x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ვიდეოზე ჩამიწერეს, როგორ უყვირიან ექთნები დედას – თაკო ჩარკვიანი
image


თაკო ჩარკვიანის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ დედას, რომელიც ასევე კორონავირუსით არის ინფიცირებული, ექთნები უყვირიან და შეურაცხყოფას აყენებენ. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა.


დილის კვება შედის 13:00 საათზე. ფოტოებს არ ვდებ დედას გამო, მომვლელი შვილივით მშვიდი რიტა, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდა და მხოლოდ ახლა შევაყვანინე დედა მასთან და უფრო მშვიდად ვარ, გაგიჟებულია, 3 დღეში დედა შეიყვანეს ნაწოლებით, ვიდეოზე ჩამიწერეს როგორ უყვირიან ექთნები დედას, რომელიც უსინათლოა სრულიად და ბუნებრივია ფსიქოლოგიურად ითხოვდა ახსნას, სად იმყოფებოდა, რატომ არ ვიყავი მე მასთან, ან რატომ არ იყო იქ მომვლელი)


აი რატომ ვღელავდი ასე დედაზე, თითქოს გული მიგრძნობდა, მომასმენინეს გოგოებმა, როგორ უწოდებენ მას “გიჟს”, ჩემს ტვინით გატენილ დედას, რომელსაც დემენცია არ აქვს და აქვს სრულიად საღი აზროვნება, უბრალოდ უსინათლო მოხვდა მარტო კლინიკაში და ბუნებრივია კითხვები ჰქონდა და ფორიაქი, ყველანაირი მისი წამალი შევაგზავნე, რასაც სვამს.



ეს რესპუბლიკური საავადმყოფო ეკუთვნის საპარტნიორო ფონდს, ხელმძღვანელობას, რომელსაც ასე ჰყავს მიშვებული პერსონალი არ უნდა იმყოფებოდეს ამ პოსტზე, არიან გამონაკლისი კარგი ექიმები, მაგალითად: ნათია ცხაკაია, აბო (გვარი არ ვიცი სამწუხაროდ, მენეჯერი მირანდა კარგი პიროვნება ძალიან).


ახლა მივმართავ რესპუბლიკურის ხელმძღვანელობა, ჩათვალეთ, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე “ბოლომდე ჩაგყვებით), რომ არ გაბედოთ ადამიანებს და თან პლუს მოხუცებს ოდესმე ასე მოექცეთ.


(გედი ფოფხაძეს ვუსმინე გუშინ ასევე რესპუბლიკურისგან – მათი უმსგავსობისგან “ გაგიჟებულს”) ყველა არამზადა არ შეიძლება ექიმი იყოს, (პარტნიორთა ფონდი დიდი ხელფასებით, დავით საგანელიძევ, 28 ათასი ხელფასით როგორ ხართ?) ტელევიზიებით მოგადგებით ადგომიდან პირველივე დღეს! რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობას მიხედეთ ხელისუფლებავ! მე მივხედავ მაგის გარანტიას გაძლევთ!”– წერს თაკო ჩარკვიანი.


ჩარკვიანს ვირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ თავად საკუთარი ოჯახის წევრების დაინფიცირების წყაროც გახდა. მისივე მტკიცებით, მისი მეუღლის გარდა, ინფიცირებულია დედამისიც.


„დედასაც დაუდასტურდა კოვიდი, აი ახლა კი ცუდად ვარ“, - წერს ჩარკვიანი.
ინფორმაციისთვის, ჩარკვიანს კორონავირუსი გუშინ 11 სექტემბერს დაუდასტურდა. ჩარკვიანი ირწმუნება, რომ მას ახალი კორონა ვირუსი გადაედო ტელეკომპანია პირველში, ეკა მიშველაძის გადაცემაში სტუმრობის დროს. მას ზუსტად ახსოვს, რომ ინფიცირებული ლევან გოგიჩაიშვილის შემდეგ ჩაერთო და მას ტანზე სწორედ გოგიჩაიშვილის მიკროფონი დაუმაგრეს. ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ სწორედ მისი მიკროფონი გახდა დაინფიცირების წყარო.


უკვე ცნობილია ისიც, რომ ტვ პირველიდან დაინფიცირებულმა თაკო ჩარკვიანმა საკუთარი ოჯახის წევრების გარდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი, კურიერის ერთერთი წამყვანი თეონა ცხომელიძეც დააინფიცირა. ამდენად, რუსთავი 2-ში ვირუსი სწორედ ტვ პირველიდან შევიდა. თავის მხრივ ტვ პირველსაც ლევან გოგიჩაიშვილმა გადასდო. შეგახსენებთ, რომ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლეა ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელიც მაყურებელს სატელევიზიო კონკურს „დუბლიორიდან“ ახსოვს. ვიკა ბუკია სწორედ პარლამენტარი მეუღლისგან დაინფიცირდა. ბუკია მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა და ტვ პირველში ორი დღის გადასული იყო, როცა ახალი ვირუსის სიმპტომები აღმოაჩინა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყველა ჟურნალისტის ტესტის პასუხი ცნობილია, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ელიტა ანდღულაძე ავრცელებს.

„ყველაფერი კარგად არის ყველა პასუხი უარყოფითია . მადლობა ყველას ყურადღებისთვის“- წერს ჟურნალისტი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 158 ახალი ფაქტი დაფიქსირდა, რის შედეგადაც შემთხვევების რიცხვი 2075-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 1363 და გარდაცვლილია 19 პაციენტი.
0
124
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0