x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468032
ნეგატიური ემოციები ნაადრევ სიკვდილის იწვევს-მეცნიერების დასკვნა
image



ამერიკის შეერთებულ შტატებში ნოქსვილის (შტატი ტენესი) უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ისეთი პიროვნული თვისებები, როგორიცაა სარკაზმი, ცინიზმი, წყენა და გაღიზიანება, უფრო მეტად იღუპებიან ინფარქტით. ნეგატიური ემოციების სასიკვდილო საშიშროების შესახებ ინფორმაციას Science Times ავრცელებს.


კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2321 პაციენტმა, რომლემაც გულის შეტევა გადაიტანეს. მათი საშუალო ასაკი 67 წელი, ხოლო მოხალისეთა უმეტესობა, 68 პროცენტი მამაკაცი იყო.

ექსპერტებმა შეაფასეს პიროვნების მტრული მოქმედების დონე, რომელიც ითვალისწინებდა დადებითი და უარყოფითი ემოციების სიხშირეს პიროვნების აშლილობის დიაგნოსტირების მიზნით. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ მონაწილეთა 57 პროცენტს აღენიშნებოდა მტრული, ნეგატიური საქციელი.



აღმოჩნდა, რომ ხშირი ნეგატიური საქციელი იყო მეორე ინფარქტის და შესაბამისად სიკვდილის წინაპირობა, განურჩევლად სქესისა, განათლების, ოჯახური მდგომარეობის, ჰიპერტენზიის, დიაბეტის არსებობის თუ მოწევის შემთხვევაში.


გარდა ამისა, სწორედ მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ სარკაზმი, ცინიზმი, ბოღმა და სხვა მსგავსი უარყოფითი პიროვნული ნიშნები. ამასთან, ჯერჯერობით დაუდგენელია, ზუსტად როგორ მოქმედებს ორგანიზმზე ნეგატიური მოქმედების დონე.


image


ასევე დაგაინტერესებთ


ამერიკელმა ანალიტიკოსებმა სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის ბიოქიმიური კრიზისი შეისწავლეს. ორი ამერიკული ინსტიტუტის - დარტმუთის კოლეჯის და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ არსებობს ასაკი, როდესაც ადამიანი განიცდის ცხოვრების ყველაზე უსიამოვნო მომენტებს. ანალიტიკოსები ირწმუნე...


ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სრულმასშტაბიანი კვლევა ჩაატარეს ესპანელმა მეცნიერებმა ნავარის უნივერსიტეტიდან, რა დროსად დადგინდა იმ საკვები პროდუქტების ნუსხა, რომელიც ნაადრევ დაბერებას იწვევს.მეცნიერთა კვლევის შედეგები გამოქვეყნდა American journal of Clinical nutrition. ხანგრძლივი კვლევა სახელწოდებით Sun Progection 1999 წლიდან 2018 წლამდ...


საბინადრო არეალის შემცირებამ, ხელოვნური განათების და სასუქების ზრდამ პესტიციდებთან ერთად, არა მხოლოდ ჩვენთვის საყვარელი მანათობელი ხოჭოების, არამედ სხვა მწერების გადაშენების მთავარი მიზეზი იქნება. ექსპერტები შიშობენ, რომ მალე დედამიწაზე არსებული მწერების 40% შეიძლება საერთოდ გაქრეს, რაც ეკოსი...


სექსუალურმა შიშებმა შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები. ასტროლოგებმა დაასახელეს მამაკაცთა მთავარ შიშები ზოდიქოს ნიშნების მიხედვით, რომლებიც დაკავშირებულია ინტიმურ ცხოვრებასთან. იმპოტენცია ვერძი, მშვილდოსანი, მორიელი- ყველაზე მეტად ეშინიათ ერექციასთან დაკავშირებული პრობლემების. ამ...

0
51
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0