x
მეტი
  • 22.09.2020
  • სტატია:103477
  • ვიდეო:347757
  • სურათი:467767
"მთავარი "კომპრომატი" ისაა რომ ტელევიზიის სახეებს გვარამია ბინებს ყიდულობდა!"- ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე გუშინ, "ტელეიმედის" გადაცემა "არენაში", "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხელისუფლების მხრიდან 8 წლის თავზე კვლავ "ნაციონალური მოძრაობისა" და პირადად, გვარამიას მიმართ პიარს "ცირკ შაპიტოს" უწოდებს. "გვარამიას კვალი მედიაში" ასე ჰქვია "იმედზე" გასულ რეპორტაჟს, სადაც ავტორი ყოფილი მთავარი პროკურორის მხრიდან უკვალოდ გამქრალ მილიონებზე, მითვისებულ თანხებზე და პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენებულ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებაზე საუბრობს: "გვარამიას კვალი მედიაში, - ასე ქვია "იმედის" მორიგ სიუჟეტს ჟურნალისტებზე ! რვა წელია ქოცების პიარის ვერაფერი გავიგე, მაგრამ რვა წლის თავზე ისევ ნაცებს და გვარამიას რომ ებრძვიან, ესაა ცირკი შაპიტო ! ნუ კვალი ანუ მთავარი "კომპრომატი" ისაა რომ ტელევიზიის სახეებს გვარამია ბინებს ყიდულობდა და ბონუსებს აძლევდა !"- დაწერა გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ "ფეისბუქის"პირად გვერდზე.





0
399
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
399