x
მეტი
  • 22.09.2020
  • სტატია:103478
  • ვიდეო:347756
  • სურათი:467767
ყავა თუ ჩაი? რომელი უფრო სასარგებლოა? — ექსპერიმენტის შედეგი

image


ეს კითხვები, კაცობრიობის ისტორიაში, მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამზარეულოს თაროზე, ერთმანეთს ყავა და ჩაი «შეხვდა». მსგავსი კითხვები შვედეთის მეფეს გუსტავ III (1746-1792 წწ.) გაუჩნდა და გადაწყვიტა, რომ ყავა ორგანიზმისთვის საზიანო იყო და თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად, «სამეცნიერო» ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. ამისთვის, მან ორი სიკვდილმისჯილი, ტყუპი ძმა შეიწყალა, იმ პირობით, რომ ყოველდღიურად, სიცოცხლის ბოლომდე, ერთ ძმა დღეში 3 ფინჯან ჩაის დალევდა, ხოლო მეორეს — ყავას.

image

ექსპერიმენტი კი იმით დასრულდა, რომ ორივე ძმან იმაზე მეტ ხანს იცოცხლა, ვიდრე პროფესორებმა, რომლებიც მეფის ბრძანებით, მათ ჯანმრთელობას აკვირდებოდნენ... და უფრო მეტიც, ექსპერიმენტის შედეგს, ვერც მეფე გუსტავი მოესწრო. მისი შედეგი კი ასეთი იყო:

83 წლის ასაკში, ის ძმა გარდაიცვალა, რომელსაც ჩაის სმა ჰქონდა ნაბრძანები. ასე, რომ, ამ საკითხში, ყავამ გაიმარჯვა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ არომატულ სასმელს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები აქვს და კიდევ — იმ დროს, ევროპაში, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 55 წელი იყო. რაც შესაბამისად, შემდეგი დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა — ორივე სასმელი ერთნაირად სასარგებლოა!

და კიდევ, ზოგს ჩაი უყვარს, ზოგს ყავა... თუმცა, ყველაზე სასარგებლო, ცხელი სასმელებიდან, – კაკაო არის!

imageimageimage* ყავა თუ ჩაი? – პასუხობენ გენეტიკოსები
* ნატურალური ყავის 7 სასარგებლო თვისება ორგანიზმისთვის
* ჩაის ზეგავლენა თავის ტვინზე და მისი მოხმარების დღიური ნორმა (კვლევის ახალი შედეგები და ჩაის დაყენების წესი)
* თუ ჩაი გიყვართ, ეს უნდა იცოდეთ

* ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს და ორგანიზმს აჯანსაღებს

1
204
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
204
  
19 სექტემბერი, 2:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1