x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვის შეხვდა თამარ ბაჩალიაშვილი?! შეხვედრის ადგილი საკალმახეა! ავტოფარეხში შედიხარ გვერდიდან!" - ელისო კილაძე

image


"ქრონიკა +" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ასაჯაროებს და სოციალურ ქსელში იმ საეჭვო ლოკაციის ფოტოებს ავრცელებს სადაც ანონიმური წყაროს ცნობით 23 წლის პროგრამისტი რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ, სანამ მის ცხედარს საბოლოოდ, მაწევანის საძოვარზე დატოვებდნენ. ჟურნალისტის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი შეხვედრაზე საკალმახეში მიდიოდა, რომლის მეპატრონეც წყაროს ინფორმაციით - გიორგი ღარიბაშვილია. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული ტერიტორიიდან იქნა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მოგვიანებით უკვე ევაკუატორით გოლთეთში გადატანილი. ჟურნალისტის თქმით, საგულისხმოა ის ფაქტიც რომ ღარიბაშვილის ქონება იპოთეკით დატვირთული სწორედ "ქართუშია"!: "ვერსია პირველი :(არაფერს არ ვამტკიცებ) თამარ ბაჩალიაშვილი მიდის შეხვედრაზე !შეხვედრის ადგილი საკალმახეა !შეცდომით შედის "ადმირალში"-ხვდება კამერების არეალში ! (ამის მერე ადმირალის კამერები"ფუჭდება") რაკი ეს ის ადგილი არაა, ეძებს სხვა ლოკაციას (საკალმახეს) 84.03.34.034 -ვილა ალგეთი ! მეპატრონე გიორგი ღარიბაშვილი წყაროს ინფორმაციით-ერთი ფიგურანტი გურამ მაჭარაშვილი-"ქართუს" იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი და დეპუტატი ქართული ოცნებიდან ! კიდევ ერთი ფიგურანტი თეიმურაზ ჯავახიშვილი !(შსს ტენდერებში მონაწილე პირი) ვილა ალგეთის უკან საკალმახეა! ავტოფარეხში შედიხარ გვერდიდან ! საკალმახეს გვერდით ორი დიდი ოთახი, ერთი დაცვის-ოთხი წლის დაკეტილი, მაგრამ საეჭვოდ დალაგებული !(საწოლი, ტელევიზორი, ღუმელი) ქონება იპოთეკითაა დატვირთული"ქართუში"! ვილა ალგეთის გვერდით გზაა-წყაროს მტკიცებით, ამ ფონით ევაკუატორით გადაიტანეს თამუნას მანქანა და მიიტანეს გოლთეთში ! პოლიციაც შემთხვევის ადგილს იცავს არა წინა, არამედ უკანა მხრიდან ! ვინ დაიბარა და ვის შეხვდა თამარ ბაჩალიაშვილი?! უკავშირდება თუ არა მკვლელობა ფულის გათეთრებას?!"- დაწერა ელისო კილაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.


imageimageimage





0
643
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
643