x
image
_K_
Mediator image
როგორები იქნებოდნენ ცნობილი ისტორიული პიროვნებები დღეს - გრაფიკული დიზაინერის საოცარი ნამუშევრები
image


დღეს ისტორიული პიროვნებების გარეგნობის ნახვა მხოლოდ ნახატებსა და ქანდაკებებზე შეგვიძლია. თუმცა, ისტორიის მოყვარულმა გრაფიკულმა დიზაინერმა ბეკა სალადინიმ გადაწყვიტა, თავისი პროფესია და ჰობი გაეერთიანებინა და საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, როგორები იქნებოდნენ ისტორიული პიროვნებები დღეს, ჩვენ შორის რომ ეცხოვრათ.

ისიამოვნეთ!





ეკატერინე II

ეკატერინე II დიდი რუსეთის იმპერატორი იყო სამ ათწლეულზე მეტ ხნით, 1762 წლის 16 ივლისიდან მის სიკვდილამდე.


image






ელისაბედ I

ელისაბედ I ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი იყო ტიუდორების დინასტიიდან. მეფობდა 1559-1603 წლებში. ქორწინებაში არყოფნის გამო მეტსახელად ქალწული-დედოფალი შეარქვეს. მას ასევე უწოდებდნენ „გლორიანას“ და „კეთილ დედოფალ ბესის“. ელისაბედის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ ტიუდორების დინასტია შეწყდა.

image






ნეფერტიტი

ნეფერტიტი ეგვიპტის დიდი დედოფალი, ამენჰოტეპ IV-ის მეუღლე და ფარაონ ტუტანხამონის სიდედრი იყო. სავარაუდოდ, ის თავადაც იყო მმართველი სახელით "ნეფერნეფერუატენი" მცირე ხნით მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ტუტანხამონის გამეფებამდე.

image






ბოტიჩელის ვენერა

„ვენერას დაბადება“ იტალიელი ფერმწერის, სანდრო ბოტიჩელის ნამუშევარია. ტილო რენესანსის ეპოქაში შეიქმნა და დღეს ფლორენციაში ინახება.

image






მარკუს ანტონიუსი

მარკუს ანტონიუსი ძველი რომის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე იყო, რომელმაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა რომის რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის პროცესში.

image






ჰიურემ სულთანი

ჰიურემ სულთანი ოსმალეთის სულთნის - სულეიმან I დიდებულის ხარჭა და შემდეგ მეუღლე, ჰასეკი, ასევე სულთან სელიმ II-ის დედა იყო. ევროპაში ცნობილია, როგორც როქსოლინა. მისი ნამდვილი სახელი უცნობია.

image






ჯორჯ ვაშინგტონი

ჯორჯ ვაშინგტონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი იყო 1789-1797 წლებში.

image






კლეოპატრა

კლეოპატრა VII ფილოპატორი ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი იყო პტოლომეების მაკედონური დინასტიიდან. ცნობილი იყო რომაელი დიდი მხედართმთავრის, მარკუს ანტონიუსისადმი სიყვარულით. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რათა რომის პირველი იმპერატორის - ოქტავიანე ავგუსტუსის ტყვედ არ ჩავარდნილიყო.

image






პოკაჰონტასი

პოკაჰონტასი ინდიელი ქალი იყო, რომელიც გამოირჩეოდა კავშირით კოლონიურ დასახლებაში ჯეიმსთაუნში, ვირჯინიაში. იგი იყო პაუჰატანის ქალიშვილი, წენაკომამაკაში შენაკადული ტომების ქსელის უპირველესი მეთაურის, რომელიც მოიცავდა ვირჯინიის ტიდევუტერის რეგიონს.

image






ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე მაკედონელი მაკედონიის მეფე და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი იყო ისტორიაში. მან სიკვდილამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო. მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავ II ადოლფის, ჰანიბალის და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, ვინც კი ოდესმე არსებობდა.

