x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103597
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467984
ვიხილავთ თუ არა წელს iphone 12?

image
კომპანია ეიფლმა წელს ნამდვილად გააოცა მსოფლიო და 12 სექტემბრის ნაცვლად დაანონსა 15 სექტემბერი, სადაც უნდა წარადგინოს apple watch 6 და iPad Air 4, ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემები აქტიურად ავრცელებენ. ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება ვიხილავთ თუ არა iPhone 12-ს ყოველწლიურ პრეზენტაციაზე. გამოცემები აქტიურად განიხილავენ ვერსიას, რომ წლევანდელი ღონისძიება განსხვავებული იქნება და კომპანია არ წარადგენს ახალ აიფონს სექტემბერში. მათი ვარაუდით ეიფლი მომხმარებლებს ახალ სმარტფონს ოქტომბერში წარუდგენს.

რაც შეეხება apple watch 6-ს დიზიანით იდენტური იქნება მისი წინამორბედის და ამასთანავე გაუმჯობესებული ტექნიკურ მახასიათებლებით. კომპანია დიდი ალბათობით საათს წარადგენს პულქსოსიმეტრის ფუნქციით, რაც იმას ნიშნავს რომ მოწყობილობა მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას სიახლში ჟანგბადის დონის ცვლილების შესახებ.image

რაც შეეხება iPad Air 4-ს ის ბაზარზე გაუმჯობესებული პროცესორით გამოჩნდება. მთავარი სიახლე კი ერთ-ერთი ვერსიით home bottom არაარსებობა და თითის ანაბეჭდის სკანერის პირდაპირ ეკრანზე განთავსება იქნება. სავარაუდოა რომ მოდელის დამტენი პორტი შეიცვლება.image

რეალურად რას გვიმზადებს ეიფლი ამას 15 სექტემბერს გავიგებთ.

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:ია შენგელია
ია შენგელია
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0