x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468032
ჩინეთის ცაზე ქალაქი -მოჩვენება გამოისახა(ვიდეო)
image

11 სექტემბერს მედიასაშუალებებში და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო-ვიდეომასალა, სადაც ჩანს ცაში გამოსახულ ქალაქი- მოჩვენება, რომელიც გარკვეულწილად ძალიან წააგავს ჰოგვორტსის მაგიის და ჯადოქრობის საგანმანათლებლო დაწესებულებას "ჰარი პოტერიდან".


ჰოგვორტსის მსგავსი მოჩვენება ცაში დააფიქსირეს აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციის დედაქალაქ ძინანში, დილით ადრე თანამედროვე შენობების თავზე.

"ეს რა არის, ჰოგვორტსის შანდუნის ფილიალი?"-წერს ერთ-ერთი მომხარებელი სოციალურ ქსელში.



მირაჟი იშვიათი ბუნებრივი მოვლენაა.ძირითადად მაშინ წარმოიქმება, როდესაც ჰაერის ტენიანობაში უფრო მეტი სითბო ფიქსირდება, ვიდრე ზედაპირზე, წყლის ტემპერატურაში.ატმოსფეროში ჰაერის ტემპერატურის (ე.ი. სიმკვრივის) სხვადასხვაობა იწვევს საგნიდან წამოსული სინათლის სხივების გამრუდებას, რა დროსაც ხდება სინათლის გარდატეხის ანომალური განაწილება, რა დროსაც ატმოსფეროში ჩნდება ოპტიკური ილუზია.

image

მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობამ ცაზე გამოსახული ქალაქი-მოჩვენება ზღაპრულ ჰოგვორსტს შეადარა, ზოგმა მომხმარებელმა ივარაუდა, რომ იგი ძალზე წააგავდა ხებეის სახვითი ხელოვნების აკადემიის შენობას, რომელიც ჩრდილოეთ ჩინეთშია, თუმცა ყველაზე სარწმუნო ვერსია გააჟღერს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, ეს არის იქვე, რამდენიმე კილომეტრში მდებარე ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მსგავს არქიტექტურულ სტილშია გადაწყვეტილი.(ქვემოთ ფოტოზე)

image

აღსანიშნავია, რომ მირაჟი ჩინეთში 2016 და 2017 წლებშიც დაფიქსირდა, ერთი დასახლებულ პუნქტ ფეშანში, რა დროსაც მაშინ ცაზე თანამედროვე მეგაპოლისი გამოისახა, ხოლო მეორედ ქალაქ იუენიანში მდებარე დუნტინის ტბაზე ქალაქი-ილუზია გადაიშალა.









0
325
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0