image






ამენჰოტეპ IV

ამენჰოტეპ IV, იგივე ეხნატონი, ეგვიპტის ფარაონი იყო XVIII დინასტიიდან, რომელიც ძვ.წ. 1424 წლიდან დაახლოებით ძვ.წ. 1400 წლამდე მეფობდა. ამენჰოტეპ IV-მ მრავალღმერთიანობის ძველი ტრადიციული ფორმა ღვთაება ატონის სახელმწიფო კულტით შეცვალა. რელიგიის რეფორმა შეეხო ცხოვრების ყველა მხარეს და განსაკუთრებული კვალი დატოვა ხელოვნებაში. ამენჰოტეპ IV-ის გარდაცვალების შემდეგ მისი რელიგიის რეფორმა გააუქმეს.

image






მადამ დე პომპადური

ჟანა ანტუანეტა პუასონი მარკიზა დე პომპადური, ცნობილი როგორც მადამ დე პომპადური, ლუი XV-ის ცნობილი სამეფო საყვარელი იყო 1745 წლიდან მის გარდაცვალებამდე. იგი მართავდა მეფის განრიგს და იყო მისი მრჩეველი, რაც ფრანგულ სამეფო კარზე კრიტიკის საგნად იქცა. ამან მას ბევრი მტერი გაუჩინა.

image






ლუი XIV, ცნობილი როგორც "მეფე მზე"

ლუი XIV დე ბურბონი, აგრეთვე ცნობილი როგორც ლუი დიდი, ან მეფე მზე ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი იყო. იგი ქვეყანას 72 წლისა და 110 დღის მანძილზე მართავდა, რაც საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი მმართველობაა. ზრუნავდა ქვეყნის ცენტრალიზაციაზე, რასაც შემდგომში აბსოლუტიზმის დამყარება მოჰყვა. ლუი მსოფლიო ისტორიაში აბსოლუტიზმის სიმბოლოდაა ცნობილი.

image






ჰატშეფსუტი

ჰატშეფსუტი ძველი ეგვიპტის დედოფალი (ფარაონი), ეგვიპტის XVIII დინასტიის წარმომადგენელი, თუტმოს I-ის ასული და მისი თანამმართველი იყო 15 წლის მანძილზე.

image






ლუკრეცია ბორჯია

ლუკრეცია ბორჯია რომის პაპ ალექსანდრე VI-ის ქალიშვილი, ჩეზარე ბორჯიას და და ბორჯიების ოჯახის წარმომადგენელი იყო.

image






მარიამ სტიუარტი

მარიამ სტიუარდი დაბადებიდან შოტლანდიის დედოფალი, 1559-1560 წლებში საფრანგეთის დედოფალი და ინგლისის სამეფო ტახტის მემკვიდრეობის ერთ-ერთი პრეტენდენტი იყო. იგი ცნობილი გახდა თავისი ტრაგიკული ისტორიით, რომელიც სხვადასხვა მწერალმა აღწერა საკუთარ ნაწარმოებში.

image






ანა ბოლეინი

ანა ბოლეინი ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მეორე ცოლი და ელისაბედ I-ის დედა იყო.image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. ამ ვარსკვლავებმა შეიყვარეს საკუთარი სხეულის ნაკლოვანება და ის საკუთარ ძლიერ მხარედ აქციეს

image


2. ამ მსახიობებმა სილამაზე როლს შესწირეს - გაიცანით 11 ცოცხალი ლეგენდა

image


3. ფოტოგრაფმა ვიტილიგოს მქონე ქალების სილამაზე აღბეჭდა - ფოტოებმა მსოფლიო აალაპარაკა

image


4. ვიქტორ ჰიუგოს საყვარელი ქალის ისტორია: როგორი იყო 50 წელი ტირანთან ერთად ცხოვრება

image


5. ვარსკვლავები, რომლებმაც ფანები შეიყვარეს და ეს არ უნანიათ

image

0
251
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0