x
image
_K_
10 ნიშანი იმისა, რომ იდეალური მეუღლე იპოვეთ
image

სამყაროში იდეალურობა არ არსებობს. თუმცა, როცა ვიღაც გვიყვარდება, სწორედ ასეთად წარმოგვიდგენია ის. ზოგჯერ ხდება, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გვაწუხებს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, ვიპოვეთ თუ არა ნამდვილად ჩვენი შესაფერისი ადამიანი.


სტატიაში გაგაცნობთ 10 ნიშანს იმისა, რომ სწორი ადამიანი აირჩიეთ. ვიმედოვნებთ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ეჭვები აღარ შეგაწუხებთ.





1. მას არ ეშინია სირთულეების და მზადაა ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად.

ნამდვილი კაცი მხოლოდ ლამაზ სიტყვებს კი არ ამბობს, სათქმელს საქციელით ამტკიცებს. რთულ სიტუაციებში ის ყოველთვის მზადაა, დაგიცვათ.


image






2. მას თავადაც შეუძლია კერძის მომზადება.

თანამედროვე ქალები ფიქრობენ, რომ კაცი, რომელიც კარგად გამოიყურება და საჭმლის მომზადება შეუძლია, იდეალური ქმარია. სულაც არაა აუცილებელი რამე განსაკუთრებული კერძის გაკეთება. კაცი თუ უბრალოდ ნესვს დაჭრის, ლამაზად დაალაგებს თეფშზე და საყვარელ ქალს მიართმევს, ეს პატარა ჟესტი მას აუცილებლად გააბედნიერებს.

image






3. ის ყოველთვის გიჭერთ მხარს, მაშინაც კი, თუ სერიოზული შეცდომა დაუშვით.

ყველა ჩვენგანი ვუშვებთ შეცდომებს და როცა ეს ხდება, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორმა მხარი დაგვიჭიროს, მაშინაც კი, თუ ვცდებით. ნებისმიერ სიტუაციაში, სჯობს, პარტნიორი დაგელაპარაკოთ, თქვენთან ერთად სცადოს პრობლემის მოგვარება და არა - დაგადანაშაულოთ.

image






4. ის ყურადღებას აქცევს დეტალებს.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენმა მეუღლემ ყველა დეტალი უნდა იცოდეს და ისიც ახსოვდეს, რა გეცვათ თქვენი გაცნობის დღეს. თუმცა, უნდა ჩაინიშნოს ან დაიმახსოვროს თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღები და იცოდეს, რამდენ კოვზ შაქარს იყრით ჩაიში, რომელია თქვენი საყვარელი მუსიკა და ა.შ.

image






5. ის მხოლოდ ჭკვიანი კი არა, ბრძენიცაა.

შეიძლება კარგი იყოს გვერდით ისეთი ადამიანის ყოლა, ვისაც კვანტური ფიზიკის ახსნა შეუძლია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორი, რომელსაც შეუძლია, ცხოვრებისეული პრობლემებისგან იპოვოს გამოსავალი. თუ თქვენი მეუღლე კარგ რჩევებს გაძლევთ მაშინ, როცა მაგალითად დედასთან იჩხუბებთ, ესე იგი გაგიმართლათ.

image






6. მან იცის, როგორ გაგამხნევოთ.

როცა თავს ცუდად გრძნობთ, კარგმა მეუღლემ ყოველთვის იცის, როგორ გაგამხნევოთ: მოგიყვეთ ანეკდროტი, გაგრძნობინოთ მხარდაჭერა, გიყიდოთ შოკოლადები და ა.შ.

image






7. მან იცის, როგორ მოგელაპარაკოთ და შეუძლია კომპრომისზე წასვლა.

იდეალურ კაცს შეუძლია საერთო ენის გამონახვა პოლიციელთან, სანტექნიკთან, ტოქსიკურ მეზობელთან და მეუღლესთან.

image






8. თქვენი პრობლემები არ ავიწყდება.

ხშირად კაცებს უჭირთ ერთზე მეტ საქმეზე კონცენტრირება, მაგრამ მოსიყვარულე მეუღლე თქვენი პრობლემების მოგვარებას პრიორიტეტად განიხილავს და არასდროს აიგნორებს.

image






9. თქვენი აზრი მისთვის მნიშვნელოვანია.

ცოლ-ქმრის ურთიერთობა მარტო ერთად ცხოვრებას არ ნიშნავს, ისინი ერთმანეთის მეგობრები და მრჩევლები უნდა იყვნენ. აუცილებელია, ისწავლოთ გადაწყვეტილებების ერთად მიღება, ეს ბედნიერი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა.

image






10. ის გეხმარებათ სახლის საქმეებში.

თუ თქვენი მეუღლე გაფასებთ და პატივს გცემთ, მაშინ არასდროს გაგრძნობინებთ, თითქოს მისი პირადი მოსამსახურე იყოთ. მას ესმის, რომ იღლებით სამსახურში და ყოველთვის მზადაა სახლის დასალაგებლად, თუ სთხოვთ. გარდა ამისა, სახლის საქმეების ერთად გაკეთება კარგი ხერხია ყველაფრის უფრო სწრაფად დასამთავრებლად და დროის ერთად გასატარებლად.

image

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს თავისებურად წარმოუდგენია იდეალური ურთიერთობა და თვისებებიც, რაც იდეალურ ქმარს უნდა ჰქონდეს, ყველასთვის განსხვავებულია. თუმცა, თუ იპოვეთ ვიღაც, ვისთვისაც პრიორიტეტი ხართ და თქვენც პირველ ადგილზე მას აყენებთ, ესე იგი გაგიმართლათ. ეს ნამდვილად არის ბედნიერი ქორწინების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 9 არც ისე აშკარა ნიშანი იმისა, რომ ადამიანს მოსწონხართ

image


2. 10 წყვილი, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ სიყვარულს საზღვრები არ აქვს

image


3. როგორია სიყვარული რეალურად - ამერიკელი მხატვრის გულწრფელი ილუსტრაციები

image


4. 9 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება - გაითვალისწინეთ!

image


5. უნდა დაესწროს თუ არა მეუღლე მშობიარობას - 10 დადებითი და უარყოფითი მხარე

image

0
131
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0