x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე გიჟური "სამოსი", რომელიც 2000-იან წლებში ყველას გვეცვა
შეიძლება ითქვას, რომ 2000-ნი წლები მოდის იტორიაში ყველაზე საშინელი პერიოდი იყო. რაც უფრო ხშირად ვიხსენებთ ამ პერიოდს, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ მაშინ ტენდენციები იქმნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ქალების დამახინჯებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ ავხსნით ამ ყველაფერს, რაც ნამდვილად გვეცვა.


image


მოდით, მივეცეთ ნოსტალგიას და ჩვენი ცნობილი ვარსკვლავებით გავიხსენოთ, თუ როგორი აბსურდული და საშინელი რაღაცები გვეცვა.



1. შარვალი თასმებით. image



დღეს თუ გაგვაოცებს შარვალი ელვის გარეშე, მაშინ ეს მაღალი მოდის ნისანი იყო და ის ჯენიფერ ლოპეზსაც კი ეცვა.






2. კლასიკური "ჟილეტი". image


გასულ ათწლეულებში ვის მოუვიდა აზრად მსგავსი ტენდენცია დაემკვიდრებინა, უცნობია, თუმცა ე.წ ჟილეტები ეცვათ მაისურებზე, პერანგებსა და (გაგიკვირდბეათ და) შიშველ ტანზეც. როგორც ჩანს, ფერჯი არ ჩამორჩებოდა ტენდენციას.





3. უცნაური და დიდი ზომის ბიჟუტერია. image


მაშინდელი ტენდენციის აქსესუარები შეგვიძლია, რომ ცალკე თემადაც მივიჩნიოთ. უზარმაზარი საყურეეები ბოჰოს სტილში, ბუმბული, პლასტმასის ფერადი მძივები და ყელსაბამები და ა, შ.






4. ბოლოკაბა კონა. image


ფუშფუშა ბოლოკაბა კონა ფილმიდან "სექსი დიდ ქალაქში" ისეთ ჰიტად იქცა, რომ მთავარი გმირის შემდეგ (სარა ჯესიკა პარჯერი), ის ბევრმა ზრადსრულმა ქალმა მოირგო.





5. შარვალი კარგო. image


რა შეიძლება იყოს მსგავს შარვალზე უარესი? ფართე, უაღრესად დაბალი წელი და ვიწრო ტოტები, რომლებსაც ასევე ჩექმაში ჩაიტანდნენ ხოლმე. როგორც ხედავთ, ფერჯი 2000-იანების დედოფალი იყო.





6. ფართე ქამრები უზარმაზარი შესაკრავით. image


მაშინდელი ტენდენციის ერთი უცნაური აქსესუარიც სწორედ ეს ქამარი იყო. მათი გამოყენება პირდაპირი მნიშვნელობით შეუძლებელი იყო, მხოლოდ დამატებით აქსესუარად თუ "გამოგადგებოდათ".





7. ძალიან მოკლე ბოლოკაბა "პლისით". image


ასევე მეტად უცნაური და ტენდენციური იყო მაშინ ძალიან მოკლე ბოლოკაბა პლისით, რომლის ტარების მიზანს დღემდე ვერ ჩაწვდა ბევრი, რადგან იმდენად მოკლე იყო, კაბა იყო თუ ქამარი, რთული იყო გარკვევა, თუმცა ბევრ გოგონას და მათ შორის ცნობილებსაც "ეცვათ".





8. თვალისმომჭრელი ფერის კოლგოტები. image


იმ წლების მეტად პოპულარულ ტრენდს წარმოადგენდა ცისარტყელა კოლგოტები. შეგეძლოთ სამოსთან სრულიად შეუფერებლად ჩაგეცვათ ის ფერი, რომელიც მოგინდებოდათ. ახლა თუ ეს სასაცილოა, მაშინ ყველაზე პოპულარულ მოსწავლედ გაქცევდათ.





9. ძაღლი ჩიხუახუა ხელში... image


გაოცდით, ხომ? გასული ათწლეულების მოდის ტენდენციებში აქსესუარად სწორედ ჩიხუახუას გამოიყენებდნენ. პერიზ ჰილტონისა და ბრითნი სპირსის ფოტოებში მრავლად შეხვდებით ამ "პაწაწუნა მეგობარს".





10. კაბა კასრი. image


შეიძლება ითქვას, რომ 2000-იანებში მოდა შეშლილი იყო. აბა სხვა რა დიაგნოზი შეიძლება დაისვას? კაბა, რომელსაც კასრის ფორმა ჰქონდა და სრულიად ამახინჯებდა ქალის ფიგურას, როგორ შეგვეძლო გვცმოდა? მადლობა ღმერთს, რომ მალევე გადაშენდა. თუმცა, "სტილის ხატი" პერიზ ჰილტონი მისი დიდი მოყვარული იყო.





0
1213
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0