x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
პრემიუმ კლასის კლასიკური გერმანული სოსისები, რომლთა შეძენასაც საქართველოში შეძლებთ
image


თქვე­ნი აზ­რით, სო­სი­სის სამ­შობ­ლო გერ­მა­ნი­აა თუ ავ­სტრია? მთე­ლი მსოფ­ლიო ხომ აღი­ა­რებს, რომ ყვე­ლა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზა­ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი ამ ორ ქვე­ყა­ნა­ში მზად­დე­ბა, თუმ­ცა ის­ტო­რი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ ამ­ბო­ბენ, ძეხ­ვის სამ­შობ­ლო მე­სო­პო­ტა­მი­აა. ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რი­ტო­რია, რომ­ლის ად­გილ­ზეც დღეს ერა­ყი და სა­უ­დის არა­ბე­თია. სწო­რედ აქა­ურ­მა მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა შექ­მნეს სო­სი­სის პირ­ვე­ლი ფორ­მე­ბი ძვ. წ. 3100 წელს.


ისე­თი სო­სი­სი კი, რო­მელ­საც დღეს მი­ვირ­თმევთ, 1805 წლის 13 ნო­ემ­ბრით თა­რიღ­დე­ბა. ამ დღეს, გერ­მა­ნელ­მა ყა­საბ­მა იო­ჰან ლა­ნერ­მა პირ­ვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სო­სი­სი შექ­მნა. მან ღო­რის ფარშს სა­ქონ­ლის ხორ­ცი და­უ­მა­ტა და ასე შექ­მნა დღეს ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი პრო­დუქ­ტი. ლა­ნე­რი გერ­მა­ნე­ლი იყო, მაგ­რამ ვე­ნა­ში ცხოვ­რობ­და. სწო­რედ აქ გახ­სნა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის დახ­ლიც და მომ­ხმა­რე­ბელს შეს­თა­ვა­ზა სო­სი­სი სა­ხე­ლად „ფრან­კფურ­ტე­რი“. ამ პრო­დუქტს მისი შექ­მნის ად­გი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დღეს ხში­რად „ვე­ნუ­რის“ სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ეს ფაქ­ტი გახ­და მი­ზე­ზიც იმი­სა, რომ დღეს „სო­სი­სის“ სამ­შობ­ლოს სტა­ტუსს ფრან­კფურ­ტი და ვენა, გერ­მა­ნია და ავ­სტრია ერ­თმა­ნეთს ეცი­ლე­ბი­ან.


თუმ­ცა სო­სი­სის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის ფაქტს, თუ რო­მე­ლი ქვე­ყა­ნაა მისი სამ­შობ­ლო აღარ აქვს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა. ერთი რამ ცხა­დია, მსოფ­ლი­ომ შე­იყ­ვა­რა ეს პრო­დუქ­ტი და სო­სი­სე­ბი სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქის და­სა­ხე­ლე­ბით უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში იქ­მნე­ბა და იყი­დე­ბა. დღეს 1200-მდე სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის სო­სი­სი არ­სე­ბობს, თუმ­ცა გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი­ლი­დე­რო­ბას არ კარ­გა­ვენ.



image


გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში „ფრან­კფურ­ტე­რი“ იგი­ვე „ვე­ნუ­რი“. ასე­ვე შე­საწ­ვა­ვი სო­სი­სე­ბი, რო­მელ­თაც შე­მოკ­ლე­ბუ­ლი სა­ხით როს­ტერ­საც უწო­დე­ბენ. მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი­ას­ხვა­დას­ხვა ტრა­დი­ცი­უ­ლი თუ არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით, მა­გა­ლი­თად, სო­კო­თი, ყვე­ლით შე­ზა­ვე­ბუ­ლი სო­სი­სე­ბიც.


