x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სტამბოლში მოკლული 32 წლის თამთა ჯანჯღავას მეუღლე განზრახ მკვლელობის ბრალდებით იძებნება
imageთურქეთში, ქალაქ სტამბოლში მოკლული ახალგაზრდა 32 წლის მკვლელი მისივე მეუღლე, ზუგდიდელი ირაკლი შურღაიაა.


32 წლის თამთა ჯანჯღავას სტამბულში, ჩაკეტილ სახლში იპოვეს.მას დანით 17 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, აგრეთვე ცხედარს ცემის კვალიც აღენიშნებოდა ირაკლი შურღაია მკვლელობის ადგილიდან მიიმალა!

ოჯახის ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ხშირად იყო და შვილების გამო ქალი ყველაფერს იტანდა.ახლობლების გადმოცემით, ქმარი ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა და მკვლელობის მცდელობას წარსულშიც ჰქონდა ადგილი.ერთხანს დაშორებულებიც იყვნენ, მაგრამ ქმარმა იმდენი ქნა მაინც შეურიგდა და მასთან იყო.

"ბოლო სამი წელია თურქეთში ცხოვრობს. იქ მუშაობდა და ოჯახს არჩენდა. საქართველოში დაშორდნენ, ქმარმა იმდენი ქნა მაინც შეურიგდა და მასთან იყო. პარასკევს საღამოს ველაპარაკეთ, მერე კონტაქტზე არ გამოვიდა. იქ მცხოვრებ ქართველებს დავურეკეთ. პოლიციამ კარები შეამტვრია ბინის და ჩემი დის ცხედარი ძირს ეგდო, დანით ქონია დაზიანებები მიღებებული სახის არეში“, – განაცხადა მოკლული თამთა ჯანჯღავას დამ.


image

გარდაცვლილს სენაკში ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

თამთა ჯანჯღავაზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე განცხადება პოლიციაშიც იყო შეტანილი. თუმცა ქმარმა, ირაკლი შურღაიამ ქვეყნის დატოვება მაინც მოახერხა. ახლა კი განზრახ მკვლელობის ბრალდებით იძებნება.


0
218
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0