x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საშინელების ნამსხვრევები — ის, რაც გულაგის ბანაკებიდან დარჩა

XX საუკუნის მეორე მეოთხედი, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში. იმ დროს მხოლოდ მეორე მსოფლიო და მასთან ერთად, სამამულო ომი კი არ მოხდა, არამედ, მასობრივი დეპრესიებიც მიმდინარეობდა. გულაგის (რუს. ГУЛаг - Главное управление исправительно–трудовых лагерей и колоний, (შრომით-გამოსასწორებელი ბანაკების და კოლონიების მთავარი სამმართველო) 1930−1956 წწ.) არსებობის მანძილზე (ქვეყნის მასშტაბით, 427 ბანაკი და მისი განყოფილება ფუნქციონირებდა) მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, სხვადასხვა მონაცემებით, 6-დან — 30 მლნ-მდე ადამიანი მოხვდა.

სტალინის სიკვდილის შემდეგ, ბანაკების გაუქმება დაიწყო. ხოლო, პატიმრები ცდილობდნენ, რომ ის საშინელი ადგილები, რაც შეიძლება მალე დაეტოვებინათ. ამიტომ, ბევრი პროექტი, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, გამოუსადეგარი გახდა. თუმცა, იმ ბნელი ეპოქის მტკიცებულება, თან არა ერთი, დღემდე არსებობს.


«პერმი -36»


image


პერმის ოლქში მდებარე კოლონია 1988 წლამდე არსებობდა. გულაგის პერიოდში, იქ სასჯელს მსჯავრდებული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იხდიდნენ, ხოლო მოგვიანებით, პერმში პოლიტპატიმრებს გზავნიდნენ. არაოფიციალური სახელი — «პერმი-36», 70-იან წლებში გაჩნდა, როდესაც დაწესებულებას ВС-389/36 კოდი მიანიჭეს, რომლითაც გზავნილები ადრესატამდე, მისამართის მითითების გარეშე მიდიოდა.


image


დახურვიდან, 6 წლის შემდეგ, ყოფილი კოლონიის ადგილზე, პოლიტიკური რეპრესიების ისტორიის მემორეალური მუზეუმი გაიხსნა. დანგრეული ბარაკების და გარეპერიმეტრის რესტავრაცია მოხდა და ახლა, ბანაკების კომპლექსი ისევე გამოიყურება, როგორც სტალინიზმის ეპოქაში იყო.

2004 წ. მსოფლიო ძეგლების ფონდმა «პერმი-36» კულტურის 100 განსაკუთრებულად დასაცავი ძეგლების სიაში შეიტანა.


image



«დნეპროვსკის» მაღარო


image


მდინარე კოლიმაზე, მაგადანიდან 300 კმ-ს დაშორებით, საკმაოდ ბევრი ხის ნაგებობაა შემონახული — ეს «დნეპროვსკის» ყოფილი ბანაკებია...

გასული საუკუნის 20-იან წლებში, რეგიონში დიდი რაოდენობით კალა აღმოჩინეს და საბადოებზე განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს გზავნიდნენ. საბჭოთა მოქალაქეების გარდა, საბადოებზე ფინელი, იაპონელი, ბერძენი, უნგრელი და სერბი მსჯავრდებულებიც მუშაობდნენ. შრომის პირობები კი საშინელი იყო, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რეგიონში, ზაფხულში, ატმოსფეროს ტემპერატურა +40 გრადუსამდე ადის, ხოლო ზამთარში — –60 გრადუსამდე ეცემა.


image


«ორ ცვლაში, დასვენების დღეების გარეშე, 12-12 სთ. ვმუშაობდით. სადილი (0, 5 ლ. სუპი (მოხარშული შავი კომბოსტო), 200 გრ. შვრიის ფაფა და 300 გრ. პური) სამუშაოზე მოჰქონდათ. დღე მუშაობა ადვილი იყო. ხოლო, ღამის ცვლლიდან — ვიდრე ზონამდე მიხვიდოდი, ისაუზმებდი, უკვე სადილის დრო მოდიოდა... დაწვებოდი — შემოწმება იწყებოდა, შემდეგ ვახშამი და უკვე სამუშაოზე წასვლის დრო იყო...» — იხსენებს ყოფილი პატიმარი.