image


სო­სი­სი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი საკ­ვე­ბია. ქვე­ყა­ნა­ში ათე­უ­ლო­ბით სა­ხე­ო­ბის სო­სი­სი იწარ­მო­ე­ბა და რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ მათ შო­რი­სა­ა­ი­სე­თე­ბიც, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­შიც დიდი პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბით სარ­გებ­ლობს. თუმ­ცა სულ რა­ღაც 20-30 წლის წინ ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ ზო­ლი­ა­ნი გარ­საც­მის სო­სი­სი იწარ­მო­ე­ბო­და. ნელ-ნელა ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდნენ ინო­ვა­ტო­რი მწარ­მო­ებ­ლე­ბი და პრო­დუქ­ცია უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ხა­დეს. პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რძი­ა­ნი სო­სი­სის შექ­მნა იყო. დღეს კი არა მხო­ლოდ ტრა­დი­ცი­უ­ლი სტან­დარ­ტუ­ლი სო­სი­სი, არა­მედ გერ­მა­ნე­ლე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი გერ­მა­ნუ­ლი რე­ცეპ­ტუ­რით მზად­დე­ბა.


ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი სა­წარ­მოს „ნი­კო­რას“ მთა­ვა­რი ტექ­ნო­ლო­გის ნანა პერ­ტე­ნა­ვას გან­მარ­ტე­ბით, სა­წყის ეტაპ­ზე სო­სი­სე­ბის რე­ცეპ­ტებს თა­ვად ქმნიდ­ნენ და მას მეტ-ნაკ­ლე­ბად ქარ­თვე­ლე­ბის გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ­გებ­დნენ. ცოტა ხნის წინ კი მათ გერ­მა­ნი­ა­ში­პო­პუ­ლა­რუ­ლი სო­სი­სე­ბის კლა­სი­კუ­რი რე­ცეპ­ტით შექ­მნა და­ი­წყეს.


image


„ქარ­თუ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ბა­ზარ­ზე ჩვენ ყო­ველ­თვის ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დით. სა­ქარ­თვე­ლო­ში, პირ­ვე­ლად ჩვენ და­ვუ­მა­ტეთ სო­სისს რძის ფხვნი­ლი, ჩვენ­ვე და­ვი­წყეთ პირ­ვე­ლად ივე­რია სპე­ცის, შაშ­ხი მან­დო­ლი­ნას, ნედ­ლა­შე­ბო­ლი­ლი ძეხ­ვე­უ­ლის და სხვა არა­ერ­თი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბა. ამ­ჯე­რად კი გა­დავ­წყვი­ტეთ კი­დევ ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე შეგ­ვე­თა­ვა­ე­ბი­ნა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის. „ფრან­კფურ­ტე­რი“, „როს­ტე­რი“ და „ბერ­ნე­რი“ -პრე­მი­უმ კლა­სის, გა­მორ­ჩე­უ­ლი გე­მოს, არო­მა­ტი­სა და სტრუქ­ტუ­რის სო­სი­სე­ბი, მზად­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბი­თა და ნა­ტუ­რა­ლუ­რი გარ­საც­მით. მათი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი სხვა პრო­დუქ­ტე­ბის­გან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თარ­დე­ბო­და წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი და ამავდრო­უ­ლად, იხ­ვე­წე­ბო­და მომ­ხმა­რებ­ლის გე­მოვ­ნე­ბა. შე­დე­გად მი­ვე­დით გან­ვი­თა­რე­ბის იმ ეტა­პამ­დე, რომ და­ვი­წყეთ ახა­ლი გე­მო­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა და მომ­ხმა­რე­ბელ­მაც დიდი მო­წო­ნე­ბით მი­ი­ღო, “ - გან­მარ­ტავს ნანა პერ­ტე­ნა­ვა.


თუ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბი დიდი ემო­ცი­ე­ბით იხ­სე­ნებ­დნენ გერ­მა­ნი­ა­ში და­გე­მოვ­ნე­ბულ ლუდ­სა და ლუ­დის და­ფას გერ­მა­ნუ­ლი სო­სი­სით, დღეს წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­დე­ნად და­იხ­ვე­წა, რომ გერ­მა­ნუ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ანა­ლო­გი უკვე აქაც მზად­დე­ბა. ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ გერ­მა­ნე­ლე­ბის რჩე­უ­ლი სო­სი­სი სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­ი­ძი­ნონ და სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­ამ­ზა­დონ ლუ­დის დაფა.


0
280
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0