x
image
_K_
რატომ არ უნდა გაასწოროთ საწოლი გაღვიძებისთანავე - ეს უნდა იცოდეთ!
image

გავრცელებული აზრის მიხედვით, დილით საწოლის გასწორება კარგი დღის დასაწყებად აუცილებელია, თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ზოგჯერ ერთი შეხედვით ჯანსაღი ჩვევა სულაც არაა კარგი. სტატიაში გაგიზიარებთ, რატომ და როგორ შეიძლება უწყინარმა დილის რუტინამ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.





თქვენს ბალიშზე დაუპატიჟებელი სტუმრები არიან.

კვლევის მიხედვით, გარდა იმისა, რომ დილით საწოლის დალაგების პროცესი გამშვიდებთ, ამით ტკიპებისთვის კომფორტულ გარემოსაც ქმნით. მათი დანახვა მიკროსკოპის გარეშე შეუძლებელია და შეიძლება გეგონოთ, რომ თქვენს საწოლზე სისუფთავეა, სინამდვილეში კი ასე არ არის.

image






თქვენი საბანი იდეალურ გარემოს ქმნის საწოლის ტკიპებისთვის.


საწოლის ტკიპებს მოსწონთ მატრასის და ბალიშის ბნელ, ტენიან ადგილებში ცხოვრება და თქვენი კანის მკვდარი უჯრედებით იკვებებიან. როცა დილით საწოლს ასწორებთ და თეთრეულს საბნით "ხურავთ", მათთვის იდეალურ გარემოს ქმნით. საღამოს, ტკიპების არმია (უკვე გამრავლებული) ბინძური სამუშაოს შესრულებას იწყებს. უსიამოვნო ეფექტების გარდა, ამ ორგანიზმებმა შესაძლოა კანის გაღიზიანება და აკნეც კი გამოიწვიონ.

image






მტვრის ტკიპები თქვენს თეთრეულზე მოისაქმებენ.

თქვენი კანის მკვდარი უჯრედების მირთმევის შემდეგ, ტკიპები თავიანთ "ხელმოწერას" თეთრეულზე ტოვებენ. დიახ, ისინი იმ ადგილას მოისაქმებენ, სადაც დამღლელი დღის შემდეგ მყუდროდ დაძინებას აპირებთ. ეს ორგანიზმები ადამიანში არაერთ ალერგიულ რეაქციას იწვევენ, როგორიცაა თვალების ანთება, ცემინება და ასთმაც კი.

image






ის მაშინაც კი მავნეა, თუ მკვდარია.

როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს დედამიწაზე, ტკიპებსაც აქვთ სიცოცხლის ციკლი. მაშინაც კი, თუ ის მკვდარია, ძილისას შეიძლება მისი "გვამის" ნარჩენები შეისუნთქოთ. მეცნიერების მტკიცებით, ეს სახიფათოა ალერგიული ადამიანებისთვის და შეიძლება სერიოზული რეაქციები გამოიწვიოს.

image






საწოლის ტკიპებს მზის სინათლის ეშინიათ.

თუ დილით საწოლს არ გაასწორებთ, ტკიპებს ჰაერი და მზის სინათლე მოხვდებათ, რაც მათ ბუნებრივად კლავს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, თეთრეულს "სუნთქვის" საშუალება მისცეთ რამდენიმე საათით, სანამ მას თბილ საბანს გადააფარებთ.

image






მათთან "ბრძოლისას" არ გამოიყენოთ ბაღლინჯოების საწინააღმდეგო სპრეი.

დერმატოლოგები არ გირჩევენ ბაღლინჯოების საწინააღმდეგო სპრეის გამოყენებას, თუ ამ დაუპატიჟებელ სტუმრებთან ომის წამოწყება არ გსურთ. უმჯობესია, საწოლი ვაკუუმ-საწმენდით გაასუფთავოთ. რა თქმა უნდა, თითქმის შეუძლებელია ყველა ტკიპის მოშორება, მაგრამ მათი რაოდენობის შემცირება ალერგიების რისკს მაინც შეგიმცირებთ.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 15+ სკანდინავიური ხრიკი, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

image


2. რა ხდება სინამდვილეში, როცა თქვენს კერძზე ბუზი ხვდება

image


3. რატომ არის საზოგადოებრივი ტუალეტების კარები მოკლე? - ამის 9 მიზეზი არსებობს

image


4. 11 რჩევა, რამაც შეიძლება კრიტიკულ სიტუაციაში გადაგარჩინოთ

image


5. სამზარეულოს ხრიკები, რომელიც ბევრ პრობლემას მოგიგვარებთ

image

0
918
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
918
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0