x
image
alex999
Mediator image
7 საშიში ბუნებრივი ფენომენი დედამიწაზე!
მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი და ასე შემდეგ... ეს ის მოვლენებია, რომელსაც ადამიანის ძალა ვერ უმკლავდება. დღეს გაგაცნობთ კიდევ 7 საშინელ ბუნებრივ ფენომენს, რომელიც ჩვენს პლანეტაზე არც ისე იშვიათად ვითარდება.


image








1. წყალქვეშა ვულკანები - მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე ამოფრქვეული ვულკანები საშინელი და საშიშია, ჩვენ მათ შეჩვეულები ვართ. თუმცა არსებობს წყალქვეშა ვულკანებიც, რომლების ხილვაც ასევე შესაძლებელია. ზოგიერთი მათგანი დღესაც აქტიურია, და მეტიც, არც ისე ღრმად არსებული წყალქვეშა ვულკანები ორთქლისა და მცირე ზომის ქვების ამოტყორცნით ადვილად შესამჩნევია წყლის ზედაპირზე. მათი უმეტესობა იმდენად ღრმადაა, რომ მათ ზემოთ არსებული წყალი უზარმაზარი წონის ზეწოლის (ატმოსფერულ წნევაზე 250-ჯერ ძლიერი) შედეგად ამცირებს როგორც მაგმის, ასევე ორთქლისა თუ რაიმე სხვის ამოხეთქვისა და მათი ზედაპირამდე ამოღწევის რისკს. ამოხეთქვის შემთხვევაშიც კი ეს სრულიად შეუმჩნეველია, ვინაიდან ამოფეთქვისას გამოყოფილი წნევის ოკეანის ზედაპირზე ამოსვლამდე მილევა ხდება. წყალქვეშა ვულკანების გარშემომცველი წყალი შეიძლება გახდეს ისევე როგორც მათი შემაკავებელი, ასევე ამოხეთქვის მიზეზი, ვინაიდან როდესაც ზღვის წყალი აქტიური ვულკანის ხვრელში იღვრება, მძვინვარე აფეთქებებს აქვს ადგილი, მისი თანმდევი მაგმა კი იმდენად სწრაფად ცივდება ოკეანის ზედაპირზე ამოღწევამდე, რომ წყალზე უკვე ქვიშად და ქვის ნატეხებად დანაწევრებული ლავა ამოდის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ საშინელი ბუნებრივი ფენომენის დროს, ზღვისგან თავი მაქსიმალურად შორს უნდა დავიჭიროთ!

image





2. ყინულის ცუნამი - ცუნამი ისედაც იცით, რომ ძალიან საშინელი ბუნებრივი მოვლენაა. თუმცა უარესიც არსებობს... ეს ყინულის ცუნამია, რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ ხშირად ევლინება ჩვენს პლანეტას. ყინულის ცუნამის ერთი საშუალო ფართობის სოფლის სრულიად განადგურება შეუძლია. როგორც ცნობილია, დღემდე მისი მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრაა.

image





3. ზღვის ტორნადო - ძლიერი, საშიში, მბრუნავი ჰაერის სვეტი, რომელიც დედამიწის ზედაპირს ეხება და ღრუბლების შეჯახების დროს წარმოიქმნება. ტორნადო სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა, მაგრამ, ძირიათადად, შესქელებული საკვამურის ფორმა აქვს, რომლის ვიწრო მხარეც დედამიწიდან ყველაფერს ისრუტავს და ხშირად მტვრის ღრუბლებს ტოვებს. ტორნადოების უმეტესობას აქვს ქარის სიჩქარე 110 მილი საათში (177 კმ) და სიგრძით დაახლოებით 80 მეტრია. სანამ გაქრება, იგი რამდენიმე კილომეტრს გაივლის. ყველაზე საშიში ტორნადოების ქარის სიჩქარე 300 მილს აღწევს საათში (480კმ) და სიგრძით 3 კმ-ია. გაქრობამდე გაივლის 10000 კმ–ს. ხმელეთის ტორნადოზე მეტად საშიში ზღვის ტორნადოა, რომელსაც თან დასდევს ძლიერი წვიმა, ქარი და ჭექა-ქუხილი. ეს საშიში ბუნებრივი მოვლენა განსაკუთრებით მეზღვაურებისთვის არის თავზარდამცემი.


