x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გასაოცარი აღმოჩენა: შესაძლოა, მეცნიერებმა ვენერაზე სიცოცხლის კვალს მიაგნეს
ვენერა თითქმის ზუსტად დედამიწის ზომისაა - მასსა და ჩვენს პლანეტას შორის განსხვავება გარშემოწერილობაში მხოლოდ სულ რაღაც 200 კილომეტრია, მაგრამ ჩვენი მეზობელი ციური ობიექტის ზედაპირზე ჯოჯოხეთური 490 გრადუსი მეფობს ცელსიუსით და მისი ატმოსფერული წნევაც დედამიწისაზე 90-ჯერ უფრო ძლიერია. ამიტომ აქამდე მეცნიერები გამუდმებით ფიქრობდნენ, რომ ვენერაზე სიცოცხლისთვის უვარგისი პირობები იყო, თუმცა უახლესმა აღმოჩენამ, რამაც ბოლო ერთი საათის მანძილზე უკვე ააჭრელა მთელი ინტერნეტი, შესაძლოა ეს მოსაზრება თავდაყირა დააყენოს: მეცნიერებმა ჩვენს უახლოეს მეზობელ პლანეტაზე დაკვირვებისას მის ატმოსფეროში მონოფოსფანის კვალი აღმოაჩინეს, რაც დედამიწაზე ბიოლოგიური პროცესების ზემოქმედების შედეგად წარმოიშობა.


ზემოთქმულის გამო ასტრობიოლოგების ნაწილი უკვე აღარ გამორიცხავს სიცოცხლის არსებობას ვენერაზე.


მეცნიერები ვენერას ჯეიმს კლერკ მაქსველის და ატაკამას ტელესკოპებით აკვირდებოდნენ, როცა სპექტრული ხაზების გაანალიზების შედეგად მონოფოსფანი იპოვეს.


მკვლევარები ჯერჯერობით ფრთხილობენ და დაზუსტებით არ ამბობენ, რომ სიცოცხლის კვალს მიაგნეს, თუმცა მსგავსი ოდენობის მონოფოსფანის წარმოქმნა ჩვენს პლანეტაზე მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს შეუძლიათ. თუმცა, მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ჯერაც შეუსწავლელ და ამოუხსნელ ბუნებრივ პროცესებთან ჰქონდეთ საქმე.



აქამდე რობოტული მისიები ვენერას მიმართულებით არასოდეს განხორციელებულა, რადგან ამ პლანეტაზე მეცნიერები სიცოცხლის არსებობას ყველაზე ნაკლებად მოელოდნენ, თუმცა მონოფოსფანის აღმოჩენის შემდეგ საჭირო გახდება დედამიწის მეზობელი ციური სხეულის მიმართულებით “გონიერი” ტექნოლოგიური მისიების გაგზავნა, რათა დაზუსტდეს, თუ რა წარმოადგენს ასეთი დიდი რაოდენობის მონოფოსფანის წყაროს.


ვენერა

0
398
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0