x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ზღაპრიდან რეალურ მოგზაურობაში გადასვლა

ჰე, მოგზაურობა მეგობარო, აღმოჩენები ჩემო კარგო, არ მოგენატრა? ერთ დროს ძალიან გიყვარდა.ყოველ დღე, ჩანთებს გადმოიღებდი კარადიდან და თბილ ტანისამოსს აწყობდი მასში.ასე ამბობდი ხოლმე, ბევრი რამ რომ ჩამეტიოს ისე უნდა დავკეცო, რომ ადგილი დარჩეს-ო.ასეც აკეთებდი და გამოგდიოდა კიდეც.მე, კიდევ გადარეულს გეძახდი რადგან უამრავი ნივთი მიგქონდა 2-დღიანი მოგზაურობისთვის.წიგნებიდან დაწყებული წინდამდე დამთავრებული.ერთი სიტყვით მომარაგებული იყავი ყველა წვრილმანი დეტალით იმით რაც გჭირდებოდა და საერთოდ მნიშვნელოვანი იყო.კაი, ხო ვაღიარებ, რომ გეხუმრებოდი და მართალი იყავი ეს მუდამ ასე იყო...წინასწარ ჯავშნიდი ხოლმე ბილეთებს, მუდამ ფანჯრიან მხარეს ირჩევდი დასაჯდომად.გზაში ყოფნის დროს, ფანჯრიდან არემარეს გაჰყურებდი ტკბებოდი საუცხოო მშვენიერებით და შენზე დიდ შთაბეჭდილებასაც ახდენდა ამგვარი საგზაო მოგზაურობა.ძალიან მოგწონდა, განსაკუთრებით კი როცა უცხო ქვეყანაში მიფრინავდი, თვითფრინავში იჯექი სულ სხვაგვარად განიცდიდი თვითფრინავის ფრთების გაშლას, ნელ შეერთებას ჰაერთან, შემდეგ ისევ ნელი ნაბიჯებით შეერთება ცასთან...ჩქარდება უფრო და უფრო, გული გიცემს ნერვიულობისგან განცდებში ხარ წამიერად კი უერთდები უსასრულო ცას...მაღლა და მაღლა ადიხარ, თითქოს არ სრულდება-ო.შიშისგან თვალები გაქვს დახუჭული მაგრამ ბედავ და ნელ-ნელა ახელ.ჯერ ერთ თვალს შემდეგ მეორეს და გაჰყურებ საოცრებას რომელიც ბუნებამ შექმნა.ბუნების ქმნილებას აკვირდები, პირი გრჩება ღია.თვალის გუგა გაფართოებული გაქვს, უცაბედად პირიდან აღმოგხება გაკვირვების, გაოცების ბგერები, სიტყვები. აააჰჰ...ვვვააუუ...ეეეე...იწყებ ღიმილს.ეს იცით რისი ღიმილია? გაკვირვების..რომ არ გჯერავს ცაში ხარ, ზემოდან ხედავ ხმელეთს, მიწას და იქიდან როგორ სხვაგვარად ჩანს ყველაფერი.ვერაფერს გაარჩევ, ფერადი წერტილები რომლებიც მოძრაობაში არიან მოლეკულების მსგავსად...მთელი სხეულითა და გონებით უყურებ ცას თავისუფლებას განიცდი, თითქოს გულთან ახლოს აღარ მიგაქვს არაფერი, აღარ გიჭერს შინაგანად სულის თასმა რომელიც წლების მანძილზე ჩასუნთქვა ამოსუნთქვაში გიშლიდა ხელს.მოგეხსნა ეს დაძაბულობა და მშვიდად ხარ.ამის შემდეგ წყნარად ესვენები 《მფრინავი პეპელას 》უჩვეულო სკამზედ, ხუჭავ თვალებს ისევ წარმოიდგენ იგივეს რადგან თავი სიზმარში გგონია ახელ მოთარეშე რაღაც დოზით მოძრავ და მოთამასე, სწრაფმავალ თვალებს და ხედავ რომ იგივე სიტუაცუაა...