x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსულ სამხედრო თვითმფრინავს, რომელიც სირიაში "ჰმეიმის" სამხედრო ბაზაზე მიფრინავდა

image ამ დღეებში რუსეთმა აზერბაიჯანის გავლით რამდენიმეჯერ გაგზავნა სამხედრო ავიაცია სირიაში, სადაც "ჰმეიმშია" რუსული სამხედრო ბაზა.
აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეს კარგა ხანია რაც რუსეთი იყენებს სირიაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით ცოცხალი ძალის, საბრძოლო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გადასაყვან-გადასატანად.
მას შემდეგ რაც აზერბაიჯანსა და თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ ძალებს შორის სამხედრო სახის შეტაკებები დაიწყო, აზერბაიჯანმა რამდენიმეჯერ გამოთქვა პროტესტი იმის თაობაზე, რომ რუსეთი სომხეთში "გიუმრის" სამხედრო ბაზიდან სომხეთს აწვდიდა შეიარაღებას, რომელიც მთიან ყარაბაღს გადაეცემოდა მოვიანებით.
როგორც ჩანს აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობა სწორედ აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტმა გააფუჭა.
გუშინ რუსეთმა ისევ გააგზავნა რუსული სამხედრო თვითმფრინავები სირიაში აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გავლით, დღეს კი რუსულ სამხედრო თვითმფრინავს " ДРЛОУ А-50"-არ მისცეს აზერბაიჯანის საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება.
აზერბაიჯანელმა სამხედრო დისპეტჩერებმა რუსული თვითმფრინავის ეკიპაჟს წაუყენეს მოთხოვნა, სასწრაფოდ შეეცვალა ფრენის კურსი და დაეტოვებინა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე.
რუსული თვითმფრინავის ეკიპაჟი იძულებული გახდა მოთხოვნა გაეთვალისწინებინა, შეცვალა საჰაერო სივრცე და თურქმენეთს სთხოვა გაეხსნა მათთვის საჰაერო დერეფანი რაზეც თანხმობა მიიღეს.
რუსულმა თვითმფრინავმა სირიისაკენ გეზი თურქმენეთის გავლით აიღო.
თუ ასე გაგრძელდა და აზერბაიჯანმა არ გაუხსნა საჰაერო სივრცე ფრენებისათვის რუსულ სამხედრო ავიაციას, რუსული მხარე იძულებული გახდება ისარგებლოს თურქმენეთის საჰაერო სივრცით.
ჯერჯერობით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არც აზერბაიჯანულ და არც რუსულ მხარეს არ გაუკეთებია.



0
411
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
411