე პაციენტისთვის კოგნიტური, ფსიქოთერაპიისა და მედიკამენტური რეეჟიმის შერჩევის მიზნით საჭიროა პაციენტის მიმართვა ფსიქიატრთან;
    • დიეტური რეჟიმის შესარჩევად განსახილველია კვების სპეციალისტთან (დიეტოლოგთან) მიმართვის საჭიროება;
    • ოჯახის ექიმი უნდა გაეცნოს თითოეული პაციენტისათვის შემუშავებულ მკურნალობის სქემას და უზრუნველყოს მის შესრულებაზე აქტიური მონიტორინგი (მ.შ. ანტიდეპრესიული მედიკამენტების გვერდითი მოვლენების დროული იდენტიფიკაცია) (Yager J, Delvin MJ, Halmi KA, et al., for the Work Group on Eating Disorders., 2007) .
    საბოლოო ჯამში, კვებითი აშლილობა საფრთხილო დაავადებაა, მაგრამ თუ პაციენტი იქნება რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ და გაითვალისწინებს ექიმებისა და ფსიქოთერაპევტის რჩევებს მისი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეიცვლება. თუმცა ეს ყოველივე ამაო იქნება თუ ისინი არ მიიღებენ მხარდაჭერას სოციალიზაციისგან, რადგან კვებითი აშლილობით დაავადებულ ხალხს ისედაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ საკუთარ თავთან (სხეულის ხატთან) და გამოირჩევიან დაბალი თვითეფექტურობით, მათ სჭირდებათ გამხნევება და არა ბულინგი (ჩაგვრა სხვების მხრიდან). სწორედ ამიტომ ამ დაავადების მქონე ადამიანებს გვერდში უნდა დავუდგეთ, ვანუგეშოთ და მათი ცხოვრება უკეთესობისაკენ შევცვალოთ.



    0
    44
    შეფასება არ არის
    ავტორი:გუჯაბიძე მარიამი
    გუჯაბიძე მარიამი
    44
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0