ის, შეგრძნებაა ყველაზე მაგარი როცა რეალობა ზღაპარი გგონია და საოცარ თავს შესძახებ ხოლმე 《გეყო უკვე, გამოფხიზლდი.ცუდია ბევრი სიზმრები》 არადა ვერა და ვერ ფხიზლდები.იქ, სადაც რეალობაა გამოფხიზლებაც გამორუცხულია რადგან ისედაც ფხიზელ მდგომარეიბაში ხარ და არა სიზმარში სადაც ზღაპარს ხედავ.დიახ, ასეა ხანდახან სურვილებიც სრულდება, თან სრულიადმოულოდნელად.მოულოდნელობას ერთი კარგი დადებითი თვისება ახასიათებს მოდის მაშინ როცა არ ელოდები, დაუპატიჟებელი სტუმარივითაა რომელიც უცაბედად სუპრიზს გიკეთებს და რეალურ ზღაპარს გიქმნის.ხშირია ხოლმე ადამიანთა წრეში ის მოსაზრება, რომ 《ზღაპარი, სისულელეა.მოგონილი ამბავია რომელიც არასდროს დადგება რეალურ ცხოვრებაში》 არადა როგორ ხშირად ვცდებით ხოლმე, თვითონ ჩვენი ცხოვრებაა კარგი ან ცუდი ზღაპარი.ადამიანები ამ ზღაპრის კეთილი თუ ბოროტი გმირები.როგორც ზღაპარში კვდებიან ისეა რეალობაშიც, როგორც ზღაპარში აქვთ ისტორიები ისეა ცხოვრებაშიც.სიცოცხლე ისტორიის გარეშე წარმოუდგენელი, უგემური ხილია რომელსაც არც ფიზიკურობა აქვს და არც შინაგანი ნაწილი.უხილავია, ვერ ჩაკბეჩ გემოს ვერ გაუსინჯავ და ვერც ფიზიკურად შეაფასებ მის მონაცემებს.უხილავად მიმდინარეობს სიცოცხლეში ზღაპარი, ხან სუპრიზებიც აქვს.კარგიც ხდება ხოლმე და ცუდიც..მთავარია ამა თუ იმას ჩვენ რა თვალით შევხედავთ ან მომავალში როგორ შევხვდებით.ზღაპარია თუნდაც ის, რომ რაღაც ახალს აღმოაჩენ, მიაღწევ, იპოვი და პირველი შენ გააჟღერებ მნიშვნელოვანი სიახლის სახით.ასევე ზღაპარია როდესაც იმ ადგილას აღმოჩნდები და ნახავ ისეთ სანახაობას რაც შთამბეჭდავი იქნება და დიდ გაურკვევლობაში ჩაგაგდეს.საიდან ასეთი სილამაზე? ბუნება ქმნის საოცრებებს, რომელიც უსასრულოდ გარდიქცევა.უსასრულობას კი ჩვენც ვუერთდებით და განვიცდით იმ სიამოვნებას რასაც ბუნება გვანიჭებს, გვჩუქნის და ჩვენამდე მოაქვს.ჩვენ კი ამას ვიღებთ, ხელს ჩავჭიდავთ და შევდივართ მასთან ჰარმონიულობასა თუ ურთიერთობაში.აქედან წარმოიქმნება ჰაერმონია რომელიც ბუნებას ახასიათებს და უფრი მეტიც ადამიანის შინაგან საყაროშიც კი აღწევს.თუნდაც ოცნებები, სურვილები რომელიც ბავშვობიდან გონებას დასტრიალებს და გვამოგზაურებს გამოგონილ სამყაროში.ან კიდევ მოგზაურობა, ადგილების აღმოჩენა.დაპყრობა ყველა სიმშვენიერისა და განცდა პირველობის.მონახულება მთელი მსოფლიოში, კულტურის, წესების, იქაური ადამიანების ჩვევების, ხასიათის გამოცნობა..კერძების დაგემოვნება, სასმელების დეგუსტაცია..