x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103600
  • ვიდეო:347828
  • სურათი:467971
უროლოგების სენსაციური დასკვნა: ბევრი სექსი ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტია
უახლესი სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ სექსი არამარტო ძალიან სასიამოვნოა, არამედ სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივებასაც უწყობს ხელს.


როგორც მკვლევარ შაროხ შარიათის გარშემო შემოკრებილი თერთმეტი უროლოგისგან შემდგარმა ჯგუფმა დაადგინა, მუდმივი სექსი (სულ მცირე, კვირაში ერთხელ მაინც) ადრეული სიკვდილის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.


“სექსუალური აქტივობა ჯანმრთელობის ინდიკატორია სიკვდილის ყველა მიზეზის და კიბოსგან გამოწვეული სიკვდილიანობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საშუალო ასაკის ზრდასრულებში”, - ნათქვამია ჟურნალ “სექსუალურ მედიცინაში” გამოქვეყნებულ სტატიაში.


მეცნიერები აშშ-ში 15 269 ზრდასრულ ინდივიდს, რომელთა ასაკი საშუალოდ 20-59 წელი იყო, 10 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ. მათი 71, 7 % წელიწადში მიახლოებით 12-ჯერ კავდებოდა სექსით, ხოლო 36, 1 % - 52-ჯერ ან მეტჯერ წელიწადში.



მეცნიერებმა 15 ათასიდან 12 500 ცდის პირზე აბსოლუტურად სანდო ინფორმაციები მიიღეს. ეს ცდის პირების სიკვდილსაც ეხება. 228 სიკვდილის შემთხვევიდან 29 კავშირში იყო გულსისხლძარღვთა დაავადებებთან (მაღალი წნევა, ინსულტი, გულის ინფარქტი), ხოლო 62 - კიბოსთან.


საბოლოოდ გამოირკვა, რომ მათ, ვინც კვირაში ერთხელ მაინც კავდებოდა სექსით, 49 %-ით უფრო მცირე ჰქონდა ნაადრევი გარდაცვალების შანსები ვიდრე მათ, ვინც სექსით წელიწადში 12-ჯერ ან უფრო ნაკლებჯერ კავდებოდა.


ასე რომ, თუ ვინმე გეუბნებათ, რომ რელიგიური ან სხვა რაიმე მოსაზრებებიდან გამომდინარე თავი უნდა შეიკავოთ სექსისგან, უკვე დარწმუნებული შეგიძლიათ ბრძანდებოდეთ, რომ მას თქვენი დაღუპვა სურს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.


სექსი

0
893
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
893
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0