x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ამერიკელმა მეცნიერმა ექსპერიმენტი ჩაატარა: ნახეთ, რა იცვლება როდესაც ადამიანი სამედიცინო ნიღაბს ატარებს

image


ქვეყნების უმეტესობამ თვითიზოლაციის რეჟიმი უკვე შეასუსტა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პანდემიამ გადაიარა და ნიღბების ტარება უნდა შევწყვიტოთ.საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სულ უფრო ცოტა ადამიანს ნახავთ პირბადით, რადგან თვლიან რომ ის მათ ვირუსისგან არ იცავს. სწორედ ასეთი ურწმუნო ადამიანებისთვის გადაწყვიტა კლინიკური მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის დირექტორმა რიჩ დევისმა საკუთარი ექსპერიმენტის საშუალებით ნიღბის ტარების ეფექტურობა ეჩვენებინა. ამერიკელმა მეცნიერმა ამისთვის პეტრის აგარ - აგარიანი ფინჯნები სხვადასხვა დანიშნულებისთვის - საუბრისთვის, სიმღერისთვის, ხველისთვის და დაცემინებისთვის გამოიყენა. მოდით ვნახოთ, რა აჩვენა აღნიშნულმა ექსპერიმენტმა და ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდეთ, რომ სამედიცინო ნიღაბმა თავისი საქმე მართლაც რომ ხუთიანზე იცის.



რა რაოდენობით ბაქტერიას ავრცელებს ადამიანი ნიღბის ტარების დროს და მის გარეშე?

image


პანდემიის დროს ადამიანებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს როგორია სახეზე მუდმივად პირბადის ტარება, სწორედ ამიტომ მკვლევარმა გადაწყვიტა თვალნათლივ ეჩვენებინა, თუ რა იცვლება როდესაც ადამიანი ნიღაბს იკეთებს. ახალგაზრდა მკვლევარი რიჩ დევისი პეტრის აგარ - აგარიან ფინჯნებში ჯერ ნიღბით და შემდეგ მის გარეშე - მღეროდა, საუბრობდა, აცემინებდა და ახველებდა.





რესპირატორული წვეთების საშუალებით გავრცელებადი ბაქტერიები. ნიღბით / უნიღბოდ


image


ფოტოზე მოცემული თასები მეცნიერის შემდეგ ქმედებებს შეესაბამება:



1. ერთი დაცემინება



2. 1 წუთიანი სიმღერა



3. 1 წუთიანი საუბარი



4. ორჯერ დახველება



ფინჯნებში არსებულმა ბაქტერიებმა აჩვენეს, თუ სად დაეცნენ წვეთები. ჩანს, რომ ნიღაბი მათ გავრცელებას თითქმის მთლიანად ბლოკავს.





ხველის დროს სხვადასხვა მანძილზე ბაქტერიების გავრცელების შემოწმება


image


ექსპერიმენტი აჩვენებს, საჭირო მანძილის შენარჩუნებით თუ რამდენად არის ჩვენი უსაფრთხოება დაცული




ნიღბით / უნიღბოდ. დაშორება: 60 სმ, 120 სმ და 180 სმ


image


15 წამიანი ხველის შემდეგ გავრცელებული ბაქტერიების რაოდენობა, თქვენ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავთ. ამ ექსპერიმენტის შედეგად მხოლოდ ერთი რამ გამოიკვეთა, რაც აქამდე ისედაც ცხადი იყო: პირბადე ნამდვილად იცავს - და ეს დამტკიცებულია! მათი ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბაქტერიების გავრცელების დაბლოკვას ხელს უწყობს, რაც ჩვენი ყოველდღიურობისთვის ასეთი მნიშვნელოვანია.







0
638
6-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
638