x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მისაბაძი მაგალითი: გალოთებულმა როგორ შეიძლება დაიბრუნო მომხიბვლელობა
imageავსტრალიელი ჯასტინ უიტჩერჩი ნამდვილად მისაბაძი მაგალითია იმათთვის, ვინც ალკოჰოლიზმზეა დამოკიდებული.


ქალმა გადალახა ალკოჰოლზე ხანგრძლივი დამოკიდებულება და სრულიად გარდაისახა.


ახლა ჯასტინი 47 წლისაა, ის ორ შვილს ზრდის და საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდება, თუმცა რამდენიმე წლის წინ მას სრულიად დაკარგული ჰქონდა კონტროლი.


ქალმა დალევა ახალგაზრდობაში დაიწყო და მხოლოდ ოცდაათი წლის ასაკში მიხვდა, რომ იგი სრულიად გალოთდა და დრო იყო სასწრაფოდ თავი უნდა დაეღწია დაეღწია ალკოჰოლური სასმელებით გამოწვეული სტრესისთვის. მაგრამ დასახული მიზნისთვის ბრძოლა მხოლოდ 40 წლის ასაკიდან წამოიწყო.



"ყველაფერი შეიცვალა, მას შემდეგ, როდესაც ცხრა წლის ქალიშვილმა ცრემლიანი თვალებით შემომხედა და მითხრა: ”დედა, მეშინია, რომ უკეთესად ვერ გახდები”.-იხსენებს ჯასტინი.

image

ჯასტინის თქმით, ადრე ალკოჰოლი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. დღეში სამი ბოთლი ღვინო და არც არაფერია გასაკეთებელი! ზოგჯერ დამატებით რამდენიმე ჭიქა უფრო მაგარ სასმელსაც აყოლებდა. რა თქმა უნდა, ავსტრალიელი ქალის გარეგნობა შეიცალა. მის სახეზე და სხეულზე ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა აშკარად შეინიშნებოდა. მაგრამ ანდაზის არ იყოს: სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!

image

მას შემდეგ, ქალი სიფხიზლისკენ მიმავალ გზას დაადგა, ჯასტინი ძალიან შეიცვალა. ათი წლის წინ გადაღებული და ახალი ფოტოსურათების შედარება გაგაოცებთ.


მართლაც, ახალგაზრდობაში ის ბევრად ხანდაზმულად გამოიყურება, ვიდრე ახლა. ავსტრალიელმა ალკოჰოლთან ერთად მოიშორა სხვა მავნე ჩვევებიც. ქალმა მოახერხა 17 კილოგრამი ჭარბი წონის დაკლებაც. ამჟამად ჯასტინს ვერ წარმოუდგენია საკუთარი ცხოვრება სპორტის გარეშე.მეტიც, ჯასტინი გახდა ფიტნეს მწვრთნელი, კოუჩი და რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა ბიკინის კონკურსში, რაზეც მანამდე ოცნებაც კი არ შეეძლო.

image

image

image

0
306
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0