image


ძვლებზე გაყვანილი გზა


image


ფოტოზე, 1600 კილომეტრიანი, მიტოვებული გზის მონაკვეთია, რომლის მშენებლობა 1932 წ. დაიწყო და მას ერთმანეთთან ორი ქალაქი — მაგადანი და იაკუტია უნდა დაეკავშირებინა. ამ ობიექტზე ათობით ათასი ადამიანი მუშაობდა და გარდაცვლილებს, პირდაპირ გზის საფარის ქვეშ მარხავდნენ. ყოველდღიურად კი, მინიმუმ 25 ადამიანი იღუპებოდა. სწორედ ამიტომ, დაერქვა მას ძვლებზე გაყვანილი გზის სახელი.


image


რაც შეეხება ბანაკებს, ნაგებობები, სადაც პატიმრები ცხოვრობდნენ, პირდაპირ გზის მახლობლად მდებარეობდა და სახელები, გზის მონაკვეთების კილომეტრების მიხედვით ჰქონდა მინიჭებული. «ძვლების გზის» გაყვანაზე, დაახლოებით, 800 ათასი ადამიანი მუშაობდა და ფედერალური მაგისტრალის — «კოლიმას» გაყვანის შემდეგ, ამ გზით აღარავინ სარგებლობს.


«ყარლაგირი»


image


ყაზახეთში მდებარე, ყარაგანდის გამოსასწორებელი ბანაკი 1930 - 1959 წწ. ფუნქციონირებდა. მას უზარმაზარი ფართობი: 300 კმ. ჩრდ-დან — სამხ-კენ და 200 კმ. აღმ-დან — დას-კენ ეკავა. ადგილობრივი მოსახლეობა, კოლონიის მიმდებარე რაიონებიდან, მხოლოდ 50-იანი წლების დასაწყისში იყო დეპორტირებულები და ანგარიშების მიხედვით ჩანს, რომ ისინი აქტიურად ეხმარებოდნენ სამართალდამცავებს, გაქცეული პატიმრების მოძებნაში.


image


ბანაკის ტერიტორიაზე 7 ერთმანეთისგან იზოლირებული დასახლება იყო, რომელშიც, დაახლოებით, 20 ათასი მსჯავრდებული ცხოვრობდა. ბანაკის ხელმძღვანელობა კი, დაბა დოლინკაში იყო ბაზირებული და იმ შენობაში, სადაც ისინი მუშაობდნენ, რამდენიმე წლის წინ, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მუზეუმი გაიხსნა.


image


განსაკუთრებული დანიშნულების სოლოვეცკის ბანაკი


image


სოლოვეცკის კუნძულებზე სამონასტრო ციხე, ჯერ კიდევ XVIII ს-ის დასაწყისში გაჩნდა. იქ სასჯელს ის მღვდლები, ერეტიკოსები და სექტანტები იხდიდნენ, ვინც მეფის ნებას არ ემორჩილებოდა. 1923 წელს, НКВД-ს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჩრდილოეთის ბანაკების ქსელის გაფართოვება გადაწყვიტა და სოლოვეცკის კუნძულებზე, სსრ კავშირში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოსასწორებელი დაწესებულება გაჩნდა.


image


პატიმრების რაოდენობა, ყოველწლიურად, ერთი-ორად იზრდებოდა — თუ სოლოვეცკის ბანაკში, 1923 წელს, დაახლოებით 2, 5 ათასი პატიმარი იყო, 1930 წლისთვის, მათი რაოდენობა 71 ათასამდე გაიზარდა. ხოლო, მონასტრის საკუთრება ბანაკს გადაეცა. მაგრამ, უკვე 1933 წ. ბანაკი გააუქმდა და ამჟამად მის ადგილზე რესტავრირებული სამონასტრო კომპლექსია.


imageimageimageimage

გერმანელი ტყვე ქალები. რატომ წამოიყვანეს ათასობით ქალი სამშობლოდან სსრ კავშირში

6 ქვეყანა, რომლშიც სსრ კავშირი II მსოფლიო ომის დროს, სამამულო ომის დაწყებამდე შეიჭრა

ცხოვრება «მგლების ხროვაში»

ისტორიული საიდუმლო: ჰქონდა თუ არა სტალინს ქართული აქცენტი? (+ ვიდეო)
სტალინი: «ჩვენ არა გვყავს სამხედრო ტყვეები, არიან მხოლოდ მოღალატეები»



0
221
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0