image





4. ბიოლუმინესცენცია - ორგანიზმის ხილული ნათება, რომელიც დაკავშირებულია მის ცხოველმოქმედებასთან. ახასიათებს მრავალ ბაქტერიას, უმაღლეს მცენარეებს, ზოგიერთ უხერხემლო ცხოველებს და თევზებს. ბიოლუმინესცენცია უფრო მეტად გვხვდება ზღვებისა და ოკეანეების ბინადართა შორის, სადაც მნათობელი ცხოველები ზოგჯერ ისე მრავლდებიან, რომ ზღვის ნათებას იწვევენ. ეს ბუნებრივი მოვლენა არც ისე საშიშია, თუმცა ცნობილი მეცნიერების აზრით, ამ დროს ზღვასთან მიახლოვება კარგს არაფერს მოგვიტანს. ეს ბუნებრივი მოვლენა ძირითადად ინდოეზიასა და კავას სანაპიროებზე გვხვდება.

image





5. მარაკაიბოს შუქურა - ცნობილია ასევე, როგორც კატატუმბოს ელვა. ეს ბუნებრივი მოვლენა წარმოიქმნება კატატუმბოს შესართავთან, მარაკაიბოს ტბაში. სამწუხაროდ ეს ულამაზესი ფენომენი იშვიათად ჩნდება დედამიწაზე. ერთ-ერთ მოვლენის დროს რეკორდული ვითარება დაფიქსირდა. ვენესუელაში მარაკაიბოს ნათება 300 დღე გაგრძელდა, დღეში 9 საათის განმავლობაში ელვა და ჭექა შეუჩერებლად მიმდინარეობდა, რამაც ვენესუელაშ მილიონობით ადამიანი ჩაიყვანა სანახავად. სამწუხაროდ ამ მოვლენას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

image





6. ცეცხლის ტორნადო - ეს ისეთი ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც რომც გინდოდეს შეიძლება ვერასოდეს ნახო. უიშვიათესი მოვლენა, ხანძართან არის დაკავშირებული. 1923 წელს კანტოს მიწისძვრის დროს წარმოქმნილმა ამ საშინელებამ 38 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

image





7. გლობალური დათბობა - და ბოლოს... გლობალური დათბობა, რომელიც ჩამოთვლილთაგან ყველაზე ძლიერი და დაუმარცხებელია. უკვე საუკუნეებია ეს საფრთხე დედამიწას ემუქრება და ყოველდღიურად მისი ეფექტი უფრო ნათლად ჩანს. ყველაზე საშინელ ბუნებრივ მოვლენას კაცობრიობის განადგურება შეუძლია.

image

























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> იხილეთ ასევე <<<<<



ყველა დროის 3 ყველაზე შთამბეჭდავი ძარცვა

image


მოემზადეთ! წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე არაჩვეულებრივ ავტომობილებს...

image


იშვიათი სილამაზის 5 ახალშობილი ცხოველი

image


მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული 5 ფრინველი

image


რატომ ჰქვია ქარიშხალებს ქალის სახელები?

image


ქალბატონმა 2000 დოლარად იყიდა მიტოვებული თვითმფრინავი... ნახეთ შემდეგში რად გადააქცია...

image


4 არაჩვეულებრივი კონტრაბანდა მსოფლიოში (ქალი ჩემოდანში)

image


3 ყველაზე უცნაური ოჯახი მთელ მსოფლიოში

image


ყველაზე რთული სამხედრო წვრთნები მსოფლიოში, რომელიც დღემდე აქტიურია!

image


4 ფოტოს ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეცვალა!

image







1
1054
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1054
  
2020, 24 ნოემბერი, 2:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1