x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103598
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467984
სომხეთი აცხადებს,რომ აზერბაიჯანი და თურქეთი მათ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ამზადებს
image

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცაკანიანმა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან სამეხ შუკრისთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივად აქტიურ სამხედრო ოპერაციას ამზადებენ სომხეთის წინააღმდეგ.


მნაცაკანიანი ამბობს, რომ ანკარამ და ბაქომ შექმნეს ერთობლივი სამხედრო ბანდფორმირებები, რომლებიც შესაძლებელია რომ უკვე შემოსულებიც არიან აზერბაიჯანიდან.


სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, მსგავსი ქმედება რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.



უფრო ადრე სომხეთი ირწმუნებოდა, რომ მთიან ყარაბახში იბრძოდნენ სირიიდან ჩამოსული დაქირავებული თურქი ბოევიკები.


შეგახსენებთ 1991 წელს მთიანმა ყარაბახმა, რომელიც აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედიოდა და ეთნიკური სომხებით იყო დასახლებული დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მოჰყვა ომი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

1994 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას(რუსეთის შუამდგომლობით), ცეცხლის შეწყვიტის თაობაზე, თუმცა საომარი მოქმედებები დროდადრო ახლდება ხოლმე, კონფლიქტი განახლდა 2020 წლის ივლისშიდაც, რა დროსაც ორივე მხრიდან 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

0
440
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
440
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0