x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103601
  • ვიდეო:347802
  • სურათი:467971
ვოლგოგრადის ოლქში გვარდიის კონტრაქტორი გააუპატიურა თანამებრძოლმა, მისი თქმით ბოთლით თუმცა რეალურად როგორც ჩანს სხვანაირად იყო საქმე

image ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კალაჩი დონზე, სადაც დისლოცირებულია რუსეთის ეროვნული გვარდიის 22-ე ცალკეული ბრიგადა, ამაზრზენი ფაქტი მოხდა გაუპატიურებულ იქნა კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცი.
დაზარალებულიც და ბრალდებულიც ძლიერი სიმთვრალის სტადიაში იმყოფებოდნენ, ბრალდებულის თქმით ის ვერ აცნობიერებდა თანამებრძოლის ბოთლით გაუპატიურებისას დანაშაულის სიმძიმეს და მას ხუმრობად მიიჩნევდა.
გაუპატიურებული მებრძოლი მეორე დილით სხვა მებრძოლებმა მძიმე მდგომარეობაში აღმოაჩინეს.
დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 413-ე სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს. დაზარალებულს სწორი ნაწლავის მიდამოებში ნახეთქი ჭრილობები აღმოაჩნდა, საიდანაც დიდი რაოდენობის სისხლი დაკარგა, მისი მდგომარეობა მძიმეა.
მოძალადე, რომელიც წოდებით ეფრეიტორია დაკავებულია და მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით, ადამიანის გაუპატიურება ძალის გამოყენებით და ადამიანის ძალადობრივი გზით გაუპატიურება მის უმწეო მდგომარეობაში ყოფნის დროს.
მართალია ბრალდებულმა დაკითხვისას განაცხადა, რომ თანამებრძოლი ძლიერი სიმთვრალისას ხუმრობით მინერალური წყლის ბოთლით გააუპატიურა, მაგრამ სამედიცინო ექსპერტიზამ დაზარალებულის სწორ ნაწლავში აღმოაჩინა სპერმის კვალი, რის შედეგადაც ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალა და ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა.
მას შემდეგ რაც ინფორმაცია გავრცელდა ეფრეიტორის მიერ თანამებრძოლის გაუპატიურებაზე, ინფორმაციამ შეაღწია დროებითი დაკავების იმ დაწესებულებაშიც, სადაცაა ბრალდებული ეფრეიტორი მოთავსებული, ინფორმაციამ დაწესებულებაში მყოფი პატიმრების აღშფოთება გამოიწვია, თავად ეფრეიტორი კი ნერვიულობისაგან შოკში ჩავარდა.
ბრიგადაში მომხდარის შემდეგ ჩავიდა კომისია, რომელსაც რუსული გვარდიის სამხრეთის ოლქის დაჯგუფების სარდლის მოადგილე გენერალ-მაიორი ალექსანდრე გოლოსოვი ხელმძღვანელობს.
ეფრეიტორიც და დაზარალებულიც უწყების წესდების დარღვევის გამო უკვე გაანთავისუფლეს სამსახურიდან (ძალოვან უწყებაში ლოთობის გამო).



0
542
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
542