x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დონალდ ტრამპის ტელეინტერვიუ კორონავირუსზე ქილიკის და დაცინვის საგანი გახდა
image

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკვე მერამდენედ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი გაქრება ვაქცინით ან მის გარეშე.იგივე გაიმეორა პრეზიდენტმა ABC News-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც პენსილვანიაში გაიმართა, თუმცა უკვე კურიოზის დონეზე, რაც დაცინვის საფუძველი გახდა.


ჟურნალისტ, ჯორჯ სტეფანოპულოსთან საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ "ის ვაქცინის გარეშე გაქრება. დროის განმავლობაში გაქრება, რადგან განვითარდება ჯოგური მენტალიტეტი. სწორედ ასე მოხდება ყველაფერი“


აშშ-ს პრეზიდენტმა ერთმანეთში აურია ტერმინები:სინამდვილეში უნდა ეთქვა "კოლექტიური იმუნიტეტი", თუმცა შეცდომით თქვა "ჯოგური მენტალიტეტი"(herd mentality).პრეზიდენტის ეს სიტყვები მედიაში დაცინვის და ქილიკის თემა გახდა.



"კოლექტიური" იმუნიტეტი ყალიბდება მაშინ, როდესაც მოსახლეობის უმეტესობას ხვდება ვირუსი, (ან არ ხვდება ვირუსი, მაგრამ იკეთებს ვაქცინას), გამოიმუშავებს ანტისხეულებს(ანუ იმუნიტეტს) და შესაბამისად მცირდება ვირუსის გავრცელებაც.



"ჯოგური მენტალიტეტი", ასევე ცნობილი როგორც "ბრბოს მენტალიტეტი, " ნიშნავს იმას, რომ ადამიანებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს პიროვნებამ ან დაჯგუფებამ, რა დროსაც "ბრბო" მოქმედებს ემოციურად და არა რაციონალურად.

1
95
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
95
  
2020, 19 სექტემბერი, 2:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1