x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პარიზის ცნობილ მუზეუმში ქალი ღრმა დეკოლტეს გამო არ შეუშვეს
image

პარიზის d'Orsay-ის მუზეუმი არის ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი, სადაც განთავსებული XIX საუკუნის ფრანგული ხელოვნების ყველაზე ცნობილი გაშიშველებული ნიმუშები.



ამ კვირაში ფრანგული ლიტერატურის სტუდენტი ჯეინი საკმაოდ ღრმა დეკოლტეთი ეწვია მუზეუმს, თუმცა მას შენობაში შესვლა აუკრძალეს, იუწყება bbc.


მუზეუმის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ "წესი წესია"და მუზეუმში შესვლის ნება მხოლოდ მას შემდეგდართეს, როდესაც პიჯაკი ჩაიცვა.



არავის უთქვამს, რომ პრობლემას დეკოლტე წარმოადგენდა, უბრალოდ მკერდზე მიყურებდნენ და ამბობდნენ, რომ „ეს“ იყო პრობლემა“, - განაცხადა ჯეინმა.


მუზეუმში მომხდარი შემთხვევის შესახებ გოგონამ Twitter-ზე დაწერა და მუზემში წასვლამდე 4 საათით ადრე რესტორანში გადაღებული ფოტო გამოქვეყნა, სადაც იგივე კაბით ზის, რითაც შემდეგ მუზეუმში ვიზიტი გადაწყვიტა.

image

სამშაბათს ტემპერატურამ 26 გრადუსს მიაღწია და ხელოვნების მოყვარულმა სტუდენტმა ქალმა მოინდომა, რომ ცხელი დღის მეორე ნახევარში მუზეუმში დაესვენა. ”ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემი დეკოლტე რაიმე უთანხმოების საბაბი იქნებოდა”, - ამბობს ის.


მას შემდეგ რაც ჯეინის პოსტი სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მას მუზეუმის ადმინისტრაცია გამოეხმაურა.

„ვწუხვართ მომხდარი ინციდენტის გამო და ბოდიშს ვუხდით მომხმარებელს, რომელსაც უკვე პირადადაც დავუკავშირდით“, - განაცხადეს მუზეუმში

1
239
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
239
  
2020, 13 სექტემბერი, 14:06
გეძელმკლავიანში არ სცხელოდა?
0 1 1