ტკბილეულის არომატი რომელიც უცხოელების გულს იპყრობს და არა მარტო ესა და სხვა დეტალები რომელიც მოგზაურობის დროს გხვდება.იგივე ბუნების ქმნილებანი.ზღვა, მდინარე, ტბა... სადაც ბუნება ვახსენე, იქაც ვთქვათ ჰაერი, კლიმატი... იქაური მაღაზიები, მოლები.თუნდაც მეზობლობა ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება და მთავარი მათი წესების ათვისება... საზოგადიებრივი ტრანსპორტი, მძღოლი.სპორტი, ფინტეს დარბაზები, სკვერები და ბაღები მობიბინე სიმწვანე ირგვლივ.ჯანსაღი ცხოვრება ამა თუ იმ დეტალებს აქცევ ყურადღებას და სწავლობ მათ კულტურას, ცხოვრების წესსა და ქცევებს.ეცნობი უცხოელ ხალხს და შენც უყვები საკუთარ სამშობლოზე...აკეთებ შედარებებს და ამ დროს საუბარი საინტერესო მეტად ინფორმაციული ხდება.ამ ყოველივეს ითვალისწინებს მოგზაურობა რომ შეცნო სამყარო, ნახო მედლის მეორე მხარე.გაიცნო ადამიანები, მათი კულტურა და წესები.მოგზაურობა გვჩუქნის ულევ მოგონებებს და დაუვუწყარ კადრებს წარსულიდან რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს ყველა ადამიანის გონებაში, სულსა და გულში.რაც მეტად აქტიური იქნები, მეტ ქვეყანასა და ქალაქს მოინახულებ მით უფრო გამოგადგება ცხოვრების ყოფაში და სიცოცხლის შემსუბუქებაში.გექნება ინტერესი შემდგომში ისწავლო ესა თუ უს ენა და ისევ სცადო იქ წასვლა.ამით პირველყოვლისა საკუთარ თავს მიანიჭებ სიამოვნებას, ბედნიერების განცდას დაიკმაყოფილებ ყველა სურვილს ოასუხ გაუცემელ კითხვებს ნელ-ნელა გაეცემა პასუხი ამასობაში ძიების პროცესში მიაგნებ ოქროს გასაღებს რომელიც დამალული იყო.გაიცნობ საკუთარ თავს სხვა მხრიდან, შენივე ინდივიდუალიზმსა და მთლიანობას რომელსაც სრულყოფილება ჰქვია.სრულყოფილი გახდები, აღმოჩენებით შეივსებ კუბიკებივით ცარიელ, თეთრ ადგილს რომლის ნაკლებობასაც ერთ დროს განიცდიდი და ეს გაწუხებდა.შეივსები, მოგეცემა უამრავი შესაძლებლობა, შანსი რათა დაუმტკიცო საკუთარ თავს შემდეგ კი სხვებს თუ ვინ ხარ, როგორი ხარ და რა ცოდნა გაქვს ხელთ.სულიერ ჰარმონიულობას გარშემომყოფებსაც კი გაუზიარებ.გაიხსნები, ღია იქნები ურთიერთობის დროს, გამოავლენ უნარებს რაც უამრავმა ცდამ, ექსპერიმენტმა ჩაგინერგა, გასწავლა, ზრდაში დაგეხმარა და დღემდე მოგიყვანა როგოimage

რც განვითარებული, ძლიერი ფიგურა.ნამდვილი მოგზაურობა იწყება იქიდან სადაც დაიბადე, მთავარ პერსონად გთვლიან და მთავრდება იქ სადაც წარუშლელ კვალს დატოვებ.image

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0