x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შორენა ბეგაშვილი ესპანეთში კანონიერ ქურდთან ერთად ისვენებს
imageმოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი.შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც იგი მის ახალ საყვარელ მამაკაცთან, ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ ლაშა ბარათელთან ერთად ესპანეთში ისვენებს.



წყვილის რომანი არც თუ ხნის წინ დაიწყო და გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი ბიზნესმენ ქმარს, ირაკლი ნანაძეს სწორედ ლაშა ბარათელის გამო დაშორდა.ბევრს ახსოვს ალბათ შორენა ბეგაშვილის შარშან იუსტიციის სახლიდან გამოქვეყნებული ფოტო, სადაც იგი განქორწინების მოწმობას გვაჩვენებს.


image

რა არის ცნობილი ლაშა ბარათელის შესახებ?Прайм крайм-ის ინფორმაციით ბარათელი, მეტსახელად "ჭია"დაიბადა 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში.



2014 წლის მარტში იგი თურქეთში მის ქურდად კურთხევაში მონაწილეობდნენ: ვიბლიანი გ.ლ. (გიგა), ჭურაძე თ.რ. (ალეკო შოშია), ჩხიკვიშვილი დ.დ. (დათო სურგუტსკი), ჯანიევი რ.რ. (როვშან ლენკორანსკი), გორაძე მ. გ. (ლავასოღლი ბათუმსკი) და მირცხულავა ლ. მ. (პუჭურა).

ლაშა ბარათელს მჭიდრო კავშირი ჰქონდა 2016 წელს სტამბულში მოკლულ როვშან ჯანიევთან, იგივე ლავასოღლისთან, სწორედ ამ დაჯგუფებას უკავშირებენ „დედ ჰასანის“ მკვლელობას, რის გამოც ლაშა ბარათელზე შურისძიება არაერთხელ სცადეს, ისევე როგორც ამავე კლანის სხვა „კანონიერ ქურდებზე.

მანამდე, 2014 წელს ლაშა ბარათელს „დედ ჰასანის“ დაჯგუფების წევრები სასტიკად გაუსწორდნენ, რადგან იგი ითვლებოდა "დედ ჰასანზე" თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორად, მაშინ „ჭია“ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

image

. 2016 წლის ზაფხულში ბარათელი რუსეთში დააკავეს და საქართველოში გამოადეპორტეს, გამომდინარე იქიდან, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე კონკრეტული დანაშაულის ჩადენა ვერ დაუმტკიცეს და ამასთანავე, ბარათელი ოფიციალურად საქართველოს მოქალაქე არ გახლავთ, სამართალდამცველებს მას თავისუფლების სანაცვლოდ „კანონიერ ქურდს“ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, გავრცელებული ინფორმაციით იგი ბოლო წლები თურქეთში იმყოფებოდა.
image




1
182
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
182
  
2020, 15 სექტემბერი, 21:13
შოკა გუალობს
0 1 1