x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
10 საინტერესო ფაქტი, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ

იცოდით, რომ ადამიანი დღეში 34 გიგაბაიტის რაოდენობის ინფორმაციას იღებს? გასაკვირი კი ისაა, რომ ინფორმაციას ტვინი ამუშავებს და დროებით “ინახავს'', სანამ ვინმე არ გაგვახსენებს. აი კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცით, მაგრამ აუცილებლად დაგამახსოვრდებათ:

1.ყავის მარცვლები მწერებთან ერთად იფქვება. გამოკვლევების თანახმად ყავის 10% მწერებისგანაა დაზიანებული, მათი გადარჩევა კი შეუძლებელია, ამიტომაც მწერებიან ყავის მარცვლებს ჩვეულებრივ მარცვლებთან ერთად ხალავენ, შემდეგ კი ფქვავენ.

image

2.წარმოუდგენელია, ზოგიერთი ობობა ქსელს კი არა მტკიცე “ნაჭერს’’ ქსოვს, საიდანაც წყალიც კი არ გადის.

image

3.სინგაპურის ყოველი მოსახლე 21 წლის ასაკიდან ატომატურად ხდება ორგანოების დონორი. თუ კი დონორობაზე უარს იტყვით, მაშინ გადანერგვის საჭიროების დროს უბრალოდ სიის ბოლოში აღმოჩნდებით, რაც დამღუპველი შეიძლება იყოს.

4.იაპონიაში ჭარბწონიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მოსახლეობას 40 დან 74 წლამდე ყოველწლიურად უზომავენ წელის მოყვანილობას. თუ კი ქალებს 90 სმ-ზე მეტი, ხოლო კაცებს 85 სმ-ზე მეტი აქვთ წელის მოყვანილობა, მათ სპორტისა და ჯანსაღი კვების სპეციალისტებთან აგზავნიან.

image

5.ალბათ ბევრჯერ გინახავთ ძაღლები როგორ უყეფენ გამვლელებს ღობის იქით და არა, ეს აგრესიის გამო არ ხდება. სინამდვილეში ძაღლები ყეფენ იმის გამო, რომ ღობის იქით გასვლა არ შეუძლიათ რათა გამვლელები დაყნოსონ ან სულაც მიესალმონ მათ.

6.ადამიანის პირში იმდენივე ბაქტერიაა, რამდენი ადამიანიცაა მსოფლიოში. ისინი იბადებიან, “მუშაობენ’’, მრავლდებიან და კვდებიან.

image

7.თუ კი მზეზე ყოფნის შემდეგ კანი წითლდება, ეს ნისნავს იმას, რომ უჯრედების დნმ დაზიანებულია და თვითგანადგურება მიმდინარეობს. ამ პროცესს აპოპტოზი ეწოდება და კიბოს წარმოქმნას უშლის ხელს.

8.სინამდვილეში ჩვენ სამყაროს თავდაყირა ვხედავთ. ჩვენი ტვინი ავტომატურად “ასწორებს’’ გამოსახულებას, რათა ადვილად აღვიქვათ მდგომარეობა.

9.ალბათ არც გაგიკვირდებათ, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ სასამართლოში გარეგნულ მიმზიდველობას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მიმზიდველია დამნაშავე, მით უფრო ნაკლებ სასჯელს იღებს.

10. რაც უფრო მეტია ადამიანის შემოსავალი და ინტელექტი, მით უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ მეორე ნახევარი იპოვოს.

0
172
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0